მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მსაჯულნი
თავი 4

1და შესძინეს ძეთა ისრაჱლისათა ყოფად ბოროტისა წინაშე უფლისა.

2და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა იაბისსა, მეფისა ქანანელთასა, რომელი მეფობდა ასურს შინა, და მთავარ ერისა მისისა იყო სისარაჲ. და დამკჳდრებულ იყო არისოთს წარმართთასა.

3და ღაღად-ყვეს ძეთა ისრაჱლისათა უფლისა მიმართ, რამეთუ ცხრაასი ეტლი რკინისა იყო მისი, და იგი აჭირვებდა ისრაჱლსა ფრიად ოც წელ.

4და დებორა იყო დედაკაცი წინასწარმეტყუელა, ცოლი ლაფიჭუდისი და იგი შჯიდა ისრაჱლსა მას ჟამსა შინა.

5და დამკჳდრებულ იყო იგი დანაკისკუდსა მას ქუეშე დებორასა შორის რამასა და შორის ბეთელსა, მთასა ეფრემისსა. მოვიდიან მისა ძენი ისრაჱლისანი საშჯელად.

6და წარავლინა დებორა და მოუწოდა ბარაკს, ძესა აბინოემისსა, კედენეთ, რომელ არს ლეფთალიმისი, და ჰრქუა მას: ანუ არა, აჰა ეგერა, გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და წარხვიდე შენ მთასა მას თაბორსა და მიიყვანო შენ თანა ათ ათასი კაცი ძეთაგანი ლეფთალემისთაჲ და ძეთაგანი ზაბულონისაჲ.

7და მიიყვანო შენ ჴევსა მას კიშოვნისასა სისარაჲს ზედა, ერისთავისა მის იაბინისა, და ეტლებსა მისსა და სიმრავლესა მისსა ზედა. და მოგცე იგი ჴელსა შენსა.

8და ჰრქუა მას ბარაკ: უკუეთუ მოხჳდე შენ, მოვიდე მეცა და უკუეთუ არა მოხჳდე ჩემ თანა, მე არა წარვიდე; რამეთუ არა ვიცი დღე იგი, რომელსა წარმოუმართოს ანგელოზსა მას უფალმან ჩემ თანა.

9და ჰრქუა მას დებორა: მოსლვით მოვიდე შენ თანა, ხოლო უწყოდე, რამეთუ არა იყოს პირველი ჴელის-ყოფაჲ შენი გზასა მაგას, რომელსა შენ წარხუალ, და ჴელსა დედაკაცისასა მოსცეს უფალმან სისარა. და აღდგა დებორა და წარვიდა ბარაკის თანა კედემით.

10და უბრძანა ბარაკ ზაბულონსა და ნეფთალიმსა კედეს შინა. და მივიდეს მის თანა ათ ათასოდენ კაც, და მივიდა დებორაცა მის თანა.

11და მახლობელნი იგი კენეველთანი გამოეშორნეს კინევეთ ძეთაგან იობაბესთა, სიმამრისა მოსესისა, და აღმართა კარავი თჳსი მუხასა მას თანა განსასუენებელთასა, რომელ არს მახლობელად კადესა.

12და უთხრეს სისარას, ვითარმედ: აღმოვიდა ბარაკ, ძე აბინუმისი, მთასა მას თაბორსა.

13და მოუწოდა სისარა ყოველსა ეტლებსა მისსა, ცხრაასსა ეტლსა რკინისასა, და ყოველსა ერსა მისსა თანა არისოთით რომელ არს წარმართთა, ჴევად კიშოვნისა.

14და ჰრქუა დებორა ბარაკს: აღდეგ აწ, რამეთუ ესე არს დღე, რომელსა მოგცეს უფალმან სისარა ჴელთა შენთა, რამეთუ უფალი არს წინამძღუარად შენდა და შთავიდა ბარაკ მთისაგან თაბორისა და ათი ათასი კაცი მის თანა.

15და განაკრთო უფალმან სისარა წინაშე ბარაკისა და ყოველი ეტლები მისი და ყოველივე ბანაკი მისი. და დაეცნეს იგინი პირითა მახჳლისათა წინაშე ბარაკისა, და გარდამოჴდა სისარა ეტლისაგან თჳსისა და ევლტოდა იგი ფერჴითა თჳსითა.

16და ბარაკ დევნა შემდგომად ეტლთა მათ მისთა და შემგომად ბანაკისა მის ვიდრე მაღნარადმდე წარმართთასა; და დაეცა ყოველივე იგი ბანაკი სისარასი პირითა მახჳლისათა და არა დაშთა ერთიცა.

17და სისარა ივლტოდა ფერჴითა თჳსითა კარვად იაელისაჲ, ცოლისა ქაბერისა კინეველისა, რამეთუ მშჳდობაჲ იყოს შორის იაბენისა, მეფისა ასურისა, და შორის სახლისა ქაბერისა კინეველისა.

18და გამოვიდა იაჱლ შემთხუევად სისარასა და ჰრქუა მას: მოაქციე ჩემდა, და ნუ გეშინინ! და მიაქცია კარვად მისა და დამალა იგი მაშკსა ქუეშე მისსა.

19და ჰრქუა მას სისარა: მასუ მე წყალი მცირედ, რამეთუ მწყურის. და განჰჴსნა თხიერსა სასძეურსა და ასუა მას. და დაჰბურა სამუმლელი პირსა მისსა.

20და ჰრქუა მას სისარა: დეგ შენ კართა ზედა კარვისათა. და იყოს, უკუეთუ ვინმე მოვიდეს შენდა და გრქუას შენ: არს ვინა კაცი აქა? შენ არქუ: ვითარმედ არავინ არს.

21და მოიღო იაელ მანაჲ კარვისაჲ და ჴუედა ჴელითა მისითა და შევიდა მისა მდუმრიად. და დაასვა მანაჲ იგი ყურიმალსაჲ მისსა, და დაჰმჭუალა ქუეყანასა; და იგი მიმოგორვიდა და მოკუდა.

22და აჰა ესერა, ბარაკ სდევდა სისარას; და მოიწია მუნ, და იაელ განვიდა გარე, და მიეგებვოდა მას და ჰრქუა: ბარაკ, მოვედ და გიჩუენო შენ კაცი, რომელსა შენ ეძიებ! და შევიდა იგი მისსა და იხილა, და სისარა იდვა მკუდარი, და მანაჲ იგი განწონილი ყურიმალსა მისსა.

23და დაამდაბლა უფალმან იაბინი, მეფე ქანაანისაჲ, მას დღესა შინა წინაშე ძეთა ისრაჱლისათა.

24და ვიდოდა ჴელი ძეთა ისრაჱლისათა სლვით და აღმაღლდებოდა იაბინის, ზედა, მეფისა ქანანელთასა, ვიდრემდე. მოსრნეს იგინი სრულიად.


წინა თავი შემდეგი თავი