მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა წიგნი
თავი 12

1შემდგომად მეშჳდისა მის წლისა იუისა მეფობდა იოვას, ძე ოქოზიასი, ორმეოც წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - საბა ბერსაბეთ.

2და ქმნა იოას სამართალი წინაშე უფლისა ყოველთა დღეთა, რომელ განანათლა იგი იუდაე მღდელმან.

3ხოლო მაღალთა მათგან არა განეშორა და მუნ უზორვიდა ერი იგი და უკმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.

4და ჰრქუა იოას მღდელთა მათ: ყოველი ვეცხლი, რომელი შეწირულ არს ტაძარსა მაგას უფლისასა სიწმიდეთა მაგათ, ვეცხლი თჳთოეულად კაცად -კაცადისა აღსრულებულისა, შერაცხილ სულთათჳს, ყოველი, ვეცხლი რაოდენი მოუჴდეს გულსა კაცისასა შეღებად სახლსა მაგას უფლისასა.

5მოიღონ მღდელთა მათ კაცად-კაცადმან მოფარდულთაგან თჳსთა და მათ აღაგონ ბედეკი სახლისა მის უფლისა ყოველსა შინა, სადაცა პოონ ბედეკი.

6და იყო, ოცდამესამესა წელსა იოას მეფისასა არა აღაგეს მღდელთა მათ ბედეკი სახლსა მას უფლისასა.

7და მოუწოდა მეფე იოას იუდაე მღდელსა და ყოველთავე მათ მღდელთა და ჰრქუა მათ: რასა არა აღაგეთ ბედეკი სახლისა მის უფლისა? და აწ ნუ მიიღებთ ვეცხლსა ყოველთაგან მოფარდულთა თქუენთა, არამედ ბედეკისა მისთჳს სახლისა უფლისა მიეცით იგი.

8და აღუთქუეს მღდელთა მათ არა მოღებად ვეცხლი ერისა მისგან და არცა აღგებად ბედეკი ტაძრისა მის.

9და მოიღო იოდაე კიდობანი ერთი და უქმნა ჴურელი პირსა ზედა მისსა და დადვა იგი საკურთხეველსა მას თანა უფლისასა. და მისცეს მღდელთა მათ, რომელნი-იგი სცვიდეს კართა მათ, ყოველი ვეცხლი, რომელ იპოვა სახლსა მას უფლისასა.

10და იხილეს, ვითარმედ ფრიად არს კიდობანსა მას შინა. აღვიდა მწიგნობართა მოძღუარი იგი სამეუფოსი და მღდელი იგი დიდი და აღრაცხეს ვეცხლი იგი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა.

11და მისცეს ვეცხლი იგი ჴელთა მოქმედთა საქმისა ჭურჭლისათა სახლსა მას უფლისასა და მისცეს ხუროთა მათ ძელთასა და მაშენებელთა მათ სახლისა მის უფლისათა.

12და გამომქანდაკებელთა მათ და გამომკვეთელთა ქვისათა სასყიდლად ძელისა და ქვათა გამოკუეთილთა აღსაშენებელად ბედეკისათჳს სახლისა მის უფლისა და მისცეს ყოველი იგი საჴმრად ტაძრისა მის.

13და რათა არა ქმნეს მისგან სახლსა მას უფლისასა კარები ვეცხლისა და სამსჭუალები და ტაბლები და ნესტვები და ყოველი ჭურჭელი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ვეცხლისა მის შეწირულისა სახლსა მას უფლისასა.

14არამედ მოქმედთა მათ საქმისათა მისცეს იგი აღსაგებელად სახლისა მის უფლისა.

15და არა იყო რიცხჳ ვეცხლისა მის, რომელთა ჴელთა შინა იყო მიცემად მოქმედთა მათ, რამეთუ ერთგულ იყუნეს მოქმედნი იგი.

16და ვეცხლი იგი შეწირული ცოდვათათჳს არა შევიდოდა ტაძარსა მას უფლისასა, არამედ მღდელთა მათ იყო.

17მას ჟამსა გამოვიდა აზაელ, მეფე ასურასტანისა, და ეწყო გეთსა, გამოიღო იგი და მიმართა აზაელ მისლვად იერუსალჱმსა ზედა.

18და აღიღო იოას, მეფემან იუდაისამან, ყოველნი იგი სიწმიდენი, რომელნი განწმიდნა იოსაფატ და იორამ და ოქოზია, მამათა მისთა მეფეთა იუდასთა და თჳსნი იგიცა სიწმიდენი, ყოველი იგი ვეცხლი, რომელ იპოვა საფასესა სახლსა მას უფლისასა და სახლსა მეფისასა და მიუძღვანა აზაელს, მეფესა მას ასურთასა, და წარვიდა იერუსალჱმით.

19და ნეშტნი სიტყუათა იუასისათა და ყოველი, რაჲ ქმნა, აჰა, წერილ არიან წიგნთა დღეთა მეფეთა იუდასთა.

20და აღდგეს მონანი მისნი მის ზედა ზაკჳთ და დასცეს იოას სახლსა მას მაალონისთა, საყოფელთა მათ გალაადისთა.

21და იოზაქარ, ძემან იემუთესმან, და იეზებეთ, ძემან მისმან, შერაცხილთა მონათა მისთა, სცეს და მოკლეს იგი. და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისასა და მეფობდა ამესა, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი