მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 24

1და შეკრიბნა ისო ყოველნი ნათესავნი ისრაჱლისანი სელომდ და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა და მთავართა მათთა და მწიგნობართა მათთა და მსაჯულთა მათთა და დადგეს წინაშე ღმრთისა.

2და მიუგო ისო ყოველსა ერსა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: წიაღ მდინარესა შენ იყუნეს მამანი თქუენნი პირველად: თარაჲ, მამაჲ აბრაჰამისი, და მამაჲ ნაქორისი და ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა.

3და მოვიყუანე მამაჲ თქუენი აბრაჰამი წიაღ მდინარით და უძღოდე მას ყოველსა ქუეყანასა და განვამრავლე ნათესავი მისი.

4და მივეც მას ისაკი, და ისაკს იაკობი და ესავი. და მივეც ესავსა მთაჲ სეირი სამკჳდრებელად მისა. და იაკობ და ძენი მისნი შთავიდეს ეგჳპტედ და იქმნნეს მუნ ნათესავად დიდად და მრავალ და ძლიერ, და ჰბრძოდეს მათ ეგჳპტელნი.

5და ვგუემე ეგჳპტელნი სასწაულითა და ნიშითა, რომელ ვყავ მათ შორის.

6შემდგომად გამოგიყვანნა თქუენ ეგჳპტით ზღუასა და დევნა-უყვეს უკუანა მამათა თქუენთა ეტლებითა და ჰუნებითა ზღუასა შინა ერჳთრასა.

7და ღაღად-ვყავთ და მოავლინა ღრუბელი და ნისლი საშუვალ ჩუენსა და საშუვალ ეგჳპტელთასა. და მოაქცია მათ ზედა ზღუაჲ, დაფარნა იგინი და იხილეს თუალთა ჩუენთა, რავდენი უყო უფალმან ქუეყანასა ეგჳპტისასა. და ვიყვენით უდაბნოსა ზედა მრავალ დღე.

8და მოგჳყვანნა ჩუენ ქუეყანასა ამორეველთასა, რომელ მკჳდრ იყვნეს წიაღ იორდანესა, და განგეწყუნეს თქუენ და მოგცნა იგინი უფალმან ჴელთა თქუენთა და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ მათი, და მოსრენით იგინი პირისაგან თქუენისა.

9და აღდგა ბალაკ ზეფორისი, მეფე მოაბისაჲ, და ეწყო ისრაჱლსა. და მიავლინა და უწოდა ბალამს, ძესა ბეორისასა, წყევად თქუენდა.

10და არა ინება უფალმან ღმერთმან შენმან წარწყმედად შენდა და კურთხევით გაკურთხნა თქუენ და გიჴსნნა თქუენ ჴელისაგან მათისა და მოგცნა იგინი.

11და წიაღმოხუედით იორდანესა და მოხუედით იერიქოდ. და გბრძოდეს თქუენ მკჳდრნი იგი იერიქოჲსანი: ამორეველი, და ფერეზელი, და ქანანელი, და ქეტელი, და გერგესეველი, და ეველი და იებოსელი. და მოგცნა იგინი უფალმან ჴელთა თქუენთა.

12და მიუვლინა პირველად თქუენსა ბზიკი და განასხნა იგინი პირისაგან ჩუენისა, ათორმეტნი მეფენი, პირისაგან ჩუენისა მრავალნი არა მახჳლითა შენითა, არცა მშჳლდითა შენითა.

13და მოგცა თქუენ ქუეყანა, რომელსა ზედა არა დამაშურალ იყვენით, და ქალაქები, რომელ არა გეშენა, დაეშენენით მათ შინა, და ვენაჴები და ზეთისხილოვანები, რომელ არა დაჰნერგეთ თქუენ, და სჭამთ.

14და აწ გეშინოდეს თქუენ უფლისაგან და ჰმსახურებდით მას სიწრფოებით და სამართლით, და განიშორენით ღმერთნი უცხონი, რომელთა-იგი ჰმსახურებდეს მამანი იგი თქუენნი წიაღ იორდანესა და ეგჳპტესა შინა; და ჰმსახურებდით უფალსა,

15უკუეთუ გთნავს თქუენ მსახურებად უფლისა, ირჩიეთ თქუენ დღეს, რომელთა ჰმსახურებდეთ, გინა თუ ღმერთთა მამათა თქუენთასა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, გინათუ ღმერთთა ამორეველთა, რომელთა თანა შენ ხართ ქუეყანასა ზედა მათსა, ხოლო მე და სახლი ჩემი ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ. წმიდა არს.

16და მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ნუ იყოფინ ჩუენდა დატევებად უფლისა, რათამცა ვჰმსახურებდით ჩუენ ღმერთთა უცხოთა.

17რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი არს და მან აღგჳყვანნა ჩუენ და მამანი ჩუენნი ქუეყანით ეგჳპტით სახლით მონებისაჲთ და გჳყო ჩუენ სასწაული დიდ-დიდი და დაგჳცვნა ჩუენ ყოველსა გზასა, რომელსა ვიდოდეთ მას შინა და შორის ყოველთა ნათესავთა, რომელთა თანა წარვიდოდეთ მათ.

