მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობის წიგნი
თავი 5

1ხადოდეღა შენ, უკუეთუ ვინმე გერჩდეს, გინათუ ანგელოზთაგანი, წმიდათა იხილო.

2და რამეთუ უგნური იგი რისხვამან მოკლის, ხოლო შეცთომილი იგი მოაკუდინის შურმან.

3მე ვიხილენ უგნურნი, რომელთა ძირნი დაებნეს, არამედ მეყსეულადვე შეიჭამა როჭიკი მათი.

4განეშორნეს ძირნი მათნი ცხორებისაგან და იქენჯნებოდენ იგინი კართა ზედა უნაკლულევანესთანა და არავინ იყოს განმრინებელ მათდა.

5რამეთუ, რაჲ-იგი მათ შეიკრიბეს, მართალთა შეჭამონ და იგინი ბოროტისაგან ვერ განერნეს. გამოიწოვენ ძალი მათი,

6რამეთუ არა გამოჴდის ქუეყანით ბნელი, არცა მთათაგან აღმოსცენდის სალმობაჲ.

7არამედ კაცი იშვების სალმობად, მართუენი ყანჩისანი მაღალსა ფრინვენ.

8არა ეგრე, არამედ მე უფალსა ვევედრებოდე და უფალსა ღმერთსა, ყოვლისა მპყრობელსა ვხადოდე,

9რომელმან ქმნნა დიდ-დიდნი და გამოუკლეველნი დიდებულნი და საკჳრველნი, რომელთა არა არს რიცხჳ, რომელმან მოსცის წჳმაჲ ქუეყანასა და მოავლინის წყალი ცასა ქუეშე.

10

11რომელმან ქმნნის მდაბალნი მაღალ და წარწყმედულნი აღმართნის,

12და აგნის ზრახვანი წარმართთანი და არა ქმნის ჴელთა მათთა ჭეშმარიტებაჲ.

13რამეთუ წარეწიის ბრძენთა გონიერებითა და ზრახვა იგი მრავალმთხზველთა განაქარვა.

14დღისი შეემთხჳოს მათ ბნელი და შუვასამხრის ეჩქუეფებოდიან, ვითარცა ღამე. წარწყმდედ იგინი ბრძოლასა შინა.

15უძლური იგი განერის ჴელისაგან ძლიერისა.

16იყავნ უძლურისა მის სასოებაჲ და ცრუისა მის პირი დაიყავნ.

17ხოლო ნეტარ არს კაცი, რომელსა ამხილა უფალმან. სწავლასა ყოვლისა მპყრობელისასა ნუ განიშორებ,

18რამეთუ მან ალმის და მერმე კუალად მოაგის, დასცა და ჴელთა მისთა განკურნეს.

19ექუსგზის ბოროტისაგან გიჴსნეს შენ და მეშჳდესა მას არა შეგეხოს შენ ბოროტი.

20სიყმილსა გიჴსნეს შენ სიკუდილისაგან, ბრძოლასა შინა ჴელისაგან მახჳლისა განგარინოს შენ.

21გუემისაგან ენისა დაგიფაროს შენ და არა გეშინოდის შენ ბოროტისაგან მომავალისა.

22ცრუთა და უსჯულოთა ეკიცხევდე და მჴეცთაგან ველურთა არა გეშინოდის.

23რამეთუ მჴეცნი ველისანი დაგიმშჳდნენ შენ.

24მაშინ სცნა, რამეთუ მშჳდობა არს სახლსა შენსა და წესმან საყოფლისა შენისამან არა ცოდოს.

25მაშინ სცნა, რამეთუ მრავალ არს ნათესავი შენი და შვილნი შენი, ვითარცა ყოველი მწუანვილი ველისაჲ.

26და მოხჳდე საფლავად, ვითარცა იფქლი ჟამისაჲ ჟამსა თჳსსა მომკილი, ანუ ვითარცა ზჳნი კალოსაჲ ჟამად-ჟამად შეკრებილი.

27აჰა, ესე ესრეთ გამოვიკულიეთ და ესე არს, რომელი გუასმიეს, ხოლო შენ ცან თავისაჲ, რაჲ-იგი შენ გიქმნიეს.


წინა თავი შემდეგი თავი