მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა წიგნი
თავი 17

1მაშინ ჰრქუა აქიტობელ აბესალომს: გამოვირჩიო მე ათორმეტი ათასი კაცი და შთავიდე დავითისა.

2და დავესხა მას ღამე და მე ვიცი, თუ იგი დამაშურალ იყოს, შეეშინოს და ივლტოდის ყოველი ერი მისი. და ვეწიო და მოვკლა მეფე ოდენ.

3და მოიქცეს ყოველნი ერნი შენდავე, ვითარცა მიექცის სძალი სიძესა, გარნა მას თავადსა შეუდგეთ, ხოლო ყოვლისა ერისა მშჳდობა იყოს.

4და სათნო-უჩნდა სიტყვა იგი აბესალომსა და ყოველთა მოხუცებულთა ისრაჱლისათა.

5და ჰრქუა მათ აბესალომ: ქუშისცაღა რაქანელი მოუწოდეთ და მისგანცა ვისმინოთ, რა-ძი თქვას!

6და შემოვიდა ქუში წინაშე აბესალომისა. უთხრა აბესალომ ქუშის ყოველივე იგი სიტყუაჲ აქიტობელისა და ჰრქუა: აწ აღვასრულოთ სიტყუაჲ იგი აქიტობელისი, ანუ არა, შენ რას იტყჳ?

7მაშინ ჰრქუა ქუშიმ აბესალომს: არა კეთილ არს ჯერეთ ზრახვა იგი აქიტობელისი.

8რამეთუ შენ თჳთ იცი, მეფე, სიმჴნე მამისა შენისა. ერი, რომელი მის თანა არს, განძჳნებულ არიან იგინი, ვითარცა მამა შენი მჴნე და რჩეული კაცი არს, და არა დაუტეოს ერი იგი.

9და-აწ-სადამე-მალულ და დავანებულ იყოს ჴევსა ერთსა, ანუ რომელსავე ადგილსა, და რაჟამს დავესხნეთ, აღდგეს სამალველისა მისგან, და მოსრას ერი ეგე შენი. და რომელთა ესმას, თქუან, ვითარმედ: შეიქმნა მოსრა დიდი ერსა მას შორის აბესალომისასა.

10და იყოს ღათუ ვინმე მჴნე, ვითარცა ლომი ბრძოლასა შინა ერისა შენისა, განტყდეს გული მისი, და განასხნნეს, და რაჟამს სცნას ყოველმან ისრაჱლმან, ვითარმედ განძლიერდა მამა შენი შენ ზედა, და სირცხჳლი იყოს შენდა.

11ხოლო მე ესრეთ განვიზრახე, არამედ, რაჟამს შემოგიკრბეს ყოველი ისრაჱლი და დანითგან ბერსაბედამდე, და შენ მათ შორის იყო, მაშინ

12მივიდეთ მათ ზედა, სადაცა ვპოვნეთ და დავესხათ მათ ზედა მეყსეულად ვითარცა ცვარი ცისკრისა მიეფინის ქუეყანასა ზედა. და არა განერეს არცა ერთი კაცი.

13და უკუეთუ შევარდეს იგი ერთსა ქალაქთაგანსა, გარემოადგენ და მოსრან ქალაქი იგი, და იგინი ნაღვარევსა შთაცჳვდეს. და არა იყოს ადგილი შესაკრებელი მათი.

14და თქუა აბესალომ და ყოველმან ერმან ისრაჱლისამან: კეთილ არს ზრახვა ესე ქუშისა რაქანელისა ვიდრე ზრახვა აქიტობელისი! რამეთუ უფალმან თჳთ ბრძანა განქარვებად ზრახვა იგი აქიტობელისი, რათა მოავლინოს უფალმან ყოველი ძჳრი აბესალომის ზედა.

15და ჰრქუა ქუში სადუკს და აბიათარ მღდელთა: ამას განიზრახავს აქიტობელ, აბესალომ და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, ხოლო მე ესრე განვიზრახე.

16აწ თქუენ ადრე აუწყეთ ესე დავითს, რათა არა დადგეს ღამესა ამას რაბოთისა უდაბნოსა, არამედ ისწრაფოს წარსლვად, რათა არა მოისრას მეფე და ყოველი ერი მისი მის თანა.

