მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
თავი 31

1სიტყუანი თქმულნი არიან ღმრთისა მიერ მეუფისა, ბრძანება გასწავა დედამან თჳსმან.

2რა არს, შვილო, დამარხვა უფლისაჲ? პირველად გეტყჳ შენ, შვილო: რა არს, შვილო მუცლისა ჩემისაო? რა არს, შვილო ლოცვათა ჩუენთაო.

3ნუ მისცემ დედათა სიმდიდრესა შენსა და გონებასა შენსა და ცხორებასა შენსა ნაკლულევანსა ზრახვასა. ზრახვით ყოველსავე იქმოდე, ზრახვით ღჳნოსა სუემდ.

4ძლიერნი გულმწყრალ არიან ღჳნოსა სუმად,

5რათა არა სუან და დაავიწყდეს სიბრძნე და მართლ შჯად ვერ უძლონ უძლურთა.

6და მიეცემის სიმთრვალე მწუხარეთა და ღჳნო სუმად ლმობიერთა.

7რათა სუან და დაივიწყონ გლახაკება და სალმობანი არა მოიჴსენნენ.

8აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა ცოცხლად.

9აღაღე პირი შენი და შჯიდ სიმართლით გლახაკთა და უძლურთა.

10დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს, რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალსასყიდლისათა ეგევითარი იგი.

11მოსავ არნ მის ზედა გული ქრმისა მისისა, ესევითარისა ნატყუენავსა არარათ დააკლდეს;

12რამეთუ შეეწვის ქმარს თჳსსა ყოველსა კეთილსა, არა ბოროტსა, ყოველსა ცხოვრებასა მისსა,

13მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საქმრად ჴელითა თჳსითა,

14იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით. შეიკრიბა მან თავისა თჳსისა სიმდიდრე.

15და აღდგის ღამითგან და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა. და მუშაკთა და მჴნველთა,

16იხილა ქუეყანა საქმარი და მოიყიდა, ნაყოფთაგან ჴელთა თჳსთასა დაჰნერგა ფუზე,

17მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაიძრვნა მკლავნი მისნი საქმედ,

18და იხილა გემო, რამეთუ კეთილ არს საქმე, და არა დაშრტებინ ღამე ყოელ ნათელი მისი.

19ჴელნი მისნი განმარტნა უმჯობესსა და ნებნი მისნი მიყუნა ტარსა სთვად ნივთისა,

20ხოლო ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და ნაყოფი მიუპყრა დავრდომილთა.

21არას ზრუნავნ სახლსა შინა ქმარი მისი, უკუეთუ სადა ყოვნის, რამეთუ ყოველნი მისთანანი შემოსილ იყვნენ მრჩობლი სამოსელი და ქლამინდი

22უქმნა ქმარსა თჳსსა ბისონისაგან და ძოწეულისა თავისა თჳსისა სამოსელი.

23სახედავ არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაშჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა და მკჳდრთა ქუეყანისათა.

24არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, ხოლო სარტყლები ქანანელთა,

25პირი თჳსი აღაღო კრძალულებით და წესი განუჩინა ენასა თჳსსა,

26ძალი და შუენიერება შეიმოსა და იხარა უკანასკნელთა დღეთა.

27მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, ხოლო საზრდელი სიცონილისა არა ჭამა, პირი მისი აღაღო მეცნიერებითა და წესიერებითა.

28და წყალობამან მისმან დაამტკიცნა ძენი მისნი და ქმარმანცა მისმან აქო იგი და თქუა:

29მრავალთა ასულთა ყვეს ძლიერება, მრავალთა მოიგეს სიმდიდრე, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროს ყოველთასა.

30ტყუილით სათნოებანი და ამოებით სიკეთე დედათა არა არს შენ თანა, რამეთუ დედაკაცი გონიერი იკურთხოს და მოშიშნი უფლისანი აქებდენ მას.

31მოაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთასა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რამეთუ გზანი კაცისანი წინაუძღოდიან მას და წარემართნენ უკუნითი უკუნისამდე.


წინა თავი