მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა წიგნი
თავი 23

1და ესე სიტყუანი არიან დავითის აღსასრულისანი და სარწმუნო არს დავით, ძე იესესი, და სარწმუნო არს კაცი იგი, რომელ დაადგინა უფალმან ცხებული ღმრთისა იაკობის ზედა. და შუჱნიერ არს გალობაჲ ესე ისრაჱლისა.

2რამეთუ სული უფლისა იტყოდა ამას და სიტყუანი პირისა მისისანი ენასა ჩემსა.

3და თქუა ღმერთმან იაკობისმან: ჩემდამო იტყოდა მცველი იგი ისრაჱლისა, მთავრად დამადგინა მე კაცთა მათ სიმართლითა და შიშითა ღმრთისათა ფლობად მათ ზედა.

4ვითარცა ცისკარი განთიადისა და ვითარცა მზე რა აღმობრწყინდის მაღლით განთიად, და არა დაბნელდის ნათელი იგი მისი, ვითარცა წჳმამან რა აღმოაცენის მწვანე ქუეყანით.

5რამეთუ ვითარცა არა ესრე იყო სახლი ჩემი ძლიერსა თანა ღმრთისათა, რამეთუ აღთქმა საუკუნო ედვა ჩემ თანა, ყოველთა ზედა დამტკიცებული და დამყარებული. ყოველივე ცხორებაჲ ჩემი და ნება ჩემი არა არს, რომელიცა მის მიერ არა მოიღებოდის.

6რომელნი აღმოსცენდეს, ვითარცა ეკალნი და სხუანი, ვითარცა გამონაფრეწნი ყოველნი, რამეთუ არა ჴელი ვინ შეახის და გამოფრიწის.

7უკუეთუ ვისმე ენებოს მოფხურად, რკინა შემზადონ ძელითურთ და ყოველივე ცეცხლით შეიწუნენ არარადმდე.

8ესე სახელები არს მთავართა მათ და ერისთავთა დავითისათა: იებოსთე ქანანელი, მთავარი ერისა ნაწილთა, აქინომ ანელისთა, რვაასთა მათ ზედა წყლულთა ერთბამად.

9ამისა შემდგომად ელიაზარ, ძე მამისძმისა მისისა სოვსელისა, სამთა მათ შორის ერისთავთა. ესე იყო დავითის თანა მესერანს, ყუედრებად ამისა, და უცხოთესლნი იგი მოკრებილ იყუნეს მუნ ბრძოლად.

10და მო-ხოლო-ვიდეს ისრაიტელნი მათ ზედა და ელიაზარ მათ თანა და მოსწყჳდნა უცხოთესლნი იგი ვიდრე დაშრომამდე და დაეკრა ვადა ჴლმისა მისისა ჴელსა მისსა. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი მას დღესა შინა ერსა მას ზედა. და ყოველი იგი ერი მიექცა ნატყუენავსა მას ზედა მტერთასა.

11და ამისა შემდგომად სამაა, ძე ეილასი რაქიანი და კუალად შეკრბეს უცხოთესლნი იგი და იყო მუნ ოსპნი თესული ახალჴნული; და ერი იგი მეოტ იქმნა უცხოთესლთა მათგან.

12და შევიდეს უცხოთესლნი იგი ჴნულსა მას ოსპისასა; და ერი იგი დავითისი გარემოექცა და მოსწყჳდნეს უცხოთესლნი იგი. და შექმნა უფალმან ცხორებაჲ დიდი ერსა მას შორის მას დღესა.

13და ჩამოვიდეს სამნი კაცნი სამთა მათგან გუნდთა დავითისთა ქვაბსა მას ოდოლამისასა და უცხოთესლნი იგი მძჳნვარედ განწყობილ იყუნეს უბესა მას ტიტანელთასა.

14და დავით დგა კლდისპირსა მას თანა, და უცხოთესლნი იგი იყუნეს მას ოდენ ჟამსა ბეთლემს.

15გულმან უთქუა დავითს და თქუა: ვინმცა მასვა მე წყალი წყაროსა მისგან ბეთლემისასა, რომელ არს ბჭეთა თანა?

