მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 12

1და დადუმნა მარდოქე და იყო ეზოსა მეფისასა გაბათანსა და თარს თანა, ორთა მათ საჭურისთა მეფისათა, რომელნი იყვნეს მცველნი ეზოსა შინა მეფისასა.

2და ესმეს სიტყუანი მათ საჭურისთანი და ზრუნვანი მათნი მარდოქეს, და გამოიკითხა და გულისხმა-ყო, რომელ განმზადეს ჴელნი მათნი დასხმად ასვირეოსის ზედა მეფისა. და კეთილი განიზრახა და უთხრა მეფესა მათი ძჳრისზრახვა.

3და განიკითხა მეფემან ორნი იგი საჭურისნი და პოვა, ვითარმედ ჭეშმარიტ იყვნეს სიტყუანი იგი მარდოქესნი, აღიარეს და აღაბეს სიკუდიდ.

4და დაწერა მეფემან ასვირეოს სიტყუანი ესე მარდოქესი მოსაჴსენებელად და მარდოქემაცა დაწერა მოხსენებისათჳს.

5და უბრძანა მეფემან მარდოქეს, რათა მსახურებდეს ეზოსა შინა მეფისასა. და ანიჭა ნიჭი დიდი. 6. და ამან ამადოთელი ბუგანი დიდ იყო წინაშე მეფის და ენება მარდოქესი და ნათესავისა მისისა მოსრვა და უმზირდა მათ, რამეთუ უმძიმდა მოწყვედა საჭურისთა მათ.


წინა თავი შემდეგი თავი