მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
თავი 10

1ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო ძე უგუნური მწუხარებაჲ დედისა.

2ვერ სარგებელ იყუნენ საუნჯენი უსჯულოთა, ხოლო სიმართლემან სიკუდილისაგან იჴსნას.

3არა მოაკუდინოს სიყმილითა უფალმან სული მართლისაჲ, ხოლო ცხორებაჲ უღმრთოჲსა დაამჴჳს.

4სიგლახაკემან კაცი დაამდაბლის, ხოლო ჴელთა მჴნეთა განამდიდრიან.

5შვილი სწავლული ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური, ვითარცა მონაჲ, იმსახუროს. განერა სიცხისაგან შვილი გონიერი, ხოლო ხორშაკეულ იქმნა კალოთა ზედა შვილი უსჯულოჲ,

6კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართალთასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს გლოვამან უჟამომან.

7ჴსენებაჲ მართლისა ქებით იყოს, ხოლო სახელი უღმრთოჲსა დაშრტეს.

8ბრძენმან გულითა შეიწყნარნის მცნებანი, ხოლო უთმინოჲსა ბაგითა ბრკუმით შეუბრკუმეს.

9რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით, ხოლო რომელი განსდრეკდეს გზასა თჳსსა, საცნაურ იყოს.

10რომელი წამ-უყოფნ თუალითა ზაკვით, იგი შეუკრბნ კაცთა მწუხარებასა, ხოლო რომელი ამხილებნ განცხადებულად, იგი მშჳდობასა ჰყოფნ.

11წყაროჲ ცხორებისა ჴელსა შინა მართლისასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს წარსაწყმედელმან.

12სიძულილმან აღადგინოს ძლევა, და ყოველნი, რომელნი არა მახლობელ იყვნენ, დაფარნეს სიყუარულმან.

13რომელი ბაგეთაგან წარმოიღებნ სიბრძნესა, კუერთხითა ჰგუემნ კაცსა უგულოსა.

14ბრძენთა დაიფარიან მეცნიერებაჲ, ხოლო პირი წარმდებთა მიეახლოს შემუსრვასა.

15მონაგები მდიდართა ქალაქი ძლიერი, ხოლო შემუსრვაჲ უძლურთა სიგლახაკე.

16საქმემან მართალმან ცხორებაჲ ყვის, ხოლო ნაყოფ უღმრთოთა - ცოდვაჲ.

17გზათა ცხორებისათა სცავს უფალი და სწავლულებაჲ უმხილებელი სცთების.

18მტერობაჲ დაფარიან ბაგეთა მართალთა, ხოლო რომელნი წარმოიღებდენ გინებასა, იგინი უგუნურ არიან.

19მრავლისმეტყუელებისაგან ვერ განერე ცოდვასა, ხოლო ერიდებოდი თუ ბაგითა, გონიერ იყო.

20ვეცხლი არს გამოჴურვებული ენაჲ მართალი, ხოლო გულთა უღმრთოთასა მოაკლდეს.

21ბაგეთა მართალთა იციან სიმართლე, ხოლო უგუნურნი ნაკლულევანებასა შინა აღესრულნენ.

22კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართლისასა და მან განამდიდროს და არღარა დაერთოს მას მწუხარებაჲ გულისა.

23სიცილით იქმნ უგუნური ძჳრსა, ხოლო ბრძენი კაცი ზრახავნ გულისჴმის-ყოფასა.

24წარსაწყმედელად იქცევინ უღმრთოჲ, ხოლო გულისთქუმაჲ მრავალთა სათნო არს.

25მობერვასა ნიავქარისასა წარსწყმედს უღმრთოჲ, ხოლო მართალმან მოჰრიდოს და ცხონდეს უკუნისამდე.

26ვითარცა კაწახი ავნებნ კბილთა და კუამლი თვალთა, ეგრეთვე უსჯულოებამან ავნის, რომელნი მას ზედა ვალნ.

27შიშმან უფლისამან შესძინოს დღეთა, ხოლო წელნი უღმრთოთანი შემცირდენ.

28ყოვნის სიხარულმან მართალთა ზედა, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.

29ზღუდე წმიდათა შიში უფლისაჲ, ხოლო შემუსრვაჲ მოქმედთა ძჳრისათა.

30მართალი უკუნისამდე არა შეირყიოს, ხოლო უღმრთოთა ვერ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.

31პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ენაჲ უწესოჲ შეიმუსროს.

32ბაგეთა მართლისათა აღმოადინონ მადლი და პირნი უღმრთოთანი დაიყვნენ.


წინა თავი შემდეგი თავი