მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობის წიგნი
თავი 20

1მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:

2არა ეგრეთ ვჰგონებდ წინააღდგომასა შენსა და არა გულისჴმა-გიყოფიეს უფროს თქუენ, ვითარცა-ესე მე.

3სწავლაჲ კდემულებისა ჩემისაჲ ვისმინო და სულმან გულისჴმის-ყოფისაგან მიუგოს მას.

4ნუ ესე გიცნობიესა ამიერითგან და მიმართ, ვინაჲთგან შეიქმნა კაცი ქუეყანასა ზედა?

5რამეთუ სიხარული უღმრთოთა დაცემა განსაკჳრვებელ და მხიარულებაჲ უსჯულოთაჲ წარწყმედა არს,

6დაღათუ მიიწიოს ზეცად მსხუერპლი მისი და შესაწირავი მისი ღრუბელთა მიეახლოს.

7და რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ დამტკიცებულ არს, მაშინ სრულიად წარწყმდეს, ხოლო რომელთა ცოდეს იგი, თქუან: ვითარმედ აწ სადა არს იგი?

8ვითარცა სიზმარი განფრინებული ვერ იპოვა, აღფრინდა ვითარცა საოცარი ღამისაჲ.

9თუალმან იხილა და არღარა შესძინა. არცა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.

10შვილნი მისნი მოსრნენ უდარესთა და ჴელთა მისთა ცეცხლებრ შეიკრიბონ სალმობაჲ.

11ძუალნი მისნი აღივსნენ სიჭაბუკითა მისითა და მის თანა მიწასა ზედა დაისხნენ.

12უკუეთუ დატკბნეს პირსა მისსა უკეთურებაჲ [!], დაიფაროს იგი ქუეშე ენასა მისსა,

13არა ჰრიდოს მას და არცა დაუტეოს იგი ქუეშე ენასა მისსა.

14და ვერ უძლოს შეწევნად თავისა თჳსისა, ნავღელი ასპიდისაჲ მუცელსა მისსა.

15სიმდიდრე, სიცრუვით შეკრებული, წარუთხიოს სახლისა მისისაგან; გამოიღოს იგი ანგელოზმან.

16გულისწყრომამან ვეშაპთამან გამოწოვენ; მოკალნ იგი ენამან გუელისამან.

17ნუ იხილოს წუელაჲ მძოვართაჲ, ნუცა ნაყოფი თაფლისა და ერბოჲსაჲ

18ცუდად და ამაოდ დაშურა სიმდიდრესა, რომლისაგან გემო არა იხილოს, ვითარცა ხეკერი განუცოხნელი და შთაუთქამი.

19რამეთუ მრავალთა უძლურთა სახლნი დაარღჳნა, როჭიკი მისტაცა და არა მისცა;

20არა არს განრინებაჲ მონაგებთა მისთა, გულისთქმითა თჳსითა ვერ ცხონდეს იგი.

21არცა არს ნეშტ საზრდელთა მისთა, ამისთჳს არა ყუაოდის მტილი იგი მისი.

22ოდესღა ჰგონებდეს დასრულებასა, მაშინ იჭირვოდეს და ყოველივე ურვაჲ მის ზედა მოიწიოს.

23უკუეთუ ვითარ გან-ოდენ-იძღოს მუცელი თჳსი, მოივლინენ მის ზედა გულისწყრომაჲ რისხვისაჲ, სწჳმდინ მას ზედა სალმობაჲ.

24და ვერ განერეს ჴელსა მახჳლისასა, წყლულნი იგი მშჳლდისა რვალისანი.

25განვედინ გულსა მისსა ისარი; ვარსკულავნი საყოფელთა მისთა იქცეოდედ; მოვიდენ მის ზედა შიში.

26და ყოველი ბნელი მის ზედა იყავნ; შეჭამენ იგი ცეცხლმან უშრეტმან; ბოროტი უყავნ მწირმან სახლსა მისსა.

27გამოაცხადენ ცამან უსჯულოებაჲ მისი, ქუეყანაჲ აღიძარნ მის ზედა.

28მიიზიდენ წარსაწყმედელმან სახლი მისი სრულიად; დღე რისხვის, მოვედინ მის ზედა.

29ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ და მონაგები ნაყოფთა მისთაჲ ყოველთა მხედველისაგან.


წინა თავი შემდეგი თავი