მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა წიგნი
თავი 18

1და იყო, წელსა მას მესამესა ოსესა, ძისა ელაის, მეფისა ისრაჱლისა, მეფობდა ეზეკია, ძე აქაზისი, მეფისა იუდასი.

2ძე ოცდახუთისა წლისა იყო დადგომასა მეფედ და ოცდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს, და სახელი დედისა მისისა - აბუთ, ასული ზაქარიასი.

3და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, ვითარ ქმნა დავით, მამამან მისმან.

4მან მოსპნა მაღალნი იგი და დამუსრნა იგინი და ყოველნი ძეგლნი და მოჰკაფნა მაღნარნი იგი და გველი იგი სპილენძისა, რომელ ქმნა მოსე, და მუნ დღედ ოდენ უზორვიდეს მას ძენი იგი ისრაჱლისანი. და უწოდეს მას სახელი ეესთან.

5უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა ესვიდა, და შემდგომად მისა არავინ იყო მსგავს მისდა ყოველთა მათგან მეფეთა იუდასთა, რომელ იყუნეს წინა მისა.

6შეუდგა უფალსა და არა განეშორა გზათა მისთა და დაიმარხნა მცნებანი მისნი, რომელ ამცნო მოსეს.

7და იყო უფალი მის თანა ყოველსა შინა, რასაცა იქმოდა, წარემართებოდა და შეურაცხ-ყო მეფე იგი ასურასტანისა და არა ჰმონა მას.

8და მან დასცნა უცხოთესლნი იგი ვიდრე გაზადმდე და ვიდრე საზღურადმდე მათა გოდლითგან საებგუროდ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.

9და იყო წელსა მას მეოთხესა ეზეკია მეფისასა, იგი არს წელი მეშჳდე ოსესი, ძისა ელასი, მეფისა ისრაჱლისა, და მოვიდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა ზედა სამარიასა და მოიცვა იგი.

10და დაიპყრა იგი მესამესა წელსა, წელსა მეექუსესა ეზეკიასასა. იგი წელი მეცხრე იყო იოსე მეფისა ისრაჱლისა, და გამოიღეს სამარია.

11და წარტყუენა მეფემან ასურასტანისამან სამარიათ ასურასტანად და დააშენნა იგინი იალათს და აბოთს და მდინარეთა მათ გოვზანისათა და მთათა მართასა.

12რამეთუ არა ისმინეს ჴმაჲ უფლისა ღმრთისა მათისა და გარდაჴდეს აღთქმასა მისსა მსგავსად ყოვლისა მის, რომელ ამცნო მათ მოსე, მონამან უფლისამან, არა ისმინეს და არცა ყვეს.

13და წელსა მას მეათოთხმეტესა სუფევასა ეზეკია მეფისასა გამოვიდა სენექერიმ, მეფე ასურასტანისა, ძნელ-ძნელთა ზედა მათ ქალაქთა იუდასათა და გამოიღო იგინი.

14და წარავლინა ეზეკია, მეფემან იუდასმან, მოციქულნი მეფისა მის ასურასტანელთასა ლაქისდ და ჰრქუა: ვსცოდე, მიიქეც ჩემგან და, რაჲ დამდვა ჩემ ზედა, აღვიკიდო. და დაადვა მეფემან ასურასტანისამან ზედა ეზეკიას, მეფესა იუდასასა, სამასი სასწორი ვეცხლისა და ოცდაათი სასწორი ოქროსა.

15და მისცა ეზეკია ყოველი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა, საფასესა სახლსა მას სამეუფოსასა.

16მას ჟამსა დაჭრნა ეზეკია მეფემან ბჭენი ტაძრისა მის უფლისანი და ზღრუბლნი, რომელ განრჩუნნა ოქროთა ეზეკია, მეფემან იუდასამან, და მისცა იგი მეფესა მას ასურასტანისასა.

17და წარავლინნა მეფემან ასურასტანისამან თარათა და რაფსისა და რაფსაკ ლაქისით და ეზეკია მეფისა ერითა ძლიერითა ზედა იერუსალჱმსა. და გამოვიდეს და მივიდეს იერუსალჱმდ და დადგეს ზედა ჯურღმულსა მას ზეშთა ავაზანისასა, რომელ არს გზასა აგარაკისა მის მმურკნელთასა.

18და ჴმა-ყვეს ეზეკიას მიმართ და მივიდეს მისა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღვარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, სახსენებელთმწიგნობარი.

19და ჰრქუა მათ რაფსაკ: არქუთ ეზეკიას: ესრეთ იტყჳს მეფე დიდი იგი, მეფე ასურასტანისა! რაჲმე არს სასოებაჲ ეგე შენი, რომელსა შენ ესავ?

20გინა თუ თქუა: სიტყუანი ბაგეთანი და ზრახვა და ძალი საჴმარ არს ღვაწლსა. აწ ვის ესავ და შეურაცხ-მყავ მე?

