მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
თავი 25

1იგავნი სოლომონისნი, მეფისა ისრაჱლისანი, გამოუკულეველნი, რომელ აღწერნეს მეგობართა ეზეკია მეფისა ურიასტანისათა.

2დიდებაჲ ღმრთისა ჰფარავს სიტყუათა, ხოლო დიდებაჲ მეფისა პატივ-სცემს მეფესა.

3ცაჲ მაღალ არს და ქუეყანაჲ ღრმა, ხოლო გული მეფისა გამოუკუველ.

4განჭედე გამოუცდელი ვეცხლი და განწმიდნეს ყოვლად წმიდად.

5და მოისპნენ წარმართნი პირისაგან მეუფისა და წარემართოს სიმართლით საყდარი მისი.

6ნუ ლაღად იქცევი წინაშე მეფისა, ნუცა ადგილსა ძლიერსა დასჯდები.

7უმჯობეს არს შენდა, რათა გრქუან: აღმორე ზემო, ვიდრე დამდაბლებასა შენსა წინაშე ძლიერისა.

8რაჲ-იგი იხილეს თუალთა შენთა, თქუ: ნუ წარმდებ იქმნები ლალვასა, რათა არა ინანდე უკუანასკნელ, რაჟამს გაყუედროს მეგობარმან.

9გარემიიქცევ მისგან, ნუუკვე შეურაცხ-გყოს.

10ნუუკვე გაყუედროს მეგობარმან და ლალვა და მტერობაჲ არა განგეროს შენ, არამედ იყოს სწორ სიკუდილისა; მადლი და მეგობრობაჲ განგააზნაურებს. დაიმარხე თავისა შენისა, რათა არა საყუედრელ იქმნე, არამედ დაიმარხენ გზანი შენნი კეთილად,

11ბირთჳ ოქროჲსა მძივსა სარდიონისასა თქუმად სიტყუაჲ;

12საყურსა ოქროჲსასა და ანთრაკითა პატიოსნითა შემკული არს სიტყუაჲ სიბრძნისა ყურთა მორჩილთასა.

13ვითარცა გამოსლვაჲ თოვლისა მკათა ზედა სიცხესა საგრილობელ, ეგრევე მოციქული სარწმუნოჲ, რომელთა წარავლინონ იგი, რამეთუ გულთა, რომელთა იჴსენონ იგი - სარგებელ არს იგი.

14ვითარცა ქარნი და წჳმანი და ღრუბელნი სასტიკნი, ეგრეთვე რომელნი იქადიან საცემელსა ტყუელვით.


წინა თავი შემდეგი თავი