მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა წიგნი
თავი 8

1და იყო, ამისა შემდგომად მოსრვიდა დავით უცხოთესლთა მათ და დაიმორჩილებდა მათ, მოუღებდა დავით განყენებულსა მას ჴელთაგან უცხოთესლთასა.

2და მოსრვიდა დავით მოაბსა და ბადისპირითა განზომდა ქუეყანასა, რამეთუ დასძინა მათ ქუეყანასა ზედა, და წარჴდეს ორნი წილნი სიკუდილისანი, ხოლო მესამე იგი ნაწილი ცოცხალი დაიპყრა. და იყუნეს ნეშტნი იგი მოაბისნი მონად დავითისა და მოართუმიდეს მას ძღუენსა.

3და მერმე დავით მოსრა ადრაზარ, ძე როამისი, მეფისა მის სუბელისა, რამეთუ ერი შეიკრიბა და მოვიდოდა დასხმად ჴელთა მისთა მდინარის კიდესა მას ეფრატისასა.

4და წარმოიღო მისი ათასი ეტლი ტყუედ და შჳდ ათასი მჴედარი და ოცი ათასი მკუირცხლი ფაროსანი. და დაჴსნა დავით ყოველივე იგი ეტლები და გამოარჩია ასი ეტლი ოქროცხებული და დაიყენა იგი სამსახურებელად სამეფოდ.

5მას ჟამსა მოვიდა ასურასტანელი დამასკით შემწედ ადრაზარ, მეფისა მის სუბელისა. მერმე მოსწყჳდა დავით ასურასტანელისა მის ოცდაორათასი კაცი სპარაზენი.

6და დადვა დავით ადგილ-ადგილ მცველნი სოფლებსა მას ასურასტანით კერძოსა და დამასკით კერძოსა და ყოველი ასურასტანელნი მონად დაიმორჩილნა და მოართუმიდეს მას მარადის ძღუენსა და ხარკსა და შეეწეოდა უფალი დავითს ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.

7და მოუხუნა დავით სალტენი იგი ოქროსანი, რომელი ესხნეს მონათა ადრაზარისთა, მეფისა მის სუბასასა, მოიღო იერუსალიმად,

8მასბაკით და სხუათა მათგან ქალაქთა რჩეულთა ადრაზარისთა წარმოიღო დავით მეფემან სპილენძი დიდძალი, რომელი-იგი იჴმარა სოლომონ, ძემან დავითისამან, რამეთუ ამისგან შექმნნა ტაბლა იგი და სუეტნი და ემბაზნი ღა ყოველნი ჭურჭელნი.

9და ვითარცა ესმა ესე თოუ მეფესა მას ემათელთასა, რამეთუ მოსრნა დავით ყოველნი ძლიერნი ადრაზარისნი,

10მიუვლინა მათ თოუ იედორა, ძე თჳსი, დავითს მეფესა კითხვად მშჳდობისა და აკურთხა იგი, რამეთუ ადრაზარ მარადის მჴდომ იყო თოუვისა. მოვიდა იედორა დავითისა დიდითა ძღუნითა: ოქროთა და ვერცხლითა და მრავლითა ჭურჭლითა სპილენძისათა.

11და წაიღო იგი დავით მეფემან და მიუპყრა ღმერთსა ოქრო-ვერცხლით და ყოვლით ჭურჭლითურთ, რომელი მოიღო ქალაქთა მათგან მძლავრობით.

12ედოელთასა და მოაბელთა და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთა ერისა მისგან ამალეკთასა და ნატყუენავისა მისგან ადრაზარისი, ძისა რუბისა, მეფისა მის სუბელისა.

13და კუალად განითქვა სახელი დავითისი, ოდეს დაიპყრა სირია და შემოიქცა მუნით ჴევსა მას მარილოვანსა, სადა მოსწყჳდნა ცხრამეტნი ათასნი.

14და დადვა დავით მცველნი ყოველთა ზედა იდუმელთა. და იყუნეს ყოველნი მკჳდრნი იდუმიასანი მონად დავითისა. და შეეწეოდა უფალი დავითსა ყოველთა გზათა მისთა, ვიდრეცა ვიდოდა.

15და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და ჰყოფდა სამართალსა და მსჯავრსა ყოველსა ზედა ერსა მისსა.

16და იოაბ, ძე შარველისი, ერისთავი იყო ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა. და იყო, იოსაფატ, ძე აქიასი, მწიგნობარ იყო.

17და სადუკ, ძე აქიტობისი, და აქიმელექ, ძე აბიათარისი, იყუნეს მღდელად მისა, და ასა მწიგნობართმოძღუარი.

18და ბანია, ძე იედაესი, თანამზრახველ და ოფელტი და ქერეთი და ძენი დავითისნი ეზოსმოძღუარ იყუნეს.


წინა თავი შემდეგი თავი