21აჰა, შენ ესავ არგანსა მას ლერწმისასა და დაჩხერილსა ეგჳპტესა, რომელსა მი-თუ-ეყრდნას კაცი, აღესვას ჴელსა და წყლას იგი, ეგრეცა ფარაო, მეფე იგი ეგჳპტელთა, ყოველთა მოსავთა მისთა.

22და რამეთუ მარქუ მე, ვითარმედ: უფლისა ღმრთისა ჩუენისა მოსავ ვართ ჩუენ. არა ეგრე იგი არსა ეზეკია, რომელმან მოსპნა მაღალნი იგი მისნი და საკურთხეველნი მისნი და ჰრქუა იუდასა და იერუსალჱმსა: წინაშე საკურთხევლისა ამის თაყუანის-ეცით იერუსალჱმს?

23და აწ მო-ღა-შემოერთენ უფლისა ჩემისა მეფისა, ასურასტანისასა და მიგცე თქუენ ორათასი საჴედარი, უპოოთ თუმე კაცი ამჴედრებად მათ ზედა?

24და ვითარმე შეუძლოთ წინა დადგომად ერთისა ერთისათჳს უკანთაგანისა მონათა მათ უფლისა ჩემისათა? და რასა ესავ ეგჳპტესა და ეტლთა მათ და საჴედართა?

25და აწ თჳნიერ უფლისა მოსრულ ვართ ადგილსა ამას განრყუნად ამისა? უფალმან მრქვა მე: აღვედ ქუეყანასა მას და განრყუენით იგი.

26და ჰრქუა ელიაკიმ, ძემან ქელიკიასმან, და სომნა და იოაქა, რაფსაკს: მეტყოდე მონათა შენთა ასურებრ და ნუ ეტყჳ ურიაებრ ყურთა ერისა მაგის, რომელნი დგანან ზღუდესა მაგას ზედა.

27და ჰრქუა მათ რაფსაკ: უფლისა მაგის თქუენისა, ანუ თქუენდა ნუუკუე მომავლინა მე სიტყუად სიტყუათა ამათ? არამედ კაცთა მაგათ, რომელნი სხენან ზედა ზღუდესა, შეჭმად მათდა სკორე თჳსი და შესუმად ფსელი თჳსი თქუენითურთ.

28დადგა რაფსაკ და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ურიაებრ, ეტყოდა და ჰრქუა: ისმინეთ სიტყუაჲ მეფისა მის დიდისა, მეფისა მის ასურასტანისა.

29ესრეს იტყჳს მეფე: ნუ განლაღნებით თქუენ ეზეკიას მიერ, რამეთუ ვერ შეუძლოს განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა.

30ნუგეშინის-გცემნ თქუენ ეზეკია უფლისა მიერ და გეტყჳნ, ვითარმედ გჳჴსნეს ჩუენ უფალმან და არა მისცეს ქალაქი ჴელთა მეფისა მის ასურასტანელთასა.

31ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ესრე იტყჳს მეფე იგი ასურასტანისა: ყავთ ჩემდა მომართ სათნოება და გამოვედით ჩუენდა და ჭამეთ კაცთა თჳთოეულად ვენაჴი თჳსი და ლეღოვანი თჳსი და სუას წყალი თჳთოეულად ჯურღმუ- ლისაგან თვისისა,

32ვიდრე მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ ქვეყანასა მას, რომელ არს ვითარცა ესე თქუენი, ქუეყანა იფქლისა და ღჳნისა და ვენაჴისა და პურისა, ქუეყანა ზეთისა და ერბოსა, თაფლისა, და სცხონდეთ და არა მოკუდეთ და ნუ ისმენთ ეზეკიასსა, რამეთუ ცბის და გეტყჳნ თქუენ, ვითარმედ: უფალმან გჳჴსნნეს ჩუენ.

33იჴსნნეს ღმერთთა მათ ნათესავთა თჳთოეულად სოფლები თჳსი ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა?

34სადა არიან ღმერთნი იგი ემათასანი და არფათასნი? და სადა არიან ღმერთნი იგი ეპფარუმა ქალაქისანი, ანნა და ევა? იჴსნნეს ნუ სამარია ჴელთა ჩემთაგან?

35ვინ არს ღმერთთა მათგანი ამის სოფლისათა, რომელთა იჴსნეს ქუეყანა თჳსი ჴელთაგან ჩემთა? ნუა უფალმან იჴსნას იჱრუსალემი ჴელთაგან ჩემთა?

36და დადუმნეს და არა რა მიუგეს მას სიტყუაჲ, რამეთუ ემცნო მეფესა, ვითარმედ: ნუ მიუგებთ მას სიტყუასა.

37და შევიდა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღუარი, სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, საჴსენებელთმწიგნობარი ეზეკიასა სამოსელდაპებულნი და უთხრეს მას სიტყუაჲ იგი რაფსაკისი.


წინა თავი შემდეგი თავი