მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 3

1და განადიდა მეფემან არტაქსეს ამან მაკიდონელი, ადამასი ბუგანი, და აღამაღლა იგი და დაუდგნა საყდარნი უფროს ყოველთა მეგობართა მისთა.

2და ყოველნი თაყუანი-სცემდეს, რამეთუ მეფესა ებრძანა, რათა მოდრკებოდიან და თაყუანის-ცემდენ, რომელნი იყვნეს ქუეშე მეფობისა მისისასა ქუეყანასა ზედა, ხოლო მარდოქე არა თაყუანი-სცემდის.

3და ეტყოდეს მარდოქეს, რასათჳს არა ისმენს მეფის ბრძანებათა და არა თაყუანი-სცემს?

4უთხრა მარდოქემ, რამეთუ ჰურია ვარ და არა ჯერ-არს თაყუანის-ცემა ჩემდა. ხოლო მათ უთხრეს ამანს ვითარმედ მარდოქე წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა.

5ოდეს გულისხმა-ყო ამან, რამეთუ მარდოქე ჰურია არს და არა თაყუანის-სცემს, განიზრახა ფარულად

6და მოინება აღჴოცა ყოველთა ჰურიათა ერთსა დღესა, რომელნი იყვნეს სამეფოსა ქუეშე. და შეაშურა რისხვით და განწითნა პირი მისი და განიმრუდა თუალნი და ჴელნი შეიტყველნა და იტყოდა: მარდოქე და ნათესავი მისი მე წარვწყმიდო.

7და ყო წელსა მეათორმეტესა მეფობასა არტაქსესისასა და წილს-აგებდა დღითი დღე და თთჳთ თთვე, რათა წარსწყმიდოს ტომი მარდოქესი და ისრაილი. და განჰჴდა წილი მეათოთხმეტესა თთვესა მის ადარისასა, რომელ არს იგრიკისა.

8და ეტყოდა ამან მეფესა არტაქსექს მარდოქესთჳს და ისრაილთათჳს და თქუა: არს ერთი ნათესავი განთესული ყოველთა შორის სამეფოთა შენთა - ერი მბრძოლი და ურჩი. ხოლო სჯულნი მათნი უცხო არიან სხვათა ნათესავთასა და სჯულსა შენსა, მეფე, არა ისმენენ და არცა ერჩიან, რაჲ-იგი იგი შენ უბრძანე მათ, შეურაცხ-ჰყოფენ სჯულსა და ბრძანებასა სპარსთა, უჟიკთასა საჴსენებელად დიდებისა შენისა, მეფე, გაუწყებთ შენ, ყოველთა შორის თესლთა არა შეჰგავს მეფესა დატევება მათი

9აწ, უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა და კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, ბრძანენ მეფემან წარწყმედა მათი და მომეც მე ნათესავი იგი წარწყმედად. და მე დავსწერო ფასისსაცავსა მეფისათჳს ჩემი ვეცხლი ბევრი ტალანტი.

10და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელთაგან თჳსთა და მისცა ამანს და ჰრქუა: მიწერდი ყოველსა სოფელსა და ქალაქებსა. და დაბეჭდევდი ბეჭდითა ჩემითა წერილთა ჰურიათათჳს, რამეთუ არავინ არს გარე-მიმაქცეველ ბეჭდისა მაგის.

11და ჰრქუა მეფემან ამანს: ვეცხლი შენი შენდა გეყავნ, ხოლო ნათესავი იგი იჴმიე, ვითარცა სათნო არს შენდა. და გამოვიდა ამან მეფისაგან და შევიდა კერპთა თჳსთა თანა, რათა უწყოდის დღე სიკუდილისა მათისა. და განაგდო წილი მეათსამეტესა თთჳსასა მოწყვედად ყოველთა ჰურიათა წულით ვიდრე ქალადმდე და მოტაცებად მწოვართა ჩჩჳლთა ყრმათა

12ამისსა შემდგომად იწოდნეს მწიგნობარნი მეფისანი თთვესა მას პირველსა, მეათსამეტესა მის თთჳსასა, და მისწერეს, ვითარ-იგი უბრძანა ამან მეფისა მიერ ერისთავთა და მთავართა ყოველსა სოფელსა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშჳდსა მას სოფელსა მათ სიტყჳსაებრ ასვირეოსის მეფის მიერ

13და წარუძღვანეს წიგნები იგი ჴელითა მალედმსრბოლთაგან არტაქსექსისა სამეფოსა განრყვნად ყოველი ნათესავი ჰურიათა მეათოთხმეტესა თთვესა ადარისასა, რომელ არს იგრიკა, და იავარის-ყოფად ნაყოფთა მათთა.

14ხოლო მიწერილი წიგნისა ესე არს: ყოველი ქალაქი და ყოველი ადგილი მზა იყვნენ დღისა მისთჳს.

15და შეშფოთნეს ყოველნი შუშანს ქალაქსა შინა, ხოლო მეფე და ამან განეწყობოდეს, და შეიძრა იგი.


წინა თავი შემდეგი თავი