მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა წიგნი
თავი 15

1წელსა ოცდამეშჳდესა იორობოამისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა აზარია, ძე ამესიასი, მეფისა იუდასი.

2ძე ათექუსმეტის წლისა იყო დადგომასა მისსა მეფედ და ერგასისდაორ წელ მეფობდა იერუსალჱმსა ზედა და სახელი დედისა მისისა იექელთა იერუსალჱმით.

3და ქმნა კეთილი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისა მის, რაცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.

4ხოლო მაღალნი იგი არავე მოსპნა და ერი იგი უზორვიდეს და უკმევდეს საკუმეველსა მაღალთა მათ.

5და მიყო უფალმან ჴელი მეფესა მას, და გარდაასხა მას ზედა კეთროვანება ვიდრე დღედმდე სიკუდილისა მისისა. და დაჯდა სახლსა შინა დაფარულად აფფოთ. და იოათამ, ძე მეფისა, იყო ზედა სახლსა მას და შჯიდა ერსა მას მის ქუეყანისასა.

6და ნეშტნი სიტყუათა აზარიასთანი და ყოველი, რა ქმნა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა?

7და დაიძინა აზარია მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი ქუეყანასა მას დავითისასა და მეფობდა იოათამ, ძე მისი, მის წილ

8წელსა მას ოცდამეთურამეტესა აზარია მეფისა იუდასსა და მეფობდა ზაქარია, ძე იორობოამისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას ექუს თუჱ.

9და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნეს მამათა მისთა, და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან აცთუნა ისრაჱ ლი.

10და მიეტევნეს მას ზედა სელემ და კედბადიმ, ძენი იაბისნი, და დასცეს იგი წინაშე ერისა მის და მოკლეს იგი. და მეფობდა სელემ მის წილ.

11და ნეშტნი სიტყუათა ზაქარიასთანი, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

12ესე არს სიტყვა იგი უფლისა, რომელსა ეტყოდა იუს და ჰრქუა: ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდარსა ისრაჱლისასა. და იყო ეგრე.

13და სელემ, ძე იოაბისი, მეფობდა სამარიას თვე ერთ წელსა მას ოცდამეათცხრამეტესა აზარია მეფისა იუდასასა.

14და გამოვიდა მანაელ, ძე გადდისი, თერსით და შევიდა სამარიად და სცა სელიმს, ძესა იაბისასა, და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.

15და ნეშტნი სიტყუათა სელემისათანი და კრებანი მისნი, რომელთა კრება-ყო, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

16მას ჟამსა დასცა მანაელ თერსა და ყოველი, რა იყო მას შინა და ყოველი საზღვარი თერსისი, რამეთუ არა განუღეს მას, და მოსრა იგი და მაკენი მისნი განაპნა.

17წელსა ოცდამეათცხრამეტესა აზარია მეფისა იუდასისა მეფობდა მანაელ, ძე გადდისი, ისრაჱლსა ზედა სამარიას ათ წელ.

18და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ჟამსა მას ცოდვასა იერობოამისსა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი ცოდვითა თჳსითა.

19და გამოვიდა ფუა მეფე ასურასტანით ქუეყანასა მას ზედა და მანაელ მისცა მას ათასი სასწორი ვეცხლისა, რათა იყოს ჴელ-ცემულ მისა და ამტკიცნეს მეფობა მისი ჴელითა მისითა.

20და გამოიღო მანაელ ვეცხლი ყოვლისაგან ისრაჱლისა და ყოველთა მათ ჴელმწიფეთაგან, რომელთა ძალ-ედვა მიცემად მეფესა მას ასურასტანისასა ერგასის-ერგასისი სასწორი ვეცხლისა თჳთოეულად კაცად-კაცადსა. და კუალადიქცა მეფე იგი ასურასტანისა და არა დადგა ქუეყანასა მას.

21და ნეშტნი სიტყუათა მანაელისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა?

22და დაიძინა მანაელ მამათა თჳსთა თანა და მეფობდა ფაკეა, ძე მისი, მის წილ.

23წელსა მას ოცდამეათესა აზარია მეფისა იუდასა მეფობდა ფაკეა ზედა ისრაჱლსა სამარიას ათ წელ.

24და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.

25და მოუჴდა მას ზედა ფაკეა, ძე რრომელისა, სპარაზენი იგი თჳსი, და დასცა იგი სამარიას წინაშე უფლისა სახლსა მას სამეუფოსა და მის თანა იყუნეს არგობა და არა და მის თანა ერგასის კაცი ოთხასთა მათგანი, და მოკლა იგი და მეფობდა მის წილ.

26და ნეშტნი სიტყუათა ფაკეასთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, აჰა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ ისრაჱლისათა.

27წელსა მას ერგასისდამეორესა აზარია მეფისა იუდასასა მეფობდა ფაკეა, ძე რრომელისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ოც წელ.

28და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ჟამსა მას ცოდვასა იორობოამისსა, ძისა ნაბატისსა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი.

29და დღეთა ფაკეა მეფისა ისრაჱლისათა მოვიდა თეგლათფალასარ, მეფე ასურასტანისა, და წარიღო აინი და კაბელი და ბეთმაქა და ანუქი და კენეეზი და სური და გალაადი და გალილეა და ყოველი იგი ქუეყანა ნეფთალიმისი და წარტყუენა იგი ასურასტანად.

30და წარიქცია გუნდი ოსევ, ძემან ელიასმან, ზედა ფაკეს, ძესა რრომელისასა, სცა და მოკლა იგი და მის წილ მეფობდა წელსა მეოცესა იოათამისსა, ძისა ოზიასსა.

31და ნეშტნი სიტყუათა ფაკეასთანი და ყოველი, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.

32წელსა მეორესა ფაკეე, ძისა რრომელისასა, მეფისა ისრაჱლისასა, მეფობდა იოათამ, ძე ოზია მეფისა იუდასი.

33ძე ოცდახუთის წლისა იყო დადგომასა მისსა მეფედ და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - იერუსა, ასული სადუკისი.

34და ქმნა სამართალი წინაშე უფლისა მსგავსად ყოვლისავე, რომელ ქმნა ოზია, მამამან მისმან.

35გარნა მაღალნი იგი არა მოსპნა და ერი იგი უზორვიდეს და უკმევდეს საკუმეველთა მაღალთა მათ. მან აღაშენა ბჭენი იგი სახლისა მის უფლისანი მაღალნი.

36და ნეშტნი სიტყუათა იოთამისათანი და ყოველი, რაცა ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფისა იუდასთა?

37მათ დღეთა შინა მიავლინა უფალმან იუდასა ზედა რასონ, მეფე ასურასტანისა, და ფაკეე, ძე რრომელისი.

38და დაიძინა იოათამ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა დავითისსა. და მეფობდა აქაზ, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი