მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ზაქარია წინასწარმეტყველი
თავი 4

1და მოაქცია ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და აღმადგინა მე, ვითარსახედ რაჟამს აღდგის კაცი ძილისაგან მისისა.

2და თქუა ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ? და ვარქუ: ვიხილე და, აჰა, საბაზმაკე ოქროსაჲ სრულიად და ლამპარი ზედაჲთ მისსა და შჳდნი ბაზმაკნი ზედაჲთ მისსა და შჳდნი მოსავსებელნი მათნი ზედაჲთთა მისთა ბაზმაკთანი.

3და ორნი ზეთისხენი ზედაჲთ მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით.

4და ვიკითხე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის მეტყუელმან: რა არიან ესენი, უფალო?

5და მომიგო ანგელოზან მზრახვალმან ჩემ შორის მეტყუელმან ჩემდა მომართ: არა იცია რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო!

6და მომიგო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: ესე სიტყუაჲ უფლისა ზორობაბელისა მიმართ მეტყუელი: არა ძალისა მიერ დიდისა და არცა ძლიერებისა, არამედ სულისა მიერ ჩემისა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,

7რაჲ იყოს შენდა მთაჲ დიდი, წინაშე პირსა ზორობაბელისასა წარმართებულად? და განვასწორო ქვაჲ მკჳდრობისაჲ სისწორითა მადლისათა, მადლთა მისთა.

8და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

9ჴელთა ზორობაბელისათა დააფუძნეს სახლი ესე და ჴელთა მისთა განასრულონ იგი. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე შენდამო.

10მით, რამეთუ ვინ შეურაცხ-ყო დღეთა მცირეთა და მადლიერობდენ და იხილონ ქვაჲ კასსტირიონი ჴელსა შორის ზორობაბელისასა. შჳდნი ესე თუალნი უფლისანი არიან, ზედდამხედველნი ყოვლისა ქუეყანისანი.

11და მიუგე და ვთქუ მისდამი: რაჲ ორნი ზეთისხენი: მარჯუენითნი საბაზმაკისანი და მარცხენითნი?

12და ვჰკითხე მეორედ და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ ორნი რტონი ზეთისხეთანი ჴელთა შორის ორთა მოსაყოფელთა ოქროჲსათა ზედმასხმელთა და ზედმავსებელთა, მოსავსებელთა მათ ოქროჲსათა?

13და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: არა იცია, რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო.

14და მითხრა მე: ესე, ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა.


წინა თავი შემდეგი თავი