მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ზაქარია წინასწარმეტყველი
თავი 10

1ითხოეთ წჳმაჲ უფლისაგან ჟამიერად მსთუაჲ და მცხეუედი, უფალმან ქმნნა საოცარნი და წჳმაჲ საზამთროჲ მისცეს მათ, თითოეულსა მწუანვილსა ველისა შორის

2მით, რამეთუ აღმომჴმობელთა თქუნეს შრომანი, და მისანთა ხილვანი მტყუარნი თქუნეს და მესიზმრენი ნუგეშინის-სცემდეს ცუდთა, ამისთჳს განჴმეს სამწყსო და იგუემნეს, რამეთუ არა იყო კურნებაჲ.

3განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მწყემსთა ზედა და კრავთა ზედა მივიხილო, და ზედ მიიხილოს უფალმან ღმერთმან, ყოვლისა მპყრობელმან, სამწყსოსა მისსა, სახლსა იუდაჲსსა და დააწესნეს იგინი, ვითარცა ცხენნი მისნი შუენიერნი ბრძოლასა შინა.

4და მისგან ზედ მოიხილა, და მისგან განაწესა, და მისგან მშჳლდი გულისწყრომითი, და მისგან გამოვიდეს ყოველნი მდევნელნი მის შორის.

5და იყვნენ, ვითარცა მებრძოლნი მთრგუნველნი თიჴასა გზათა ზედა ბრძოლასა შინა და განეწყუნენ, რამეთუ უფალი მათ თანა და სირცხჳლეულ იქმნენ აღმავალნი ცხენთა.

6და განვაძლიერო სახლი იუდაჲსი და სახლი იოსებისი ვაცხოვნო. და დავამკჳდრნე იგინი, რამეთუ შევიყუარენ იგინი. და იყოს, ვითარსახედ არ გარემივაქციენ იგინი, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი და შევისმინო მათი.

7და იყვნენ, ეითარცა მბრძოლნი ეფრემისნი. და მხიარულ იყოს გული მათი, ვითარცა ღჳნისა მიერ და შვილთა მათთა იხილონ და იშუებდენ და იხარებდეს გული მათი უფლისა მიერ.

8აღვნიშნნე იგინი და შევიწყნარნე იგინი მით, რამეთუ ვიჴსნი მათ და განმრავლდენ, ვითარ-იგი იყუნეს მრავალ.

9და განვსთესნე იგინი ერთა შორის და შორიელნი მომიჴსენებდენ მე. განზარდნენ შვილნი მათნი და მოაქცინენ.

10და მოვაქცინე იგინი ქუეყანით ეგჳპტისაჲთ და ასურასტანელთაგან, შევიწყნარნე იგინი და გალაადიტისა მიმართ და ლიბანისა მიმართ შევიყვანნე იგინი და არა შესცთეს მათგანი არცა ერთი.

11და შევიდენ ზღჳსა შორის იწროჲსა და დასცნენ ზღჳსა შორის ღელვანი და განჴმენ ყოველნი სიღრმენი მდინარეთანი. და აღებულ იქმნეს ყოველი გინება ასსურასტანელთაჲ და სკიპტრაჲ ეგჳპტისაჲ მოისპოს.

12და განვაძლიერნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა და სახელისა მიმართ მისისა იქადოდიან, - იტყჳს უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი