მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა წიგნი
თავი 24

1და შესძინა გულისწყრომამან ღმრთისამან განრისხება ისრაჱლსა ზედა და აღაზრზინა მათ ზედა დავით და თქუა: წარვედით და აღმირაცხეთ ყოველი კაცი ისრაჱლი და იუდასი!

2და ჰრქვა მეფემან იოაბს და მთავართა მათ ერისათა: მოვლეთ თქუენ ყოველი სახლი ისრაჱლისა და იუდასი დანითგან ბერსაბედმდე, აღრაცხეთ და აღითვალეთ და აღწერილი მომართუთ მე, რათა უწყოდი რიცხუ ერისა მის.

3მიუგო იოაბ მეფესა და ჰრქუა: შესძინენ უფალმან ღმერთმან ერსა ამას ასი წილი! თჳთ უფალმან ჩუენმან მეფემან იხილენ! მეფე, მო-ვე-რასა-იღე ზრახვა გულისა შენისა, უფალო ჩემო მეფე?

4განძლიერდა ბრძანება იგი მეფისა უფროს იოაბის მიმართ და მთავართა ზედა და გამოვიდეს იოაბ და მთავარნი იგი პირისაგან მეფისა აღრიცხვად ერისათჳს ისრაჱლისა.

5და წიაღჴდეს იორდანესა და დაიწყეს გარემოცვად არობელით მარჯულ ქალაქისა, რომელ არს შორის ღელეთა გაადისთა და ელიაზარისა.

6და მოვიდეს გალადად და ქუეყანასა მას ქეტელთასა და კადესსა, და მოვიდის დანადმდე და მიიწივნეს სიდონიად.

7და მოვიდეს ბოსორად და ტჳრედ და ყოველთა ქალაქთა ეველთასა და ქანანელთასა და მიიქცეს სამხრით კერძო იუდასა ბერსაბედმდე.

8და მოვლეს ყოველი ქუეყანა და მოვიდეს მეცხრესა თთვესა და ოცსა დღესა იერუსალჱმად.

9და მოიღო იოაბ წიგნი იგი აღწერილი სოფლისა და დადვა წინაშე მეფისა. და იყო რიცხჳ ერისა მის ისრაჱლისა რვაას ათასი კაცი აზნაური ოდენ და იუდისი რჩეული კაცი სპარაზენი ხუთასი ათასეული.

10და შეეჭუდა გული დავითისი აღწერისა მისთჳს ერისასა, სიტყუად იწყო დავით უფლისა და თქუა: ვცოდე ფრიად წინაშე უფლისა, რამეთუ ვყავ ესე სიტყუაჲ და აწ, უფალო, მომიტევე შეცოდება ესე მონასა შენსა, რამეთუ ცუდად და უგუნურებით ვიზრახე ზრახვა ესე.

11და აღდგა დავით განთიად, იყო ბრძანება უფლისა გად წინასწარმეტყუელისა ხილვად დავითისა, და ჰრქვა:

12წარვედ და ეტყოდე დავითს: ესრეთ იტყჳს უფალი, სამსა ამას მოვავლინებ შენ ზედა, ხოლო შენ გამოირჩიე თავისა შენისა ერთი რაიმე მათგანი, რომელი ვყო შენთჳს!

13და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: გამოირჩიე თავისა შენისა ერთი ამათგანი: ანუ სამ წელ სიყმილი პურისა ქუეყანასა ზედა შენსა, ანუ სამთავე მეოტად წარქცევა მტერთაგან სულშეუქცეველად, ანუ სამსა დღესა სიკუდილი კაცთა ქუეყანასა შენსა. და აწ შენ განიზრახე და მითხარ მე, რა მივართვა მომავლინებელსა ჩემსა?