18და განასხნა უფალმან ამორეველნი და ყოველნი ნათესავნი, რომელ მკჳდრ იყვნეს ქუეყანასა ზედა პირისაგან ჩუენისა, არამედ ჩუენცა ვჰმსახურებდეთ უფალსა, რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი.

19და ჰრქუა ისო ერსა მას: ვერ უძლოთ მსახურებად უფლისა, რამეთუ ღმერთი წმიდა არს და აღიშუროს ამან და არა გილხინოს ცოდვათა თქუენთა და უშჯულოებათა თქუენთა,

20რაჟამს დაუტეოთ უფალი და ჰმსახურებდეთ ღმერთთა უცხოთა, და მოვიდეს და ბოროტი გიყოს თქუენ და მოგსრნეს თქუენ მის წილ, რამეთუ კეთილი გიყო თქუენ.

21და ჰრქუა ერმან მან ისოს: არამედ უფალსა ვჰმსახურებდეთ!

22და ჰრქუა ისო ერსა მას: მოწამე ხართ თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ თქუენ გამოირჩიეთ უფალი მსახურებად მისა!

23და აწ განიშორენით ღმერთნი უცხონი, რომელ არიან, და წრფელ-ჰყვენით გულნი თქუენნი უფლისა მიმართ ისრაჱლისა.

24და ჰრქუა ერმან მან ისოს: უფალსა ვჰმსახურებდეთ და ჴმისა მისისა ვისმინოთ.

25დადვა ისო აღთქუმაჲ ერისა მიმართ მას დღესა შინა და მისცა მათ შჯული და სამართალი სელომს შინა წინაშე კარავსა ღმრთისა ისრაჱლისასა.

26დაწერნა სიტყუანი ესე წიგნსა შჯულისა ღმრთისასა: და მოიღო ქვაჲ დიდი და დადგა იგი ისო ბელეკუნსა ქუეშე წინაშე ღმრთისა.

27და ჰრქუა ისო ერსა მას: აჰა, ესერა, ქვაჲ ესე იყავნ თქუენდა საწამებელად, რამეთუ ამას ესმნეს ყოველნი თქუმულნი უფლისა მიერ, რავდენნი თქუნა თქუენდამო დღეს. და ესე იყოს თქუენ შორის საწამებელად აღსასრულთა დღეთა, რაჟამს ეცრუვნეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

28და წარავლინა ისო ერი იგი კაცად-კაცადი ადგილად თჳსა.

29და ჰმსახურებდა ისრაჱლი უფალსა ყოველთა დღეთა ისოსთა და ყოველთა დღეთა მოხუცებულთა, რომელთა ჟამნი მიაწინეს ისოს თანა, და რომელთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი, რომელ ქმნა შორის ისრაჱლსა.

30და შემდგომად ამათსა მოკუდა ისო ნავესი, მონაჲ უფლისა, ასდაათ წლისა.

31დაჰფლეს იგი საზღვართა შინა ნაწილისა მისისათა თამნასაქარს შინა, მთასა ეფრემისსა, ჩრდილოთ მთასა გალადსა. და მუნ დასხნეს მის თანა სამარესა მას, რომელსა დაჰფლნეს იგინი მუნ, დანაკი ქვისანი, რომლითა-იგი წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა, რაჟამს გამოიყვანა იგინი ეგჳპტით, ვითარცა უბრძანა უფალმან მან, არიან მოდღენდელად დღემდე.

32და ძუალნი იოსებისნი გამოიხუნეს ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით და დაჰფლნეს იგინი სიკიმას შინა ნაწილსა მას აგარაკისასა, რომელ მოიგო იაკობ ამორეველთაგან, რომელ იყვნეს სიკიმას შინა, ასითა ტარიგითა და მისცა იგი იოსებს ნაწილად.

33და იყო, შემდგომად ამისსა ელიაზარცა, ძე აჰრონისი, მღდელი აღესრულა და დაეფლა გაბაარს შინა ფინეზის, ძისა თჳსისა, რომელ მისცა მას მთასა მას ეფრემისასა. მას დღესა შინა მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა კიდობანი შჯულისა ღმრთისა და მიმოდააქუნდა მათ შორის. და ფინეეზ მღდელობდა ელიაზარის წილ მამისა თჳსისა ვიდრე მოსიკუდიმდე. და დაეფლა გაბაათს შინა თჳსსავე, ხოლო ძენი ისრაჱლისნი წარვიდეს კაცად-კაცადი ადგილად თჳსა და ქალაქად თჳსა. და ჰმსახურებდეს ძენი ისრაჱლისნი ასტარტეს და ასტაროთს ღმერთთა წარმართთასა, რომელ იყვნეს გარემოჲს მათსა. და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ეგლომისა მეფისა მოაბისათა და ეუფლა მათ ათურამეტ წელ.


წინა თავი