მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 21

1და მოვიდეს ტომთმთავარნი ძეთა ლევისთანი ელიაზარ მღდელისა და ისო ნავესა და ნათესავთმთავართა ტომთა და ნათესავთაგანთა ძეთა ისრაჱლისათა.

2და მიუგეს მათ სილომს შინა ქალაქსა ქანაანისასა და ჰრქუეს: გამცნო უფალმან ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა ქალაქებ საყოფლად და გარემო მთესველნი მათნი საცხოვართა ჩუენთა.

3და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა, რაჟამს დაგიმკჳდრებდენ იგინი ბრძანებითა უფლისათა, ქალაქები და გარემო სათესველი მათი.

4და აღმოუჴდა წილი ტომსა კაათისსა. და იყო ძეთა აჰრონისთა მღდელთა ლევიტელთა ნათესავისაგან იუდასისა და ნათესავისაგან სჳმეონისა და ნათესავისაგან ბენიამენისი, წილით ქალაქები ათცამეტი.

5და ძეთა კაათისთა ნეშტთა ნათესავისაგან ეფრემისისა და ნათესავისაგან დაანისი და ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა წილით ქალაქები ათი.

6და ძეთა გესონისთა ნათესავისაგან იზაქარისთა და ნათესავისაგან ასერისთა და ნათესავისაგან ნეფთალემისთა და ზოგისაგან ნათესავისა მანასესთა ბასანს შინა წილით ქალაქები ათცამეტი.

7და ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა ნათესავისაგან რუბენისთა და ნათესავისაგან გადისთა და ნათესავისაგან ზაბულონისთა წილით ქალაქები ათორმეტი.

8და მისცეს ძეთა ისრაჱლისათა ლევიტელთა ქალაქები მათი და გარემო სათესველი მათი, ვითარცა ამცნო უფალმან წილით.

9და მისცა ნათესავმან ძეთა იუდაჲსთამან და ნათესავმან ძეთა სჳმეონისთამან და ნათესავისაგან ძეთა ბენიამენისთა ქალაქები დაეჩემნეს:

10ძეთა აჰრონისთა ტომისაგან კაათისთა, ძეთა ლევისთა, რამეთუ ამათ ხუდა ნაწილი.

11და მისცეს მათ კარიათაბოკი დედაქალაქი ენაკიმისი (ესე არს ქებრონი), მთა ადასი და საყანურნი გარემოს მისა

12და აგარაკები ქალაქებისა და დაბნები მისი მისცა ისო ქალებს; ძესა იაფონესსა, სამკჳდრებელად.

13და ძეთა აჰრონისთა მღდელთასა ქალაქები შესავედრებელთა, რომელმან კაც კლას, ქებრონი და განკუთნებულნი გარემოჲს მისსა,

14და ბელნაჲ და განკუთნებულნი გარემოჲსს მისსა, და ესთემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

15და ოლონი და განკუთნებული მისი, და დიბირი და განკუთნებული მისი,

16და იანი, და განკუთნებული გარემოჲს მისა, და იეხტოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისა, ქალაქები ცხრა ორთა ამათ ნათესავთაჲ.

17და ნათესავისაგან ბენიამენისა გაბაონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაბჱ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.

18და ანათოთი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და სალმონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა.

19ყოველი ქალაქი ძეთა აჰრონისთა მღდელთა ქალაქები ათცამეტ და გარემო სათესველი მათი.

20და ტომთა ძეთა კაათისთა ლევიტელთა, რომელ დაშთომილ იყვნეს ძეთაგანნი კაათისნი. და იყვნეს საზღვარნი ქალაქთა მათთანი ნათესავისაგან ეფრემისთა.

21და მისცეს მათ ქალაქი შესავედრებელთა კაცისმკლველისაჲ: სჳქემი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და გაზერი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

22და ბაკსემი ღა განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ზენა ბეთმონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.

23და ნათესავისაგან დანისისა ელთეკოჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, გებეთონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, იალონ და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

24და გეთრემონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქები ოთხი.

25მანასჱსისა - თანაქი და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ბეთაანი და განკუთნებული მისი, ქალაქნი ორნი.

26ყოველი ქალაქები ათი და განკუთნებული გარემოჲს მისსა ტომთა ძეთა კაათისთა დაშთომილთა.

