მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 5

1და იყო, ვითარ ესმა ყოველთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, და მეფეთა ფჳნიკისათა, რომელ იყვნეს ზღჳსკიდესა, რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან იორდანე მდინარე წინაშე ძეთა ისრაჱლისათა წიაღსლვასა მას მათსა და დადნეს გულნი მათნი, და ივლტნეს და არღარა იყო მათ თანა გონებაჲ არცა ერთ პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.

2მას ჟამსა შინა ჰრქუა უფალმან ისოს: იქმნენ შენ დანაკნი ქვისანი ქვისა ცისნატეხისანი და დაჯედ და წინადასცჳთე ძეთა ისრაჱლისათა მეორედ.

3და შექმნნა ისო დანაკნი ცისნატეხისანი. და წინადასცჳთა ძეთა ისრაჱლისათა ადგილსა მას, რომელსა ერქუა ბორცჳ წინადაცუეთილთაჲ.

4და ვითარცა განწმიდნა ისო ძენი იგი ისრაჱლისანი, რომელნი-იგი იყვნეს ოდესმე გზასა ზედა და რომელნი იგი ოდესმე წინადაუცვეთელ იყვნეს გამოსრულთაგანნი ეგჳპტით. ყოველსა ამას წინადასცჳთა ისო ყოველსა გამოსრულსა ეგჳპტით წულსა ყრმასა, რამეთუ ყოველნი კაცნი მბრძოლნი მოსწყდეს მუნვე უდაბნოსა გზას შემდგომად გამოსლვისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით.

5რამეთუ წინადაცუეთილ იყო ყოველი იგი ერი, რომელ გამოსრულ იყო და ყოველი იგი ერი, რომელი ეშვა უდაბნოჲსა გზას შემგომად გამოსლვისა მათისა ქუეყანით ეგჳპტით, წინადასცჳთეს.

6რამეთუ ორმეოცდაორ წელ იქცეოდა ისრაჱლი უდაბნოსა მას მადბარიტისადისასა. ამისთჳს წინადაუცუეთელ იყვნეს მრავალნი მბრძოლთა მათგანნი, რომელნი გამოსრულ იყვნეს ქუეყანით ეგჳპტით, რომელნი-იგი არა ერჩდეს ბრძანებათა ღმრთისათა, რომელნი-იგი განაჩინნა უფალმან არა ხილვად მათა ქვეყანა იგი, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათთა მოცემად ჩუენდა ქუეყანა, რომლისგან გამოსდის სძე და თაფლი.

7ამათ წილ დაადგინნა ძენი მათნი, რომელთა წინადასცჳთა ისო, რამეთუ წინადაუცუეთელ იყვნეს, რამეთუ იყვნეს იგინი გზასა ზედა წინადაუცვეთელ.

8და რაჟამს წინადაიცჳთეს ყოველთა მათ ნათესავთა, ყუედრებით იყვნეს მუნვე მსხდომარენი ბანაკსა მას შინა, ვიდრემდის განეგნეს.

9და ჰრქუა უფალმან ისოს: დღესდღესა შინა განგაშოვრე ყუედრებაჲ ეგჳპტელთა თქუენგან. და უწოდა სახელი მის ადგილისა გალგალა მოდღეინდელად დღედმდე.

10და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა. და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ზატიკი მეათოთხმეტესა დღესა თთჳსასა მწუხრითგან დასავალით კერძო იერიქოსა ველსა ზედა.

11და ჭამეს იფქლისაგან ქუეყანისასა ხვალისაგან უფუველი და ახალი.

12ამას დღესა შინა მოაკლდა მანანაჲ შემდგომად ჭამისა მის მათისა იფქლისაგან ქუეყანისასა. და არღარაჲ ეპოვა ძეთა ისრაჱლისათა მანანაჲ და დაიკრიბეს ნაყოფი იგი ფჳნიკელთა მას წელსა.

13და იყო, ვითარ იყო ისო იერიქოს, აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა კაცი ერთი მდგომარე წინაშე მისსა და მახჳლი ჴდილი ჴელთა შინა მისთა. და მოვიდა ისო და ჰრქუა მას: ჩუენი ხარ, ანუ მტერთა ჩუენთაჲ?

14და მან ჰრქუა მას: მე ვარ ერისთავი ძალისა უფლისაჲ და აწ მოსრულ ვარ.

15და ისო დავარდა პირსა თჳსსა ქუეყანასა ზედა, თაყუანის-სცა მას და ჰრქუა: უფალო, რაჲ უბრძანო შენსა მონასა?

16და ჰრქუა ერისთავმან უფლისამან ისოს: განიჴსნენ ჴამლნი შენნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა შენ სდგა, წმიდა არს. და ყო ეგრე ისო.


წინა თავი შემდეგი თავი