მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იოველ წინასწარმეტყველი
თავი 2

1დაჰბერეთ ნესტუსა სიონს შინაქადაგეთ მთასა შორის წმიდასა ჩემსა და შეიძინედ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანასა, რამეთუ წარმოდგა დღე უფლისა,

2რამეთუ ახლოს არს დღე ბნელისა და ალმურისადღე ღრუბლისა და ნისლისაჲ, ვითარცა ცისკარი, მოეფინოს მთათა ზედა, ერი მრავალი და ძლიერი, მსგავსი მისი არა იქმნა საუკუნითგან და შემდგომად მისსა, არა შეიძინოს ვიდრე წელიწადთამდე ნათესავთა მიმართ ნათესავთასა,

3წინაშეთა მისთა ცეცხლი განმლეველი და უკანათა მისთა აღმაგზებელი ალი, ვითარცა სამოთხე საშვებელისა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა და უკანანი მისნი ველი უჩინოქმნისაჲ, და განრომილი არა იყოს მისსა,

4ვითარცა ხილვაჲ ცხენთაჲ, ხილვაჲ მათიდა ვითარცა მჴედარნი, ეგრეთ სდევდენ,

5ვითარცა ჴმა ეტლებისა, თხემებსა ზედა მთათასა ვლდებოდიან და ვითარცა ჴმა ალისა ცეცხლისაჲ, რომელი შესჭამნ ლერწამსადა ვითარცა ერი მრავალი, ძლიერნი განწყობილნი მბრძოლობად.

6პირისაგან მისისა შეიმუსრნენ ერნი ყოველნი; პირი, ვითარცა უჭოჲ ქოთნისაჲ,

7ვითარ მბრძოლნი, ჰრბოდიან და ვითარცა მამაკაცნი მებრძოლნი, აღდგენ ზღუდეთა ზედა, და თითოეული გზასა თჳსსა ვიდოდენ და არა მისდრკენ ალაგთაგან მათთა.

8და თითოეული მოყუსისაგან თჳსისა არ განეყენოსდამძიმებულნი საჭურველთა მიერ მათთა ვიდოდიან, და ისართა მიერ მათთა დაეცნენ და არა მოესრულნენ.

9ქალაქი გამოიღონ და ზღუდეთა ზედა რბიოდიანსახლებსა ზედა აღვიდენ და სარკუმელთა მიერ შევიდენ, ვითარცა მპარავნი.

10პირისაგან მათისა შეირყიოს ქუეყანაჲ და შეირყიოს ცაჲ: მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა არა მოსცენ ნათელი მათი.

11და უფალმან მოსცეს ჴმაჲ თჳსი წინაშე პირსა მისსა, რამეთუ მრავალ არს ფრიად ბანაკი მისი, რამეთუ ძლიერ საქმენი სიტყუათა მისთანი მით, რამეთუ დიდ არს დღე უფლისაჲ, დიდ არს და მჩენ ფრიად და ვინ იყოს კმაჲ მისსა?

12და აწ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: მოიქეცით ჩემდა ყოვლითა გულითა თქუენითა მარხვისა მიერ, ტირილისა და ტყებისა.

13და დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი და მოიქეცით უფლისა მომართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოწყალე და მწყალობელ არს, სულგრძელ და მრავალწყალობა, და შემნანებელ ბოროტებათა ზედა.

14ვინ უწყის, მო-თუ-იქცეს და შეინანოს და მოიღოს შემდგომად მისსა კურთხევაჲ, მსხუერპლი და შესაწირავი უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

15და ჰნესტუეთ ნესტუსა სიონს შინა, წმიდა-ყავთ მარხვაჲ, ქადაგეთ მსახურება,

16შეკრიბეთ ერი, წმიდა-ყავთ ეკლესიაჲ, გამოირჩიენით მოხუცებულნი, შეკრიბენით ჩჩჳლნი, მწოარნი ძუძუთანიგამოვედინ სიძე სასუენებელისაგან მისისა და სძალი სასძლოსაგან თჳსისა.

17საშუალ ხარისხსა მსხუერპლისსაცავისასა ტიროდენ მღდელნი და რომელნი ჰმსახურებენ უფალსა, და იტყოდედ: ულხინე, უფალო, ერსა შენსა და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა შენსა საყუედრელად მათ წარმართთა, რაჲთა არა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი?

18და შეიშურვა უფალმან ქუეყანა ერისა თჳსისა და ჰრიდა მას.

19და მიუგო უფალმან და ჰრქუა ერსა თჳსსა: აჰა, მე გამოვავლენ თქუენდა იფქლსა, და ღვინოსა, და ზეთსა და განსძღეთ მათგან და არა მიგცნე თქუენ არღარა მერმე საყუედრელად წარმართთა შორის.

20და ჩრდილოთ გამო წარვდევნო თქუენგან, და განვჰჴადო იგი ქუეყანად ურწყულად, და უჩინო-ვყო პირი მისი ზღუად მიმართ პირველად და უკანანი მისნი ზღუად მიმართ უკანასკნელად და აღვიდეს სიხენეშე მისი და აღვიდეს მყრალობა მისი, რამეთუ განდიდნეს საქმენი მისნი.

21მინდობილ-იყავ, ქუეყანაო, იხარებდ და იშუებდ, რამეთუ განგადიდა უფალმან ყოფად.

22მინდობილ-იყვენით საცხოვარნი ველისანი, რამეთუ იმორჩეს ველთა უდაბნოსათა, რამეთუ ხემან გამოიღო ნაყოფი თჳსივენაჴმან და ლეღუმან მოსცეს ძალი მისი.

23და შვილნო სიონისანო, იხარებდით და იშუებდით უფლისა მიმართ ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მოგცნა თქუენ ჭამადნი სიმართლედ და გიწჳმოს თქუენ წჳმაჲ, მსთუაჲ და მცხუედი, ვითარცა წინასწარ.

24და აღივსნენ კალონი იფქლითა და ზეშთა გარდაეცნენ საწნეხელნი ღჳნითა და ზეთითა,

25და ნაცვლად მოგაგო თქუენ წელიწადთა წილ, რომელნი შესჭამნა მკალმან, და ბუზმან, და ერვისივმან, და მგრაგნელმან, ძალმან ჩემმან დიდმან, რომელი გამოვავლინე თქუენდამი.

26და სჭამოთ მჭამელთა და განსძღეთ და აქოთ სახელი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელნი ქმნნა თქუენ თანა საკჳრველებანი და არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნომდე.

27და სცნათ, ვითარმედ საშუალ ისრაჱლისა ვარდა მე ვარ უფალი ღმერთი თქუენიდა არა არს ღმერთი თჳნიერ ჩემსადა არა ჰრცხუენეს ერსა ჩემსა საუკუნოდმდე.

28და იყოს, ამათსა შემდგომად მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორცსა და წინაწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, და მოხუცებულნი თქუენნი ძილისშორისსა იძილისშორისებდენ, და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ.

29და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაწარმეტყუელებდენ,

30და ვსცე ნიშები ცასა შინა ზე და სასწაულებ ქუეყანასა ზედა ქუე, სისხლი და ცეცხლი და ალმური კუამლისა.

31მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ მოსლვადმდე დღე უფლისაჲ დიდისა და მჩენი.

32და იყოს, ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, რამეთუ შორის მთასა სიონსა და იერუსალჱმსა შინა იყოს ცხოვნებული, ვითარცა თქუა უფალმან, და მახარებელნი, რომელთა უფალმან უწოდოს.


წინა თავი შემდეგი თავი