მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მესამე მეფეთა წიგნი
თავი 5

1და მოუვლინა ქირიმ, მეფემან ტჳროსისამან, მონანი თჳსნი სოლომონს, რამეთუ ესმა, ვითარმედ სცხეს სოლომონს მეფედ დავითის წილ, მამისა თჳსისა, რამეთუ ჰყვარობდა ქირამ დავითს ყოველთა დღეთა.

2და მოუვლინა სოლომონ ქირამისა და ჰრქუა:

3შენ თჳთ უწყოდე დავითის, მამისა ჩემისა, რამეთუ ვერ აშენა ტაძარი სახელად უფლისა ღმრთისა თჳსისა პირისაგან მებრძოლთასა, რომელ იყუნენ გარემოს მისა, ვიდრემდე მისცნა იგინი უფალმან ქუეშე ფერჴთა მისთა.

4და აწ დაამშჳდა უფალმან ღმერთმან ჩემმან გარემო ჩემსა და არავინ არს მავნებელ და არცა შემთხუევა ბოროტისა.

5და, აჰა, მე ვიტყჳ შენებად ტაძრისა სახელად უფლისა ღმრთისა ჩემისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ღმერთი დავითს, მამასა ჩემსა, და ჰრქუა: ნიშები შენი, რომელ მისცე შენ წილ საყდარსა შენსა, მან აღაშენოს ტაძარი სახელისა ჩემისა.

6და აწ ბრძანე, და, კაფონ ძელი მონათა შენთა ლიბანეს და, აჰა, მონანიცა ჩემნი მოვიდენ მონათა შენთა თანა და ნაშრომი მონათა შენთა მიგცე შენ ყოველივე, რაცა სთქვა შენ. თჳთ უწყი, რამეთუ არა არს აქა კაცი, რომელმანცა იცოდა კაფა ძელისა, ვითარ-ეგე სიდონელთა.

7და იყო, ვითარცა ესმა სიტყვა ესე სოლომონისი ქირამს, განიხარა ფრიად და თქვა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან მოსცა დავითს შვილი ბრძენი ერსა ამას ზედა დიდსა.

8და მიავლინა ქირამ სოლომონისა და ჰრქუა: მესმა ყოველივე, რა გებრძანა ჩემდა; მე ვყო ნება შენი. ფიჭვი და ნაძვი

9მონათა ჩემთა მოიღონ ლიბანით ზღჳსკიდედ, და შევდგა ხვეულად და მოვიღო ზღჳთ და მოვაწიო ადგილად, სადაცა ბრძანო შენ და შენ მიიღო და ჰყო ნიში ჩემი და სცე პური სახლსა ჩემსა.

10და უძღუანებდა ქირამ სოლომონს ფიჭუსა და ნაძუსა და ყოველსა ნებასა მისსა.

11და სოლომონ სცის ქირამს ოც ათას სათუელი იფქლი და ოცათი საწყაული ზეთი. ამას მისცემდა სოლომონ ქირამს წლითი წლად.

12და უფალმან მისცა სიბრძნე სოლომონს, ვითარცა აღუთქვა მას და იყო მშჳდობა შორის ქირამისა და სოლომონისა და აღთქმა-ყვეს ურთიერთას.

13და გამოიყვანა მეფემან სოლომონ მოქმედი ყოვლისაგან ისრაჱლისა. და იყო მოქმედი იგი ოცდაათი ათას მამაკაც.

14და განაწესა მიმავალი ლიბანედ, ათი ათასმან თთუე ერთი დაყვეს ლიბანეს, ორი თთუე სახლსა თჳსსა. და ადონირამ იყო მოქმედსა მას ზედა.

15და იყო სოლომონისი მოტჳრთე სამეოცდაათ ათას და ოთხმეოც ათას ქვისმჴდელნი მთასა შინა.

16და უხუცესნი მბრძანებელნი, რომელ დაედგინნეს სოლომონს, ზედა საქმესა მას მოძღურად სამ ათას და ხუთას ზედა ერსა მას მოქმედსა.

17და უბრძანა მეფემან და მოიხუნეს ლოდნი დიდნი ქვათა მათგან პატიოსანთა საძირკველად ტაძრისა მის ქვანი გამოკვერვილნი.

18და გამოკვერნეს ძეთა მათ სოლომონისათა და ძეთა მათ ქირამისათა და ბიბლელთა და დაამზადეს ძელი და ქვა საშენებელად ტაძრისა მის სამ წელ.


წინა თავი შემდეგი თავი