მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობის წიგნი
თავი 23

1მიუგო იობ და ჰრქუა:

2და აწ, ესერა, მე თჳთ უწყი, რამეთუ ჴელთა ჩემთაგან არს მხილებაჲ ჩემი და ჴელი მისი მძიმე იქმნა ჩემ ზედა სულთქმითა.

3ვინმე უკუე ცნას, ვითარმედ ვპოვო იგი და მოვიდეს სრულიად?

4და მითხრას თავისა ჩემისა სასჯელი და პირი ჩემი აღავსოს მხილებითა.

5და ვცნა მხილებაჲ იგი, რომელი მრქუა მე და ვაბრძნე, რაჲ-იგი მითხრას მე.

6და მრავლითა ძალითა ზედამომიჴდეს მე და მერმე თუ თქმითა არა მიჴმიოს მე,

7რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მხილებაჲ მის მიერ არს და გამოიღოს სრულიად სასჯელი ჩემი.

8და მძღურად წარვიდე და არღარა ვარ, ხოლო უკუანასკნელი მისი ვინმე იცის?

9მარცხენე მისი მოყო და ვერ დავემტკიცე. შემახოს მარჯუენე და ვერ ვიხილო,

10რამეთუ იცნის მან გზანი ჩემნი და გამომიძინა მე, ვითარცა ოქროჲ

11და გამოვიდე მე მცნებითა მისითა, რამეთუ გზანი მისნი დავიმარხენ და არა გარდავაქციო,

12რამეთუ მცნებათა მისთა არა გარდავჴდე, რამეთუ წიაღთა ჩემთა დავიფარენ სიტყუანი მისნი.

13უკუეთუ მან თავადმან ესრეთ საჯა, ვინ არს სიტყჳსმგებელ მისა? და რაჲცა-იგი მას უნდა და ქმნა.

14ამისთჳს მისა მიმართ ვისწრაფე და სწავლასა შინა მისსა ვიზრუნე

15მისთჳს ამას ზედა. პირისა მისისაგან ვიწყო, განვიცადო და შეგზრუნდე მისგან.

16უფალმან მოაჩჩო გული ჩემი და ყოვლისა მპყრობელმან მოსწრაფებაჲ მცა მე.

17არა ვჰგონებდ, ვითარმედ მომიჴდეს მე ბნელი და წინაშე პირსა ჩემსა დაფარა წყუდიადმან.


წინა თავი შემდეგი თავი