მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 5

1ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: უბრძანე ძეთა ისრაჱლისათა:

2და განასხნედ გარეშე ბანაკსა ყოველი კეთროვანი და ყოველი თესლმდინარე და ყოველი არაწმიდაჲ სულითა.

3მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე, განავლინენ გარეშე ბანაკსა და არა შეაგინონ ბანაკი მათი, რომელთა შორის მე გარდამოვალ მათა.

4და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და განავლინნეს იგინი გარეშე ბანაკსა, ვითარცა ეტყოდა უფალი მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.

5ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

6ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მამაკაცმან, გინა დედაკაცმან, რომელმან ყოს ყოველთაგან ცოდვათა კაცობრივთა და უგულებელით უგულებელ-ყოს და ცოდოს სულმან მან

7და აღიაროს ცოდვაჲ იგი, რომელი ქმნა და მისცეს ცოდვისა მისთჳს იგი თავადი და მეხუთე მისი დასძინოს მას ზედა და მისცეს, ვის-იგი შესცოდა.

8უკუეთუ არა იყოს კაცისაჲ მის ნათესავი, რათამცა მისცა მას შეცოდებისა მისთჳს მისაცემელი იგი უფალსა, მღდლისა იყოს იგი თჳნიერ ვერძისა მის ლხინებისაჲსა, რომლითა-იგი ლხინება-ყო მისთჳს მას შინა.

9და ყოველივე პირველნაყოფი და ყოველი განწმედილი ძეთა შორის ისრაჱლისათა და რაოდენ-რაჲ მოართვან უფალსა, მღდელისა იყოს იგი.

10და კაცად-კაცადისა შეწირული მისა იყოს და კაცმან, რომელმან მისცეს მღდელსა, მისა იყოს.

11ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

12ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ [მათ]: კაცისაჲ, რომლისაჲ გარდაჴდეს ცოლი მისი და უგულებელ-ყოს ქმარი იგი თჳსი უგულებლებით

13და და-ვინმე-წვეს მის თანა საწოლითა თესლისაჲთა და დაეფაროს თუალთაგან ქმრისა თჳსისაჲთა და დაუმალოს, და იგი დედაკაცი იყოს შეგინებულ და მოწამე არა ვინ იყოს მისა და მიდგომილ არღა იყოს.

14და მოუჴდეს ქმარსა მისსა სული შურობისაჲ და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა, და იგი იყოს შეგინებულ, ანუ მოუჴდეს მას სული მოშურნეობისაჲ, და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა და იგი არა იყოს შეგინებულ.

15და მოიყვანოს კაცმან მან ცოლი თჳსი მღდელისა და შეწიროს მსხუერპლი მისთჳს მეათე წილი სათველისაჲ. ფქვილი ქრთილისაჲ და არა დაასხას მას ზედა ზეთი და არცა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ არს იგი შესაწირავი შურისსახისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელი ცოდვისაჲ.

16და მოიყვანოს მღდელმან მან და დაადგინოს დედაკაცი იგი წინაშე უფლისა.

17და მოიღოს მღდელმან მან წყალი წმიდაჲ ცხოველი ჭურჭრითა კეცისაჲთა და მიწისა მისგან ეატაკისა კარვისა საწამებელისა, და მოიღოს მღდელმან მან და შთაასხას იგი წყალსა მას.

18და დაადგინოს იგი დედაკაცი წინაშე უფლისა და აღსძარცოს თავსა დედაკაცსა მას და მისცეს ჴელთა მისთა შესაწირავი იგი მოჴსენებისაჲ, რომელ-იგი არს შურისსახისა, და ჴელსა მღდელისასა იყოს წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.

19და აფუცოს იგი მღდელმან მან და ჰრქუას დედაკაცსა მას:

20უკეთუ და-ვინმე-წოლილ არს შენ თანა? უკუეთუ გარდაჴედ შეგინებად თჳნიერ ქმრისა შენისა, უბრალო იყო შენ წყლისა ამისგან მხილებისა დაწყლეულისა, უკუეთუ გარდაჰჴედ შენ, რამეთუ ქმრისცოლი იყავ, გინათუ შეგინებულ ხარ შენ და მო-ვინმე-გცა შენ თესლი თჳსი თჳნიერ ქმრისა შენისა?

21და აფუცოს მღდელმან მან დედაკაცი იგი ფიცსა ამას წყევისასა და ჰრქუას მღდელმან მან დედაკაცსა მას: მიგეცინ შენ უფალმან წყევასა და ფიცსა ერსა შორის შენსა მოცემად შენდა უფლისა მიერ ბარკალი შენი გარდავრდომად და მუცელი შენი განსივებად.

22და შევიდეს წყალი ესე დაწყეული მუცელსა შენსა, რათა გარდაგივარდეს ბარკალი შენი და განასიოს მუცელი შენი. და თქუას დედაკაცმან მან: იყავნ, იყავნ.

23და დაწეროს მღდელმან მან წყევაჲ ესე წიგნსა და აღჴოცოს იგი წყალსა მას შიდა მხილებისა მის დაწყეულისა.

24და ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი მხილებისა მის დაწყეულისაჲ. და შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.

25და მოიღოს მდღელმან მან ჴელთაგან მის დედაკაცისათა შესაწირავი იგი შურისსახისაჲ და დადვას შესაწირავი იგი წინაშე უფლისა, დადგას იგი საკურთხეველსა თანა.

26და მოიღოს მჭელითა მღდელმან მან შესაწირავისა მისგან საჴსნებელისა მისისა და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა. და ამისა შემდგომად ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი.

27და იყოს, უკეთუ შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი, დავიწყებით დაავიწყდა ქმარსა მისსა, შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული, და განსივნეს მუცელი მისი და გარდაჰვარდეს ბარკალი მისი. და იყოს დედაკაცი იგი წყეული ერსა შორის.

28უკუეთუ არა შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი და წმიდა იყოს, უბრალო არს და თესლი გამოიღოს.

29ესე არს შჯული შურისსახისაჲ, რიმლისა გარდაუჴდეს ცოლი ქმრისცოლ-ყოფილი და შეიგინოს.

30გინათუ მამაკაცსა, რომელსა მოუჴდეს სული მოშურნეობისაჲ და ჰშუროდეს ცოლისა თჳსისაჲ და დაადგინოს ცოლი იგი თჳსი წინაშე უფლისა და უყოს მას მღდელმან მან ყოველივე შჯული ესე.

31და უბრალო იყოს კაცი იგი ცოდვისაგან და დედაკაცმან მან მოიღოს ცოდვაჲ თჳსი.


წინა თავი შემდეგი თავი