მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
თავი 28

10რომელმან შეაცთუნნეს წრფელნი გზასა ბოროტსა, განსარყუნელად მიეცეს იგიცა და უბიწოთა განიყონ კეთილნი მათნი, ხოლო ურჩულონი თანაწარჰჴდენ კეთილსა და ვერ შევიდენ მას.

11ბრძენ ჩანნ თავით თჳსით მდიდარი, ხოლო გლახაკმან გონიერმან განგმოს იგი.

12შეწევნითა მართლისათა მრავალი იქმნის დიდებაჲ, ხოლო ადგილსა უღმრთოთასა მოისრნენ კაცნი.

13რომელი იფარვიდეს ურჩულოებასა თჳსსა, არა წარემართოს, ხოლო რომელი მიუთხრობდეს და იმხილებდეს, საყუარელ იყოს.

14ნეტარ არს კაცისა მის, რომელსა ეშინოდის ყოველთაგან ღმრთისმოშიშებით, ხოლო გულფიცხელი იგი შევარდეს ძჳრსა.

15ლომი მშიერი და მგელი წყურიელი - ეგრეცა, რომელი მთავრობდეს მოკუდავი ნათესავსა გლახაკსა.

16მეფე, ნაკლულევანი ფასითა, დიდის ცილისშემწამებელი; ხოლო, რომელთა სძულდეს სიცრუე, მრავალ ჟამ ცხონდენ.

17კაცსა, რომელსა ბრალი კაცის-კლვისა ზედა ედვას, და თავს-ვინ-მე-იდვას იგი, და იგი მეოტ იყოს და არა მტკიცე, შევარდეს იგი ბოროტსა. განსწავლე ძე შენი და განგისუენოს შენ და მოსცეს სამკაული სულსა შენსა და არა ერჩდეს ნათესავსა უსჯულოსა.

18რომელი ვიდოდის სამართალსა, შეწევნა-სცეს მას, ხოლო, რომელი გულარძნილთა გზათა ვიდოდის, შეებას მათვე.

19რომელი იქმოდის ქუეყანასა თჳსსა, განძღეს იგი პურითა, ხოლო რომელი მიუდგეს მოცალებასა, აღივსოს იგი სიგლახაკითა.

20კაცი ღირსი სარწმუნოებისა ფრიად იკურთხოს, ხოლო ბოროტისმოქმედი იგი არა უტანჯველ იყოს; რომელმან არა შეიკდიმოს პირისაგან მართლისა, არა კეთილ არს.

21რომელმან მიხედოს ცრუთასა, არა იქებოდინ. და ამან კოტრისა პურისათჳს განსცეს კაცი.

22იწრაფინ განმდიდრებად კაცი მოშურნე და არა უწყინ, რამეთუ კაცმან მოწყალემან დაიპყრას იგი,

23რომელი ამხილებდეს გლახაკსა გზათა ღმრთისათა, მადლი აქუნდეს უფროსღა, რომელი ენითა მოიმადლებნ.

24რომელი განჴდიდეს მამასა, გინა დედასა და ჰგონეგდეს, ვითარმედ არა ცოდავს, ესე ზიარი არს კაცისა უღმრთოთასა.

25უძღები კაცი შჯინ ცუდად.

26რომელი ესვიდეს სიფიცხლესა გულისა თჳსისასა, იგი უგუნური არს, რომელი ვიდოდის სიბრძნით, იგი ცხოვნდეს.

27რომელი მისცემდეს გლახაკთა, არა ნაკლულევან იყოს, ხოლო, რომელმან გარემიიქციოს პირი მისი გლახაკისაგან, მრავალსა უპოვარებასა შინა იყოს.

28ადგილსა უღმრთოთასა სულთ-ითქმენ გლახაკნი და მათსა მას წარწყმედასა განმრავლდენ მრავალნი.


წინა თავი შემდეგი თავი