27და ძეთა გესონისთა ლევიტელთა ზოგისაგან ნათესავისა მანასესისა ქალაქნი განკუთნებულნი კაცისმკლველთა, გოლანი ბასანიტიდს და განკუთნებული გარემოჲს მისსა, და ბეესთენაჲ და განკუთნებული გარემოჲს მისსა, ქალაქნი ორნი.

28და ნათესავისაგან იზაქარისთა კესიონი და განკუთნებული გარემოჲს მისსა,

29და იერმოთი და განკუთნებული გარემო მისსა, და წყაროჲ მწიგნობართა და განკუთნებული მისა, ქალაქი ოთხი.

30და ნათესავისაგან ასერისა მასაალი და განკუთნებული მისა და აბდონ და განკუთნებული მათი,

31ქელკათ და განკუთნებული მათი, რაუბ და განკუთნებული მისა მიმართ, ქალაქი ოთხი.

32და ნათესავისაგან ნეფთალემისი ქალაქი განკუთნებული კაცისმკლველისათჳს კედესი გალილეას შინა და განკუთნებული გარემოჲს მისა, და აენმათდორი და განკუთნებული მათდა მიმართ, და ნოთმონი და განკუთნებული გარემო მისა, ქალაქები სამი.

33ყოველი ქალაქები გესონისი ტომად-ტომად მათა ქალაქები ათცამეტი.

34და ტომთა ძეთა მერარისთა ლევიტელთა სხუათა ნათესავისაგან ძეთა ზაბულონისთა იეკნამი და გარემო სათესავი მისი, და დემნაჲ.

35და გარემო სათესავი მისი, და კაროაჲ გარემო სათესავი მისი, და ნაალრონი და გარემო სათესველი მისი, ქალაქები ოთხი.

36და წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ნათესავისაგან რუბენისი ქალაქი შესავედრებელი კაცისმკლველთაჲ. ბოსორი უდაბნოსა ზედა მისურურისასა და გარემო სათესველნი მისნი,

37კედსონ და გარემოჲს სათესველი მისი, მასფე და გარემოჲს სათესველი მისი, ქალაქი ოთხი.

38ნათესავთა გაადისთა ქალაქი კაცისმკლველთათჳს რამოთ, გალდ და, გარემოჲს სათესველი მათი, მანაიმ და გარემოჲს სათესველი მისი,

39ესებონი და გარემოჲს სათესველი მისი, ოზერ და გარემოჲს სათესველი მისი, და იაზეირი და გარემოჲს სათესველნი მისნი. ყოველი ქალაქები ოთხი.

40ყოველი ქალაქები ძეთა მერარისთა ტომად-ტომად მათა, რომელ დაშთომილ იყვნეს ნათესავისაგან ლევისნი. და იყვნეს საზღვრად ქალაქნი ათორმეტნი.

41ყოველი ქალაქები ლევიტელთა შორის სამკჳდრებელსა ძეთა ისრაჱლისათა იყო ორმეოცდარვა ქალაქი და გარემო სათესველი მისი გარემო ქალაქებსა ამას,

42ქალაქი და სათესველი გარემოჲს ქალაქსა ყოველსა ქალაქსა ამას, და დაასრულა ისო და ქუეყანა იგი განუყო საზღვრებსა შინა მისსა და სცეს ნაწილი ძეთა ისრაჱლისათა ისოს ბრძანებითა უფლისათა, სცეს მას ქალაქი, რომელცა ითხოვა, თამნასაქარი მისცეს მას მთასა ეფრემისასა. და აღაშენა ისო ქალაქი იგი და დაეშენა მას შინა და მოიხუნა ისო დანაკნი იგი ქვისანი, რომლითა წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი იშვნეს გზასა უდაბნოსა ზედა, და დასხნა იგინი თამნასაქარს შინა.

43და მისცა უფალმან ისრაჱლსა ყოველი ქუეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა მიცემად მამათა მათთა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მას შინა.

44და განუსუენა მათ უფალმან გარემო, რამეთუ ეფუცა მამათა მათთა. არა ვინ წინა დაუდგა მათ ყოველთაგანი მტერთა მათთა. ყოველნი მტერნი მათნი მისცნა უფალმან ჴელთა მათთა, არა დააკლდა ყოველთაგან სიტყუათა კეთილთა, რომელ თქუა უფალმან ძეთა ზედა ისრაჱლისათა, ყოველი მოჴდა.


წინა თავი შემდეგი თავი