მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 8

1და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა მას:

2ეტყოდე აჰრონს და არქუ მას: რაჟამს დაადგმიდე სანთელთა მათ ერთკერძო წინაშე პირსა სასანთლეთასა, ნათობდენ შჳდნივე იგი სანთელნი.

3და ყო აჰორონ ეგრეთ: ერთკერძოსა ადგილსა წინაშე პირსა სასანთლეთასა აღანთნა სანთელნი მისნი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

4და ესე არს აღმზადებაჲ სანთელთაჲ: მყარი - ოქროჲ ჴერი მისი და შროშანნი მისნი - მყარი ყოვლად ხატისა მისებრ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრეთ ქმნა სასანთლე იგი.

5და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

6მოიყვანენ ლევიტელნი იგი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა, განწმიდენ იგინი.

7და ესრეთ ყავ განწმედაჲ იგი მათი: აპკურე მათ წყალი განწმედისაჲ და მოვიდეს მახჳლი ყოველთა ასოთა მათთა და განირცხენ ყოველი სამოსელი მათი და წმიდა იყუნენ.

8და მოიბან ჴბოჲ ერთი ზროხათაგან და ამისი შესაწირავი სამინდოჲ შექმნილი ზეთითა და ზუარაკი ერთი წელიწდეული ზროხათაგან ცოდვისათჳს მოიბან

9და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე კარავსა მას წამებისასა და შეჰკრიბო ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა.

10და მოიყვანნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და დაასხნენ ჴელნი ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა მათ ზედა.

11და განაჩინნეს აჰრონ ლევიტელნი იგი მიცემულად წინაშე უფლისა ძეთაგან ისრაჱლისათა. და იყუნენ იგინი მოქმედად საქმისა მის კარვისა უფლისასა.

12ხოლო ლევიტელთა მათ დაასხნენ ჴელნი მათნი თავთა ზედა მათ ზუარაკთასა და ჰყო ერთი იგი ცოდვისათჳს და ერთი იგი საკუერთხად უფლისა სალხინებელად მათთჳს.

13და დაადგინნე ლევიტელნი იგი წინაშე უფლისა და წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა და მისცნე იგინი მათ მიცემულად წინაშე უფლისა.

14და განაჩინნე ლევიტელნი შორის ძეთაგან ისრაჱლისათა და იყუნენ ჩემდად.

15და ამისსა შემდგომად შევიდენ ლევიტელნი იგი საქმედ საქმესა მას კარვისა წამებისასა და განწმიდნე იგინი და მისცნე მიცემულად წინაშე უფლისა.

16რამეთუ მოსაცემელად მიცემულ არიან იგინი ჩემდა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა მათ წილ, რომელთა განაღონ საშოჲ

17პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათაჲ, მოიყვანენ იგინი ჩემდა, რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ, ძეთა ისრაჱლისათაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე. დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, წმიდა-ვყვენ იგინი ჩემდად.

18და მოვიყვანენ ლევიტელნი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა

19და მივსცენ იგინი მისაცემელად მიცემულ აჰრონს და ძეთა მისთა შორის ძეთაგან ისრაჱლისათა საქმედ საქმისა ძეთა ისრაჱლისათა კარავსა მას წამებისასა და ლხინებად ძეთა ისრაჱლისათა, და არავინ იყოს შორის ძეთა ისრაჱლისათა, რომელი შეეახლებოდის სიწმიდესა მას.

20და ყვეს მოსე და აჰრონ და ყოველმან კრებულმან ძეთა ისრაჱლისათამან ლევიტელთა მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა მათთჳს.

21და განწმიდნეს ლევიტელნი იგი და განირცხეს სამოსელი მათი. და მისცნა იგინი აჰრონს მიცემულად წინაშე უფლისა და ლხინება-ყო მათთჳს აჰრონ და განწმიდნა იგინი.

22და ამისსა შემდგომად შევიდეს ლევიტელნი იგი მსახურებად მსახურებასა თჳსსა კარავსა მას წამებისასა წინაშე აჰრონისა და წინაშე ძეთა მისთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს ლევიტელთათჳს, ეგრეთ ყვეს მათთჳს.

23და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

24ესე არს ლევიტელთათჳს: ოცდახუთისა წლისაჲთგანი და უზეშთაესი შევიდენ მსახურებად კარავსა მას წამებისა.

25და ერგასის წლითგანი და ერგასის წლითგან გამოდგენ მსახურებისაგან და არღარა იქმოდიან მერმე.

26და ჰმსახურებდეს ძმაჲ მისი კარავსა მას წამებისასა დაცვად საცავსა მას, ხოლო საქმით არა იქმოდის. ესრეთ უყო ლევიტელთა მათ საცოსა მათსა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი