მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 10

1და დაწერა მეფემანცა ასჳრეოს დასასრული ქუეყანისა და ჭალაკთა ზღჳსათა ჴელმწიფებისაებრ მისისა.

2სიმდიდრე სუფევისა მისისა და სიმჴნე ბრძოლათა მისთა... და მარდოქეოსთჳს და ორთა მათ საჭურისთა და ამანისთჳს ძჳრისმზრახველისა ჰურიათასა და ესთერისთჳს, და ვითარ-იგი იდიდა მარდოქე. ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სპარსთა და უჟიკთასა, წიგნისსამარხავთა შინა შუშანს, ქალაქსა სამეუფოსა სპარსთა და უჟიკთასა, ასოცდაშვიდთა სოფელთა მისთასა

3ხოლო მარდოქე იპყრობდა ასჳრეოს მეფესა სპარსთა და უჟიკთასა, რომელ არს არტაქსექს. და იყო იგი წინაშე სპარსთა და უჟიკთა მეფობასა ასჳრეოსისასა და საყვარელ ყოველთა.

4და წინამძღვარ ჰურიათა და დიდებასა ყოველთა ნათესავთა მისთა მოატყუებდა.

5და თქუა მარდოქე: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რამეთუ მის მიერ არს ესე ყოველი,

6რამეთუ მომეჴსენა მე ჩვენებისა მის, რომელი ვიხილე, სიტყვათა ამათთჳს. და არა დააკლდა მათგანი სიტყვა ერთიცა,

7რამეთუ მცირე იგი წყარო, რომელი იქმნა მდინარე დიდ - ესთერ, რომელი შეირთო მეფემან. ხოლო ჴმანი იგი შფოთნი და ქუხილნი და ძრვანი და შეძრწუნებულნი ქუეყანასა ზედა წარმართთანი იგი არიან, რომელნი შეკრებილ იყვნეს ჩუენ ზედა წარწყმედად ჩუენდა. ხოლო ნათელი, რომელი გამობრწყინდა ჩუენ ზედა, და მდაბალთა შთანთქნეს დიდებულნი. სასჯელი ღმრთისაჲ არს, რომელი მიყო ჩუენ საუკუნემან, ოდეს-იგი შეკრბეს ჩუენ ზედა წარწყმედად სახელისა ჩუენისა წარმართნი. ხოლო ნათესავი ჩემი არს ისრაჱლი, რომელმან ღაღად-ყო ღმრთისა მიმართ და ცხონდა

8ხოლო ორნი იგი ურჩხულნი - დევნა - მე ვარ მარდოქე და ამან, ნათესავისა ჩუენისა მბრძოლი, ოდეს-იგი იზრახა დამოკიდება ჩემი ძელსა, ხოლო ღმერთმან მიაქცია ბოროტი მისი მისავე ვიდრე აქა დღედმდე.

9და იჴსნა ღმერთმან ერი თჳსი და განმარინა ჩუენ უფალმან ყოველთა მათგან ბოროტთა. და განამართლა ღმერთმან სამკჳდრებელი თჳსი. და განარინა უფალმან ებრაელი, ერი თჳსი, რომელი გამოიყვანა ეგჳპტით ნათესავისაგან მაჭირვებელისა. ესე სასჯელი ღმრთისაგან იყო ჩუენდა მიმართ. და ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები დიდ-დიდნი, რომელი არასადა ექმნა ნათესავთა შორის ქუეყანისათა

10და ყვნა ნაწილნი ორნი: ერთი ერსა ღმრთისასა, და ერთი ყოველთა შორის წარმართთა.

11და გამოჰჴდეს, ორნი ესე წელნი ჟამად და დღედ სასჯელისა საუკუნისა ყოველთა შორის წარმართთა.

12მოიჴსენა უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი: და ყოველმან ერმან ღაღად-ყო ღმრთისა მიმართ და თქვეს ჴელითა დიდითა და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, რომელმან მოიჴსენე აღთქუმა მამათა ჩუენთა მიმართ, ამინ.


წინა თავი შემდეგი თავი