17ხოლო იონათან და აქიმას დგეს წყაროსა მას ზედა როგაელისასა და მივიდა მათ თანა მჴევალი ერთი და უთხრა მათ ყოველი ესე, რათამცა მივიდეს იგინი და უთხრნეს მეფესა დავითს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ვერ ეგებოდა მათ ცხადად შესლვა ქალაქად.

18და იხილნა იგი ყრმამან ვინმე და უთხრეს აბესალომს. ხოლო იგინი წარვიდეს სწრაფით და შეცჳვდეს სახიდ კაცისა ვისმე ბაურიმს. და იყო კაცისა მის ორმო ერთი ეზოსა შინა და შთაჴდეს იგინი ორმოსა მას.

19და მოიღო დედაკაცმან ერთმან სარქველი და დაარქვა მას ორმოსა და ზედასაფენელი გარდაფინა, და დააჴმობდა ლეღვის კვერთა მასვე ჟამსა.

20ხოლო მონანი მივიდეს აბესალომისნი დედაკაცისა მის და ჰრქუეს მას: სადა არიან აქიმას და იონათან? ხოლო მან ჰრქუა მათ: შემოვიდეს მსწრაფლ და გავიდეს. და მე არა ვიცი, ვიდრე ვიდეს. ეძიებდეს მათ და არა პოვნეს იგინი და წარვიდეს მუნვე იერუსალჱმად.

21და ვითარცა წარვიდეს კაცნი იგი მათგან, აღმოჴდენ იგინი ორმოსა მისგან და მივიდეს მეფისა დავითისა და უთხრეს ყოველი იგი სიტყუაჲ და ჰრქვეს მას: აღდეგით ადრე და წიაღუჴედით მას, რამეთუ ამას ზრახავს აქიტობელ თქუენთჳს!

22და აღდგა დავით მსწრაფლ და წარვიდა ერითურთ იორდანეს ღამე ყოელ, რათა არა განცხადნეს სიტყუანი იგი მათნი და განვლო იორდანე, რამეთუ არა ვინ დაშთა ერთიცა მათგანი.

23და ვითარცა სცნა აქიტობელ, რამეთუ განუქარდა ზრახვა იგი მისი, დაისხნა კარაულსა და წარვიდა სახიდ თჳსა, და ბრძანებაჲ მისცა სახლეულთა მისთა და მივიდა იგი და შიშთვილ-იბა, მოკუდა და დაფლეს საფლავსა მამისა თჳსისა.

24და დავით მივიდა საბანაკესა თჳსსა და აბესალომ წიაღჴდა იორდანესა მდინარესა და ყოველი ისრაჱლი მის თანა.

25და აბესა დაადგინა ერისთავად აბესალომ ნაცვლად იოაბისა ერსა თჳსსა ზედა, ხოლო ამესა, ძე იეთერისი, იყო ეზრაიტელისა, რომელი მოვიდა აბიგესთჳს, ასულისა იესესისა, დისა შარუელისა, დედისა იოაბისა.

26და მივიდა აბესალომ და ყოველნი ისრაჱლნი და დაიბანაკეს ქუეყანასა მას გალაადისასა.

27და ვითარცა მოვიდა დავით საბანაკოსა ვესებისასა, ძისა ნაასისსა, რობოთით ძეთაგან ამონისთა და მაქირ, ძე ამელისი, რომელი იყო ლადბრით და ბერზელი გალაადელი, რომელი რაკაბანით იყო.

28და მოართვეს მათ ათი ტაბასტო, ათი ტერი, ათი ქვაბი სიავი და ათი კეცისჭურჭელი, იფქლი და ქრთილის ფქვილი, და ჴალი, და ოსპი, და ჴნდური.

29თაფლი და ერბო და ცხოვარი და ჴბო მწოვარი. და შეართვეს ყოველი დავითს, რამეთუ ესრეთ თქუეს, ვითარმედ: შიოდის და სწყუროდის ერსა მისსა. რამეთუ მაშურალ იყუნეს უდაბნოსა ზედა და დაჴსნილი.


წინა თავი შემდეგი თავი