16და გუნდსა მას უცხოთესლთასა შეეცვა ბეთლემი და კაცნი იგი, რომელ მოვიდეს სამნი გუნდთა მათგან დავითისა, განაპეს ბანაკი იგი უცხოთესლთა, და მივიდეს და მოართუეს წყალი იგი ბეთლემისა, რომელ იყო ბჭეთა მათ თანა, ხოლო დავით არა სვა წყალი იგი, არამედ მოიღო იგი, აპკურა წინაშე უფლისა.

17და თქუა: ნუ იყოფინ ჩემდა უფლისა მიერ ეგე, ვითარმცა შევსვენ სისხლნი და სულნი კაცთანი წყალსა ამას თანა! ესე ყვეს სამთა მათ ახოვანთა.

18და აბესა, იოაბის ძმა, ძე შაროელისი, მთავარი სამთა მათგანი, იახოვნა, განმარტა ჰოროლი თჳსი და მოწყლნა სამასი ახოვანი ერთსა მას შერევასა მისსა.

19და ესე ოდენ უმჯობეს იყო ერთისა მათგანისა ორთა მათ უდიდებულეს. და იყო მათა მთავარ, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა.

20და ბანეა, ძემან იოადისამან, ძისა ახოვანისა კაცისამან, მრავალი საქმე ქმნა უფროს გაბასაელისა. რამეთუ მან მოსწყჳდნა ორნი იგი ძენი ადრიელის მოაბელისნი. და ესე გარდაჴდა და მოკლა ლომი გუბსა მას შინა დღეთა მათ ზამთრისათა.

21და მან მოკლა ეგჳპტელი იგი კაცი საშინელი და მჴნე და ვერ შესაძლებელი, რამეთუ ჴელთა აქუნდა ეგჳპტელსა მას ოროლი და ბუნი ოროლისა მისისა იყო, ვითარცა დირე ჴიდისა. და მით ოროლითა გამოუჴდა ეგჳპტელი იგი და ესე მიეგებოდა. და მოუღო ოროლი იგი ეგჳპტელსა მას და მისითავე ოროლითა განგურიმა ეგჳპტელი იგი.

22და ესე ყო ბანეა, ძემან იოადისამან.

23და მისი სახელი უმჯობეს იყო შორის სამთა მათ ახოვანთა და უდიდებულეს, ხოლო სამთა მათ ვერავე ესწორებოდა. და დაადგინა იგი დავით ყოველთა ზედა, რომელნი სცვიდეს მას და ესე სახელები არს კაცთა მათ მჴნეთა დავითისათა:

24ასაელ, ძმა იოაბისი, ოცდაათთა მათ შორის, ელნალ, ძე ელიუდისი, მამისძმისა მის ბეთლემელისა,

25სამეე რუდელი, სელომ კელოთელი,

26ქალეს ფალემელი, ირას ძე, ესკათისა თეკველი,

27აბეზერ ანათოთელი, მოაბან ოსითელი,

28სელიმონ აოთელი, მაარა ნეთაფათელი,

29ელედ, ძე ბანიასი, ესე იგი არს ნეტოფიტელი, ითი, ძე რაბასი, გაბათელის ძენი ძეთაგან ბენიამენისთა,

30ბანია ფარათონელი, ედაი მდინარისა გაასას,

31აბაბონ არბატიტელი, ძმათაგან ბერომეველთა,

32ელიაბ სალაბონელი, ძენი იესესნი იონათანისანი,

33სემ ორორეველი, აიამ, ძე სარარისი, არორიტელი,

34იელფელეთ, ძე აზბაისი, ძეთა მავეთეველთა, ძე ელიასი, აქიტობელ გელანიტელი,

35ესრი კარმეითეველი, ფარია არაბელი,

36აგალ ათიასი, საობიტელისა ბონი გაადელი.

37სელეკ ამონელი, ნარა ბეოტელი, მჴედარი იოაბისი, ძენი სარვეინისნი.

38ირაითიტრეს გარებელი, ესე იგი არს იეთიტრე,

39ჰურია ქეტელი, ესე ყოველი კაცნი ოცდაჩჳდმეტ იყო.


წინა თავი შემდეგი თავი