მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
რუთი
თავი 4

1აღვიდა ბოოზ ბჭეთა ზედა და დაჯდა მუნ. და, აჰა ესერა, ნათესავი იგი წარმოვიდოდა, რომლისათჳს თქუა ბოოზ. და ჰრქუა ბოოზ: მოაქციე და დაჯედ აქა საჲდუმლოო! და მოაქცია და დაჯდა მუნ.

2და მოიყვანა ბოოზ ათი კაცი მოხუცებულთაგან ქალაქისათა და ჰრქუა მათ: დასხედით! დასხდეს.

3და ჰრქუა ბოოზ ნათესავსა მას: ნაწილი იგი ქუეყანისაჲ მის, რომელ არს ძმისა ჩემისა ელიმელიქისი, მიეცინ ნოომინს, რომელ-იგი მოვიდა ქუეყანის მოაბისაჲთ

4და მე ვთქუ, ვითარმედ: ვაუწყო ყურთა შენთა. და ჰრქუა მას: მოიგე ამათ წინაშე, რომელნი სხენან, და მოხუცებულთა წინაშე ერისა ჩემისათა. უკუეთუ ეშჳლები, ეშჳლე. უკუეთუ არა ეშჳლები, მითხარ მე, რათა ვცნა, რამეთუ არავინ არს შენსა გარეშე ნათესავ, და შემდგომად შენსა ვარ. ხოლო მან ჰრქუა: მე ვერ ვეშჳლო.

5და თქუა ბოოზ: დღესა მას, რომელსა მოიგო ქუეყანაჲ იგი ჴელისაგან ნოომინისა და რუთისგან მოაბელისა, ძის ცოლისა მისისა, რომლისა მოკუდა ქმარი, სამკჳდრებელი იგი მისი მოიგო თავისა შენისა. და იგიცა მოიყვანე თავისა შენისა, რომლისაგან აღუდგინო მკჳდრი მკუდარსა მას სამკჳდრებელსა მას მისსა ზედა.

6ჰრქუა ნათესავმან მან: ვერ ჴელ-მეწიფების თავისა ჩემისა შჳლებად მისა, ნუუკუე განვრყუნე სამკჳდრებელი ჩემი და ეშჳლე შენ საშჳლებელსა მას ჩემსა ზედა, რამეთუ მე ვერ ძალ-მიც შვილებად.

7და ესე სამართალი იყო პირველ ისრაჱლსა შორის საშვილებელსა ზედა და ცვალებასა ზედა, რათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ, განიძარცჳს კაცმან ჴამლი თჳსი და მისცის მოყუასსა თჳსსა, რომელი ეშჳლებინ საშჳლებელსა თჳსსა ზედა. და ესე იყო საწამებელი ისრაჱლსა შორის.

8და ჰრქუა ნათესავმან მან ბოოზს: მიიღე თავისა შენისა საშჳლებელი იგი ჩემი! და განიძარცუა ჴამლი თჳსი და მისცა მას.

9ჰრქუა ბოოზ მოხუცებულთა მათ და ყოველსა ერსა: მოწამე ხართ თქუენ დღეს, რამეთუ მომიგებიეს ყოველივე ელიმელიქისი და ყოველი, რავდენი არს ქელეონისი და მალოონისი, ჴელისაგან ნოომისი

10და რუთი მოაბელისა, ცოლი მაალონისი, მოვიგე თავის ჩემისა ცოლად აღდგინებად სახელი მკჳდრისა მის სამკჳდრებელსა მისსა ზედა. და არა აღიჴოცოს სახელი მკჳდრისაჲ მის ძმათაგან მისთა და ტომთაგან ადგილისა მისისათა, მოწამეცა ხართ თქუენ დღეს.

11და მიუგო ყოველმან ერმან, რომელნი სხდეს ბჭეთა ზედა, და თქუეს: მოწამე ვართ! და მოხუცებულთა მათ ჰრქუეს: მოეცინ უფალმან ცოლსა მას შენსა, რომელი შევალს სახლსა მას შენსა, ვითარცა რაქელს და ვითარცა ლიას, რომელ აღაშჱნეს ორთავე ამათ სახლი ისრაჱლისა და ყვეს ძალი ეფრათას და წოდებად სახელი ბეთლემს.

12და იყავნ სახელი შენი ვითარცა სახელი ფარეზისი, რომელმან უშვა თამარ იუდას ნათესავისაგან შენისა. და მოგეცინ შენ უფალმან მჴევლისა მაგისგან შენისა შვილი!

13და მოიყვანა ბოოზ რუთ და იყო მისა ცოლად. და შევიდა მისა და მოსცა მას უფალმან მიდგომილებაჲ.

14და ეტყოდეს დედანი იგი ნოომინს და ჰრქუეს: კურთხეულ არს უფალი, რომელმან დაგიმტკიცა შენ დღეს შჳლებულებაჲ წოდებად სახელი შენი ისრაჱლსა შორის.

15და იყოს იგი შენდა მოსაქცეველ სულისა და გამომზრდელ სიბერესა შენსა, რამეთუ სძალმან შენმან, რომელმან შეგიყუარა შენ, შვა ძე, რომელ არს უმჯობეს შენდა უფროჲს შჳდთა ძეთა.

16და მოიქუა ნოომინ ყრმაჲ იგი და დაისუა იგი წიაღთა თჳსთა და ექმნა მას მპოხელ.

17და უწოდეს მას მოძმეთა სასელი და თქუეს: ესუა ძე ნოომინს! და უწოდეს სახელი მისი იობედ. ესე არს მამაჲ იესესი, მამისა დავითისი.

18და ესე არიან შობანი ფარეზისნი: ფარეზ შვა ესრომ,

19ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ,

20და ამინადაბ შვა ნაასონ, და ნაასონ შვა სალმუნ,

21და სალმუნ შვა ბოოზ, და ბოოზ შვა იობედ,

22და იობედ შვა იესე და იესე შვა დავითი.


წინა თავი