მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
რუთი
თავი 2

1და ნოომინის ქმრისაჲ იყო კაცი მეცნიერი, და კაცი ესე იყო ძლიერ ძალითა ნათესავისაგან ელიმელექისა და სახელი მისი ბოოზ. და მისცა ნოომინს სახელი ქვრიობისა საყოფელად მისსა.

2და ჰრქუა რუთ მოაბელმან ნოომინს: განვიდე ველად, დავკრიბო თავი ჴუვილისაჲ შემდგომად, სადაცა ვპოო მადლი წინაშე თუალთა მისთა. და ჰრქუა მას ნოომინ: განვედ, ასულო.

3და განვიდა და მივიდა და შეკრიბა თავი ჴუვილისაჲ ყანასა შიდა შემდგომად მომკალთასა. და მიემთხჳა იგი მიმთხუევით ნაწილსა მას ყანასა ბოოზისსა, რომელი-იგი იყო ნათესავისაგან ელიმელექისი.

4და, აჰა ესერა, ბოოზ მოვიდა ბეთლემით და ჰრქუა მომკალთა მათ: უფალი თქუენ თანა! და მათ ჰრქუეს მას: გაკურთხენინ შენ უფალმან!

5და ჰრქუა ბოოზ მონათა მას მისსა, ზედა-მდგომელსა მას მომკალთასა: ვინ არს ჭაბუკა ესე?

6მიუგო მონამან მან, რომელი-იგი ზედაადგა მომკალთა მათ და ჰრქუა ბოოზს: დედაკაცი ეგე არს მოაბელი, რომელი მოვიდა ნოომისის თანა ქუეყანით მოაბისაჲთ.

7და თქუა: ვიკრიბო თავი და შევიკრიბო შორის მჭელეულსა შემდგომად მომკალთა. და მოვიდა და დაადგრა განთიადითგან ვიდრე აქამომდე, და არა განისუენა მცირედცა ყანასა ამას შიდა.

8და ჰრქუა ბოოზ რუთს: შენ გეტყჳ, ასულო: ნუ წარხუალ კრებად სხჳსა ყანასა და ნუცა განეშორები, არამედ აქა შეეყავ მჴევალთა ჩემთა თანა.

9და თუალნი შენნი იგენ ყანასა მას, სადაცა მკიდენ, შეუდეგ მათ. აჰა ესერა, მიბრძანებიეს მონათა ჩემთა, რათა არა გეტყოდიან შენ. და ოდეს გწყუროდის, მიხჳდე ჭურჭლად და ჰსუა, ვინაჲცა სუან მონათა ჩემთა.

10და დავარდა რუთ პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა. და ჰრქუა მან ბოოზს: რაჲ არს, რამეთუ ვპოე მადლი წინაშე თუალთა შენთა და მიცან მე, და მე ვარ უცხოჲ?

11მიუგო მას ბოოზ და ჰრქუა: თხრობით მითხრეს მე, რავდენი უყავ დედამთილსა მას შენსა შემდგომად სიკუდილისა ქმრისა შენისა და დაუტევე მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ქუეყანაჲ შობისა შენისა და მოხუედ ერისა, რომელი არა იცოდე გუშინ და ძუღუნ?

12მოგაგენ შენ უფალმან საქმისა წილ შენისა და იყავნ სასყიდელი შენი სავსებით უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისა, რომლისა მოხუედ სასოებად ქუეშე ფრთეთა მისთა.

13ხოლო მან თქუა: მიპოვნიესმცა მადლი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, რამეთუ ნუგეშინის-მეც მე და ეტყოდე გულსა მჴევლისა შენისსა, და მე ვიყო ამიერითგან, ვითარცა ერთი მჴევალთა შენთაგანი.

14და ჰრქუა მას ბოოზ: ჟამთა პურის ჭამისასა მოვედ აქა და ჭამე პური, და დააწე პური შენი ძმარსა. და დაჯდა რუთ ერთ კერძო მომკალთა მათ და შეუსუარა მას ბოოზ ჴალი და ჭამა და განძღა და დაუშთა.

15და აღდგა კრებად თავისა და ამცნო ბოოზ მონათა თჳსთა და ჰრქუა, რათა მჭელეულსაცა შორის იკრიბოს თავი, და ნუ ჰკდემთ მას.

16და თავს-დებით თავს-იდევით ეგე! და მისცით მაგას საჭმლისაგან თქუენისა და უტევეთ იგი, და ჭამდეს და კრებდეს თავსა და ნუ რისხავთ მაგას.

17და კრიბა ყანასა მას შიდა ვიდრე მწუხრადმდე და გამოწმიდა, რომელი-იგი შეეკრიბა და იყო სათხოელ ერთ ქრთილი იგი.

18და აღიღო და შევიდა ქალაქად. და იხილა დედამთილმან მან მისმან, რომელი-იგი შეეკრიბა. და გამოიღო რუთ და მისცა მას, რომელი-იგი დაუშთა ნეშტი, რომლისაგან განძღა.

19და ჰრქუა დედამთილმან მან მისმან: სადა ჰკრიბე დღეს, ასულო? და სადა დაჰყავ ესოდენი ესე? კურთხეულმცა არს, რომელმან-იგი გიცნა შენ! და უთხრა რუთ დედამთილსა თჳსსა, სადა-იგი კრიბა, და უთხრა სახელი კაცისა მის, რომლისა თანა ვკრიბე დღეს, ჰრქჳან ბოოზ.

20ჰრქუა ნოომინ ძის ცოლსა თჳსსა: კურთხეულ იყავნ კაცი იგი უფლისა მიერ, რამეთუ არა დაუტევა წყალობაჲ მისი ცოცხალთა თანა და მკუდართა თანა. და ჰრქუა ნოომინ: მახლობელ არს კაცი იგი ჩუენდა და ნათესავცა ჩუენდა არს.

21ჰრქუა რუთ დედამთილსა თჳსსა: და მრქუაცა მე, ვითარმედ: შეეყავ მჴევალთა ჩემთა, ვიდრემდე აღასრულონ ყოველი სამკალი, რავდენიცა არს ჩემი.

22და ჰრქუა ნოომინ რუთს, ძის ცოლსა თჳსსა: კეთილ, ასულო, რამეთუ განხუედ მჴევალთა მისთა თანა და არა მიხუედ შენ სხჳსა ყანასა.

23და შეეყო რუთ მჴევალთა მათ ბოოზისთა კრებად თავისა, ვიდრემდე დაასრულეს მკაჲ ქრთილისაჲ, და შევიდა რუთ და იყოფოდა დედამთილისა თჳსისა თანა.


წინა თავი შემდეგი თავი