მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მეფეთა წიგნი
თავი 23

1და მიუთხრნეს სიტყუანი ესე მეფესა და წარავლინა მეფემან და შეკრიბნა ყოველნი მოხუცებულნი იუდასნი და იერუსალჱმისანი.

2და აღვიდა მეფე ტაძრად უფლისა და ყოველნი კაცნი იუდასნი და ყოველნი მკჳდრნი იერუსალჱმისანი მის თანა და მღდელნი და წინაწარმეტყუელნი და ყოველი ერი მის თანა მცირითგან ვიდრე დიდამდე, და აღმოიკითხა წიგნი იგი სჯულისა ყურთა მიმართ ერისათა, ყოველნი სიტყუანი სახლსა შინა უფლისასა.

3და აღდგა მეფე სუეტსა ზედა და დაუდვა მათ სჯული წიგნისა მისებრ სჯულისა, რომელ პოვა სახლსა უფლისასა წინაშე უფლისა, რათა ვიდოდიან იგინი გზასა უფლისასა და რათა იმარხვიდენ მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და ბრძანებათა მისთა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ყოფად სიტყუათა მათ სჯულისათა, დაწერილსა წიგნსა შინა სჯულისასა, და დადგა ყოველი იგი ერი შჯულსა მას ზედა.

4და ამცნო მეფემან ქელკიას, მღდელსა მას დიდსა, და მღდელთა მათ შემდგომთა და მცველთა მათ კრებისათა გამოღებად ტაძრისაგან უფლისა ყოველი ჭურჭერი, რომელი ექმნა ბაალისთჳს და მაღნართათჳს და ყოვლისა ერისა ცათასა, და მოიღეს იგი და დაწვეს გარეშე იერუსალჱმს, სადემოთს კედრონისასა, და წარიღეს მიწა მისი ბეთელად.

5და დაწუნეს მღდელნი იგი, რომელ დაედგინეს მეფეთა იუდასთა მაკუმეველად მაღალთა მათ და ქალაქებსა იუდასთა და გარემო იერუსალჱმსა და უკმევდეს იგინი ბაალსა და მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა, ჴომთა და ყოველთა ერთა ცისათა.

6და გამოიღეს სერტყები იგი ასეროთისა სახლისაგან უფლისა გარეშე იერუსალჱმს, ჴევსა მას კედრონისასა, და დაწვეს იგი მუნ და დააწულილნეს ვითარცა მიწა, და მიჰფინა საფლავსა ძეთა ერისათასა.

7და დაარღჳა სახლი იგი კადესიმელთა, რომელი იყო სახლსა შინა უფლისასა, სადა-იგი დედანი უქსოვდეს სამოსელსა სერტყებსა.

8და მოიყვანა ყოველი იგი ქურუმნი ქალაქთაგან იუდაჲსთა და შეიგინნეს ყოველნი მაღალნი, სადა-იგი უკმევდეს ქურუმნი გაბაჲთგან ვიდრე ბერსაბედმდე და დაარღჳა სახლი იგი მაღალთა წინაშე კართა ბჭისათა იოსეს მთავრისა მის ქალაქისასა, რომელი-იგი იყო მარცხენით შესლვასა ბჭეთა ქალაქისათა.

9ხოლო არა აღვიდეს მღდელნი იგი მაღალთანი საკურთხეველსა უფლისასა იერუსალჱმს, ვიდრემდის არა ჭამეს მათ უცომო შორის ძმათა თჳსთა.

10და შეაგინა თაფეთი ჴევსა მას ძეთა ენონისთა, რათა არა განჰყვანდეს კაცსა ძე თჳსი, გინა ასული თჳსი ცეცხლსა მელქომისთჳს.

11და დაარღჳა ცხენები იგი, რომელი მისცეს მეფეთა იუდასთა მზისა შესავალსა მას სახლისა უფლისასა საფასისსაცავსა მას საჭურისისა მეფისასა, რომელი იყოს ფარურიმს და ეტლი იგი მზისა დაწვა ცეცხლითა.

12და საკურთხეველები იგი, რაოდენი იყო ერდოებსა ზედა ქორებისასა, რაჲ ქმნნეს მეფეთა იუდასთა და საკურთხეველები, რომელ ქმნნა მანასე ორთა მათ ეზოთა სახლისა უფლისაჲთა, დაარღჳა იგი მეფემან და აღიღო იგი მიერ, და გარდმოიღო და შემუსრა იგი და დასთხია მიწა იგი მათი ჴევსა მას კედრონისასა.

13და სახლი იგი წინაშე პირსა იერუსალჱმისასა მარჯუენით მთასა მას მოსოთისასა, რომელი აღაშენა სოლომონ მეფემან იერუსალჱემისამან ასტრატესათჳს საძაგელისა მის სიდონელთასა, და ქამოს მოსაწყინელსა მას მოაბელთასა და მელქომს მოსაწყინელისა ძეთა ამონისათა, და შეაგინა იგი მეფემან.

14და მოჰკაფა სერტყები და აღავსო ადგილები მათი ძვლებითა კაცთათა.

15და საკურთხეველიცა იგი მაღალი, რომელი იყო ბეთელს, რომელი-იგი ქმნა იორობოამ, ძემან ნაბატისამან, რომელმან აცოდვა ისრაჱლი და იგიცა საკურთხეველი მაღალი დაარღჳა და დამუსრა ქვანი მისნი და დააწულილნა, ვითარცა მტუერი და მოწუა სერტყები იგი.

16და მიხედა და იხილა საფლავები იგი, რომელი იყო მთასა მას და მიავლინა და გამოიღო ძუალები იგი საფლავებისა მისგან, დაწვა იგი საკურთხეველსა მას ზედა და შეაბილწა იგი სიტყჳსაებრ უფლისა, რომელსა იტყოდა კაცი იგი ღმრთისა, რაჟამს-იგი დგა იორობოამ საკურთხეველსა ზედა დღესასწაულსა მას და მოიქცა იოსია და აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა საფლავი იგი კაცისა მის ღმრთისა, რომელ იტყოდა სიტყუათა ამათ,

17და თქუა: რა არს საჰამანი ისი, რომელსა მე ვხედავ? და ჰრქუეს მას კაცთა მის ქალაქისათა: ეგე არს საფლავი კაცისა მის ღმრთისა, რომელი მოივლინა ქუეყანით იუდასით და იტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელსა ჰყოფ აწ საკურთხეველსა მას ბეთელისასა.

18და ჰრქუა: აცადეთ ეგე, ნუ ვინ შეარყევთ ძვალთა მისთა, და პოვეს ძვალნი მისნი ძვალთა თანა წინაწარმეტყუელსა მოსულისა სამარიით.

19და ყოველი იგი სახლები მაღალთა, რომელი იყო ქალაქებსა მას სამარიას, რომელი ქმნნეს მეფეთა ისრაჱლისათა განსარისხებელად უფლისა, დაარღჳა იოსია, მეფემან ისრაჱლისამან, და უყო მათ ყოვლისა მისებრ საქმისა, ვითარცა-იგი ყო ბეთელს.

20და დაკლნა ყოველნი იგი მღდელნი მაღალთანი, რომელნი იყუნეს მუნ საკურთხეველსა მათსა ზედა, და დაწუა ძუალები კაცებისა მათ ზედა და მიიქცა იერუსალჱმდ.

21და უბრძანა მეფემან ყოველსა ერსა და ჰრქუა: ყავთ ზატიკი პასექისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა: წერილ არს წიგნსა ამას სჯულისასა.

22და არა ყოფილ იყო ეგევითარი ზატიკი დღითგან მსაჯულთაჲთ, რომელნი სჯიდეს ისრაჱლსა და ყოველთა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა და მეფეთა იუდასთა,

23არამედ, ვითარ-ესე მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასასა იყო ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს.

24და მუცლითმეზღაპრენი და მცნობელნი და თერაფინნი და ყოველი კერპები და ყოველი საძაგელები, რომელი იყო ქუეყანასა იუდასასა და იერუსალჱმს, და აღიღო მეფემან იოსია, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი სჯულისა წერილისა წიგნისანი, რომელი-იგი პოვა ქელკია მღდელმან სახლსა შინა უფლისასა.

25მსგავსი ამისი არავინ იყო მეფე უწინარეს მისა, ვითარ-ესე მოიქცა უფლისა ყოვლითა გულითა მისითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა სიმტკიცითა ყოვლისაებრ სჯულითა მოსესითა და მისა შემდგომად არა აღდგა მსგავსი მისი.

26ხოლო არავე გარემიიქცა უფალი რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა დიდისა, რომელ განრისხებულ იყო იუდასა ზედა ყოველთა მათ ზედა განრისხებათა, რომელ განარისხა იგი მანასე.

27და თქუა უფალმან: იუდაცა გან-ვე-ვიშორო პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვიშორე ისრაჱლი, და განვიშორო ქალაქი ესე, რომელი გამოვირჩიე, იერუსალჱმი, და სახლი ესე, რომლისა ვთქუ, ვითარმედ იყოს სახელი ჩემი მუნ.

28და ნეშტნი სიტყუათა იოსიასთანი და ყოველი, რაოდენ ქმნა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა იუდასთასა?

29და დღეთა მათ აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა მის ზედა ასურეთისასა მდინარესა ზედა ევფრატსა. და განვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა. და მოკლა იგი ფარაო მაგედონს შინა შემთხუევასა მას მისსა.

30და აღმოიღეს იგი მონათა თჳსთა მაგედონით იერუსალჱმად და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა. და მოიყვანა ერმან მის ქვეყანისამან იოაქაზ, ძე მისი, და სცხეს მას და მეფე-ყვეს იგი იოსიას, მამისა მისისა წილ.

31ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.

32და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.

33და გარდაადგინა იგი ფარაო ნექაო, მეფემან ეგჳპტისამან, და წარიყვანა იგი დებლათად ქუეყანად ემათისა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალიმს და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ათი ტალანტი ოქროსა.

34და მეფედ დაადგინა ფარაო ნექაო მათ ზედა ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, და დასდვა მას სახელი იოაკიმ, ხოლო იოაქაზ წარიყვანა და შეიყვანა ეგჳპტედ. და მოკუდა იგი მუნ.

35და ვეცხლი იგი და ოქრო მისცა იოაკიმ ფარაოს. და მიერითგან მოხარკე იქმნა ქუეყანა იგი მიცემად ვეცხლისა პირსა ფარაოსა. კაცი ძალისაებრ თჳსისა მისცემდა ვეცხლსა და ოქროსა ერისათა მის ქუეყანისა მიცემად იგი ფარაო ნექაოს.

36ძე ოცდახუთისა წლისა იყო იოაკიმ მეფობასა მისსა და თერთმეტ წელ მეფობდა იერუსალიმს. და სახელი დედისა მისისა ელდათ, ასული ეგდელისი, რუმათ.

37და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.


წინა თავი შემდეგი თავი