მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე მეფეთა წიგნი
თავი 22

1მაშინ წართქვა დავით სიტყუაჲ გალობისა წინაშე უფლისა დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ყოველთაგან მტერთა მისთა და ჴელთაგან საულისთა,

2და თქუა: შეგიყუარო შენ უფალო, ძალო ჩემო! უფალი განმაძრიალებელი ჩემი! ჭირსა ჩემსა მიჴსნეს მე.

3ღმერთი ჩემი, მფარველი ჩემი! რამეთუ იგი არს ჯაჭჳ ჩემი და რქა ცხორებისა ჩემისა. და იგი არს შესავედრებელი ჩემი და მჴსნელი ჩემი! და უსჯულოებათა ჩემთაგან მიჴსნა მე უფალმან.

4ქებით ვხადე უფალსა და მტერთა ჩემთაგან განმარინა მე!

5მომადგეს მე სალმობანი წყალთანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე!

6გარემომადგეს მე სალმობანი ჯოჯოხეთისანი და მახენი სიკუდილისანი მეწივნეს მე!

7ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ და ისმინა ჩემი ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა! და ღაღადება ჩემი მიიწია ჴელთა მისთა. მან მოისმინა, ყურთა მისთა მოიჴსენა.

8იძრა და შეძრწუნდა ქუეყანა! და საფუძველნი მთათანი შეირყნეს, შეძრწუნდეს, რამეთუ შერისხდა მათ ღმერთი!

9აჰჴდა კუამლი რისხვასა მისსა, და ცეცხლი პირისა მისისგან აღატყდა, და ნაბერწყალნი გამოეთხეოდეს მისგან!

10მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა, ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა!

11აღჴდა ქერობინთა, აფრინდა, აღმაღლდა ფრთეთა ზედა ქართასა!

12დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოს მისა, საყოფელნი მისნი ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა!

13ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე სეტყვა და ნაბერწყალი ცეცხლისა!

14ქუხდა ცით გამო უფალი, და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

15მიავლინა მათა შურდულის ქვანი და განაბნივნა იგინი, ელვანი განამრავლა და შეაძრწუნნა იგინი!

16შეძრწუნდეს იგინი განფენასა მას ზღჳსასა, გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა უფლისათა და სულითა რისხვისა მისისათა!

17გამოავლინა მაღლით და შემიწყალა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა!

18მიჴსნა მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთა, რამეთუ უძლიერეს ჩემსა იყუნეს!

19მომეწყინეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა, და უფალი იყო შემწე ჩემდა!

20და გამომიყვანა მე ფართოდ. ეს მიჴსნა მე უფალმან!

21მომიგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთა მომიგოს მე!

22რამეთუ დავიცუენ მე გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან!

23რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან მარადის და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან!

24და ვიყო მე წმიდაჲ წინაშე მისა და ვეკრძალო მე უსჯულოებისა ჩემისაგან!

25მომაგოს მე უფალმან სიმართლითა ჩემითა და უბიწოებითა ჴელთა ჩემთათა წინაშე თუალთა მისთა!

26წმიდისა თანა წმიდა იყო და სრულისა კაცისა სრული იყო!

27და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო!

28რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნე და თუალნი ამპარტავანთანი შენ დაამდაბლენ!

29რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, და განმინათლო ბნელი ჩემი!

30რამეთუ შენ მიერ ვრბიოდი მე ჭურვილი და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴედ ზღუდეთა!

31ღმერთი წმიდა არს და უბიწო არს გზა მისი! ბრძანება უფლისა მტკიცე არს და გამოჴურვებულ და შესავედრებელ არს თჳთ მოშიშთა მისთა!

32რამეთუ ვინ არს ღმერთი უფლისა გარეშე? ანუ ვინ არს შემოქმედი გარნა ღმრთისა ჩუენისა?

33რომელმან შემჭურა მე ძალითა და აღივსნეს სიმართლითა გზანი ჩემნი!

34დაამტკიცნა ფერჴნი, ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე!

35განსწავლენ ჴელნი ჩემნი ღუაწლსა და არა მოუძლურდა, ვითარცა მშჳლდი რვალისა მკლავთაგან ჩემთა!

36შემჭურვე მე საჭურველითა მაცხოვარებისათა და განამრავლე ჩემ თანა სიმდაბლე, და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე, და სწავლამან შენმან აღმმართა მე!

37ფართო-ყვენ სლვანი ჩემნი, ნაკლულევანებათა დამაკჳრვეს მე ქუეშე ჩემსა, რათა არა მოუძლურდენ ალაგნი ჩემნი, და ვერ წინადამიდგეს მე მჴდომნი იგი ჩემნი!

38მივეტევე მე მტერთა ჩემთა ზედა და მოვსრენ იგინი და არა მოვაქცივე მათგან ვიდრე მოაკლდეს და მოვასრულნე იგინი!

39დავგალნე იგინი და არღარა აღემართნენ და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა!

40შთამაცვა მე ძალი ბრძოლასა მათდა, შევმუსრენ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს ჩემ ზედა! და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად ჴელთა ჩემთა და ქედნი მტერთა ჩემთანი დავსთრგუნენ!

41მტერთა ჩემთა ზურგთა ვდევნიდი და მოძულეთა ჩემთა განვაბნევდი!

42ღაღად-ყვეს და არა ვინ იყო, რომელმანცა იჴსნნა იგინი უფლისა ღმრთისა მიერ, და არა ისმინა მათი.

43განვაბნიენ იგინი, ვითარცა მტუერნი წინაშე ქარისა და, ვითარცა თიჴა უბნისა, დავზილენ იგინი.

44მიჴსენ მე მძლავრობისგან ერისასა და ნათლად წარმართთა დამიდგინე მე. ერი, რომელ არა ვიცოდე, მემონა მე, სმენითა ყურისათა დამემორჩილნეს მე.

45მეცრუვნეს მე შვილნი და უცხოთა დასმენითა ყურისათა მემორჩილნეს მე.

46და შვილნი სხუათანი წარვლიდენ და ზრუნვათა თჳსთა შეეკრნეს.

47ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს დამბადებელი ჩემი! და ამაღლდინ ღმერთი ჩემი, მცველი მაცხოვარებისა ჩემისა!

48ძლიერ არს უფალი, რომელმან იძია შური ჩემი და დაამდაბლნა ერნი ჩემ ქუეშე!

49განმარინა გულისწყრომისაგან მტერთასა და მჴდომთაგან ჩემისა აღმამაღლა მე და კაცთა უსჯულოთაგან მიჴსნა მე!

50ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელი უფლისა მოვიჴსენო!

51განადიდე ცხორებაჲ მისი და ჰყავ წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა დავითისა და ნათესავისა მისისა თანა უკუნითი უკუნისამდე!


წინა თავი შემდეგი თავი