14მიუგო დავით გადსა და ჰრქუა: სამივე სიმძიმე არს ჩემ ზედა, ხოლო უმჯობეს არს ჩემდა შევრდომა ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არს წყალობა მისი, ნუმცა შევარდები მე ჴელთა კაცთასა (და გამოირჩია დავით სამ დღე სიკუდილი კაცისა. და იყუნეს დღენი იფქლის მკისანი).

15და ბრძანა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა ცისკრითგან ვიდრე ექუს ჟამადმდე. და მოიწია მოსრვა ერსა მას ზედა ისრაჱლისასა. და მოკუდა მას დღესა შინა ვითარ სამეოცჩჳდმეტი ათასი კაცი დანითგან ბერსაბედამდე.

16და მივიდა ანგელოზი იგი სიკუდილისა მოსრვად იერუსალჱმად. და დააცხრო უფალმან რისხვა იგი მისი მათ ზედა და ლხინება-ყო უფალმან გუამსა მათსა ზედა და ჰრქუა ანგელოზსა მას, რომელი მუსრავდა ერსა მას: კმა არს! აწ დააყენე ჴელი შენი და ნუღარა მუსრავ! და ანგელოზი იგი დგა კიდესა კალოსა მის ორნია იებუსელისასა.

17სიტყუად იწყო დავით უფლისა, რაჟამს იხილა ანგელოზი იგი, რამეთუ მოსრვიდა ერსა მას ისრაჱლისასა და თქუა დავით: აქა ვარ, უფალო, მწყემსი ესე, რომელმან შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვქმენ, ხოლო ამათ საცხოვართა არარა ცოდეს. იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა და სახელსა ზედა მამისა ჩემისასა!

18და მოვიდა გად წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქუა: მივედ შენ ადრე და აღაშენე საკურთხეველი კალოსა მას ზედა ორნია იებოსელისასა!

19და წარვიდა დავით სიტყჳსაებრ გადისა, ვითარცა უბრძანა მას უფალმან.

20და ვითარცა იხილა ორნია მეფე დავით, წინამიეგებოდა მას და თაყუანი-სცა მეფესა.

21და ჰრქუა ორნია: რა არს, უფალო ჩემო, მეფე, რასა მოხვალ მონისა შენისსა? მიუგო დავით და ჰრქუა: მოსყიდად კალოსა ამის შენისა და აღშენებად მას ზედა საკურთხეველი უფლისა ღმრთისა, რათა დასცხრეს მოსრვა ესე ერსა ამასა ზედა!

22მიუგო ორნია დავითს და ჰრქუა: მიიღენ უფალმან ჩემმან მეფემან და ყავნ ბრძანებისაებრ უფლისა ღმრთისა, და ვითარცა სათნო-უჩნს! და, აჰა, ეგერა, არიან ჴარნი ეგე მსხუერპლად და უღელი და საჴნველი და ყოველივე ჭურჭელი კალოსი მრგულიად დასაწველთათჳს შეშად!

23ყოველივე მისცა ორნია მეფესა და ჰრქუა: შეიწირენ უფალმან ჴელთაგან შენთა!

24მიუგო მეფემან და ჰრქუა: არა ეგრე, თუმცა ცუდად მოვიღე, არამედ ნაცვალი მიგცე შენ, არა შევსწირნე საკუერთხნი მედად უფლისა და ღმრთისა დასამშჳდებელად! და მოიყიდა დავით კალო იგი ცვალებით და ჴართა მათთჳს მისცა ორმოცდაათი სასწორი ვერცხლი, რომელ არს სატირი.

25და აღაშენა მუნ დავით საკურთხეველი უფლისა ღმრთისა და შესწირნა ჴარნი იგი მსხუერპლად უფლისა დასამშჳდებელად! (მერმე შე-ღავე-სძინა სოლომონ და განადიდა საკურთხეველი იგი, რამეთუ პირველ მცირე იყო). და დააცხრო უფალმან რისხვა მისი ქუეყანასა ზედა. და დასცხრეს გუემანი იგი ისრაჱლისაგან.


წინა თავი