მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იოველ წინასწარმეტყველი
თავი 3

1რამეთუ აჰა, მე მათ დღეთა შინა, და მას ჟამსა შინა, ოდეს მოვაქციო ტყუეობა იუდაჲსი და იერუსალჱმისა.

2და შევკრიბნე ყოველნი, ნათესავნი, და შთავიყუანნე იგინი, ღელესა იოსაფატისსა და ვესაჯოდე მათდა მიმართ მუნ ერისათჳს ჩემისა და სამკჳდრებელისა ჩემისა ისრაჱლისა, რომელნი განითესნეს წარმართთა შორის და ქუეყანა ჩემი განიყუეს.

3და ერსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი და მისცნეს ყრმანი მეძავთა, და ქალებსა განყიდდეს ღჳნსა წილ და სუმიდეს.

4და რად თქუენცა ჩემდა ტჳროს და სიდონ და ყოველი გალილეაჲ უცხოტომთა ნუ მოსაგებელსა მომაგებთ მე თქუენ, ანუ ძჳრის-ჰმოჴსენეობთ თქვენ ჩემდა, მახჳლად და მსწრაფლ მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა

5მის წილ, რომელ ვეცხლი ჩემი და ოქროჲ ჩემი მიიღეთ და გამორჩეულებანი ჩემნი და კარნი შეიხუენით სახლთა მათ თქუენთა.

6და ძენი იუდაჲსნი და ძენი იერუსალჱმისანი განსცენით ძეთა ელლინთასა, რათა განაგარევნეთ იგინი საზღუართაგან მათთა,

7რამეთუ, აჰა, მე აღვადგინნე იგინი ადგილისაგან, სადა განსცენით იგინი მუნდა მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა.

8და უკუნვსცნე ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი ჴელებსა ძეთა იუდასთასა და განსცემდენ მათ ტყუეობად ნათესავისა მიმართ შორს მყოფისა, რამეთუ უფალი იტყოდა:

9ქადაგენით ესენი წარმართთა შორის, წმიდა-ყავთ ბრძოლაჲ, აღადგინენით მბრძოლნი, მოიყვანენით და აღვედით ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი.

10დაჭრენით საჴნისნი თქუენნი ჴრმლებად, და მანგალნი თქუენნი მაზრაკებადუძალო იტყოდედ, ვითარმედ: ძალ-მიც მე.

11შეკერბით და შევედით ყოველნი ნათესავნი გარემოჲთ და კრება-ყავთ მუნ, მშჳდი იყავნ მებრძოლი.

12აღდგედ და აღვიდოდედ ყოველნი ნათესავნი ღელედ მიმართ იოსაფატისსა, რამეთუ მუნ დავსჯდე განსჯად ყოველთა ნათესავთა გარემოთა.

13განავლინენით მანგალნი, რამეთუ წარმოდგა მსთულებელიშევედით, დასწნიხეთ, რამეთუ სავსე არს საწნახელიგარდაეცემიან ტაგარნი, რამეთუ განმრავლდეს ძჳრნი მათნი.

14ოხრანი იოხრნეს ღელესა შინა სასჯელისასა, რამეთუ მახლობელ არს დღე უფლისაჲ ღელესა შინა სასჯელისასა.

15მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა ავლინონ ნათელი მათი.

16ხოლო უფალმან სიონით ღაღად-ყოს და იერუსალჱმით მოსცეს ჴმაჲ თჳსი, და შეიძრას ცაჲ და ქუეყანაჲ, ხოლო უფალმან ჰრიდოს ერსა თჳსსა და განაძლიერნეს ძენი ისრაჱლისანი.

17და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, დაკარვებული მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სიონს შინადა იყოს იერუსალჱმი წმიდაჲ და სხუაჲ ნათესავნი არღა შევიდენ მას შინა არა მერმე.

18და იყოს მას დღესა შინა და მოაწთონ მთათა სიტკბოება და ბორცუნი ადენდენ სძესადა ყოველნი გამოსატევებელნი იუდაჲსნი ადინებდენ წყალთადა წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს და მოჰრწყვიდეს ნაღუარევსა ეკალთასა.

19ეგჳპტე განსარყუნელად იყოს და იდუმიაჲ ველად განრყუნილებისად იყოს მძლავრებათათჳს ძეთა იუდაჲსთასა მის წილ, რომელ დასთხიეს სისხლი მართალი ქუეყანასა შინა მათსა.

20ხოლო ჰურიასტანი საუკუნოდ დამკჳდრებულ იქმნეს და იერუსალჱმი ნათესავთამდე ნათესავთასა.

21და გამოვიძიო სისხლი მათი და არ ვაუბრალოო, და უფალმან დაიმკჳდროს სიონს შინა.


წინა თავი