მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა წიგნი
თავი 20

1მათ დღეთა შინა დასნეულდა ეზეკია სიკუდილისა სენითა და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი, ძე ამოსისი, და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: ბრძანე სახლისა შენისა, რამეთუ მოჰკუდე შენ და არა განერე.

2და მიიქცია პირი თჳსი კედლად და ილოცვიდა უფლისა მიმართ და თქუა:

3ჵ, უფალო, მოიჴსენე, რამეთუ ვიდოდი წინაშე შენსა ჭეშმარიტებით და გულითა სრულითა, სათნოებათა ვყოფდი წინაშე შენსა. და ტიროდა ეზეკია ტირილითა დიდითა.

4და იყო ესაია ეზოსა მას დიდსა და იყო სიტყუაჲ უფლისა მისა და ჰრქუა:

5მიიქეც მუნვე და არქუ ეზეკიას, წინამძღუარსა მას ერისა ჩემისასა: ესრე იტყჳს უფალი ღმერთი დავითისთჳს, მამისა შენისა: ვისმინე ლოცვისა შენისა და ვიხილენ ცრემლნი შენნი. აჰა, მე განგკურნო შენ და დღესა მას მესამესა აღხჳდე სახლსა მას უფლისასა.

6და შევძინო დღეთა შენთა ათხუთმეტ წელ და ჴელთაგან მეფისა მის ასურასტანელთასა გიჴსნე შენ და ქალაქი ეგე. და ზედამდგომელ ვეყო ქალაქსა მაგას ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.

7და ჰრქუა ესაია: მოიღეთ ზეთი და ლეღვი და შესაქმედ ეც კვერად და დაიდევ წყლულებასა მაგას და განიკურნო.

8და ჰრქუა ეზეკია ესაიას: რამე სასწაული იყოს, ვითარმედ განმკურნოს მე უფალმან, და თუ აღვიდე მე სახლსა უფლისასა დღესა მესამესა?

9და ჰრქუა ესაია: ესე სასწაული იყოს უფლისა მიერ, რამეთუ ყოს უფალმან სიტყუაჲ იგი, რომელცა თქუა: შთავლოს აჩრდილმან ათსა მენაკსა.

10და ჰრქუა ეზეკია: ადვილ არს აჩრდილისა მის ათსა მენაკსა შთასლვა. არა ეგრე, არამედ უკუნიქეცინ მუნვე ათსა მენაკსა.

11და ღაღად-ყო ესაია წინაწარმეტყუელმან უფლისა მიმართ და უკუნიქცა აჩრდილი იგი ათს მასვე მენაკსა ვინცა და მოსრულ იყო ათითა მენაკითა.

12მას ჟამსა მოავლინა მოროდაქბალადან, ძემან ბალადანისამან, მეფემან ბაბილონისამან, როატაკები და ძღუენნი ეზეკიასა, რამეთუ ესმა, ვითარმედ დასნეულდა ეზეკია.

13და განიხარა ეზეკია მოსლვა იგი მათი და უჩუენა მათ ყოველი იგი სახლი ნაქოთისა, ვეცხლი და ოქრო და საკმეველნი და ნელსაცხებელნი და სახლნი საჭურჭლენი, და რაცა იპოვა საფასესა მისსა, და არა იყო სახლსა მისსა, რომელი არა უჩუენა მათ ეზეკია ყოვლისა მის ჴელმწიფებისა თჳსისა.

14და შევიდა მისა ესაია წინაწარმეტყუელი მეფისა მიმართ და ჰრქუა მას: რასა გეტყოდეს შენ კაცნი ეგე, ანუ ვინ მოვიდეს შენდა? და ჰრქუა ეზეკია: ქუეყანით შორით მოვიდეს ჩემდა ბაბილონით.

15და ჰრქუა: რა იხილეს სახლსა შენსა? და თქუა ეზეკია: ყოველი, რაცა იყო სახლსა ჩემსა, იხილეს და არა იყო, რომელი არა უჩუენე მათ, და საფასენიცა ჩემნი.

16და ჰრქუა ესაია ეზეკიას: ისმინე სიტყუაჲ უფლისა.

17აჰა, დღენი მოვლენან და წარიღონ ყოველი, რაცა იყოს სახლსა შენსა, და რომელი დაკრიბეს მამათა შენთა მოდღენდელად დღედმდე, წარიღონ ბაბილოვნად და არა დაუტეონ, რამეთუ ესე სიტყუაჲ არს, რომელსა იტყოდა უფალი.

18და ნაშობთა შენთაგანნიცა წარიყვანენ და ჰყუნენ საჭურის სახლსა მას მეფისა მის ბაბილონელთასა.

19და ჰრქუა ეზეკია ესაიას: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ, თქუა უფალმან. იყავნ მშჳდობა და ჭეშმარიტება დღეთა ჩუენთა.

20და ნეშტნი სიტყუათა ეზეკიასთანი და ყოველნი ძლიერებანი მისნი და წყლისგარდამოსადინელნი იგი და ჯურღმულები იგი, რომელ ქმნა, და წყალნი იგი, რომელ შეადინნა ქალაქსა მას, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

21და დაიძინა ეზეკია მამათა თჳსთა თანა და მეფობდა მანასე, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი