მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
თავი 22

1უმჯობეს არს სახელი კეთილი ვიდრე სიმდიდრესა მრავალსა, ხოლო უფროჲს ოქროჲსა და ვეცხლისა მადლი კეთილი;

2მდიდარი და გლახაკი შეემთხჳნეს ურთიერთას, ხოლო ორნივე უფალმან შექმნა.

3ბრძენმან იხილა უკეთური ტანჯვასა შინა და თქუა: ძლიერად ისწავების, ხოლო უგუნურნი თანაწარჰჴდეს და იზღჳნეს.

4დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისა და სიმდიდრე და დიდებაჲ და ცხორებაჲ.

5

6

7

8

9

10

11უყუარან უფალსა გულითა წმიდანი და შეწყნარებულ არიან მისა უბიწონი, ბაგითა მწყსინ მეფჱ.

12და თუალნი უფლისანი მცველ არიან გზათა მისთა, განგასრნის სიტყუანი კეთილნი უშჯულომან.

13მიზეზობნ მედგარი და თქჳს: ლომთა დაუპყრიან გზანი და წარსავალნი ურაკპარაკთანი მკლველთა.

14მთხრებლ ღრმა არს პირი უშჯულოჲსაჲ და უფლისაგან განვრდომილი შთავარდეს მას (არიან გზანი უკეთურნი წინაშე კაცთა და ჰნებავს მოქცევაჲ მათგან, ხოლო მოქცევაჲ ჯერ-არს დრკუთაგან და უკეთურთა გზათა),

15უგუნურებაჲ აღგზებულ არს გულსა ჭაბუკთა უსწავლელთასა, კუერთხი და სწავლა განშორებულ არს მათგან.

16რომელი მოხუეჭნ გლახაკსა, განამრავლის თავისა თჳსისა ძჳრი და შესძინის იგი მდიდარსა, ვითარცა საწადელი.

17სიტყუას ბრძენთასა მიუპყარ ყური შენი და ისმინენ სიტყუანი პირისა ჩემისანი და დაიმარხენ იგინი გულსა შენსა.

18რათა სცნა, რამეთუ კეთილ არიან.

19

20

21

22ნუ ჰმძლავრობ დავრდომილსა, რამეთუ გლახაკ არს და ნუ შეურაცხ-ჰყოფ უძლურსა ბჭეთა ზედა.

23რამეთუ უფალმან საჯოს საშჯელი მისი. და იჴსნე უზღვეველად სული შენი.

24ნუ ექმნები მოყუას კაცსა გულმწყრალსა და მეგობარსა მრისხანესა ნუ თანაექცევი.

25ნუუკუე ისწავნე გზანი მისნი და მიიღო მახე სულისა შენისაჲ.

26ნუ მისცემ თავსა შენსა თავს-მდებად სირცხჳლთა პირისათა.

27უკუეთუ არა აქუნდეს, რაჲ მისცეს, განიღონ სარეცელი შენი გუერდთაგან შენთა.

28ნუ სცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა.

29შუენიერი კაცი და მალე საქმითა თჳსითა მეფეთა წინაშე ღირს დგომად, არა წინაშე კაცთა გულკლებულთა.


წინა თავი შემდეგი თავი