მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
თავი 9

1სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი,

2და დაკლა თჳსი იგი საკლველი, და განზავა ტაკუკთა თჳსი იგი ღჳნოჲ და განმზადა თავისა თჳსისა ტაბლაჲ,

3და წარავლინნა თჳსნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუკთა ზედა

4და ჰრქუა: რომელი არს უგუნურთაგანი, მოაქციენ ჩემდა; და ნაკლულევანთა გონებითა ჰრქუა:

5მოედით, ჭამეთ პური ჩემი და ჰსუთ ღჳნოჲ, რომელი განგიზავე თქუენ.

6დაუტევეთ უგუნურებაჲ და სცხონდეთ (მოიძიეთ გონიერებაჲ, რაჲთა ცხოველ იყვნეთ, წარიმართეთ მეცნიერებით გულისჴმის-ყოფაჲ),

7რომელი ასწავებდეს უკეთურთა, მოიღოს თავისა თჳსისა გინებაჲ, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, შეიბილწოს თავი, და რომელი ამხილებდეს უღმრთოსა, სწყლავს მას.

8ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ; ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ; ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძნეს იყოს.

9აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად.

10დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა და ზრახვაჲ წმიდაჲ გონიერებაჲ (ხოლო ცნობაჲ შჯულისა გონებისაგან არს კეთილისა).

11რამეთუ ამით სახითა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ წელნი ცხორებისა შენისანი.

12შვილო, უკუეთუ ბრძენ იყო, თავისა შენისა ბრძენ იყო და მოყუასიცა, ხოლო უკუეთუ ბოროტ იყო, თავისა შენისა აღმოივსო ძჳრი მარტოდ. (შვილი წურთილი ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური მსახურად იჴუმიოს, რომელი ჰჴდებოდის სიცრუვესა, ესევითარი იგი ჰმწყსის ქართა და სდევს იგი მფრინველსა ფრთოვანსა, რამეთუ დაუტევნა გზანი თჳსისა ვენაჴისანი და ალაგთა თჳსისა ქუეყანისა საქმეთასა შესცთა და ვალს იგი ურწყულსა უდაბნოსა და ქუეყანასა განჩემებულსა წყურილითა და შეიკრებს იგი ჴელითა თჳსითა უნაყოფოებასა).

13დედაკაცი უგუნური და ცხარი ნაკლულევან იყოს პურითა, რომელმან არა იცის სირცხჳლი,

14რამეთუ დაჯდა იგი კართა ზედა სახლისა თჳსისათა, სავარძელთა ზედა განცხადებულად უბანთა ზედა

15და მოუწესნ თანაწარმავალთა გზისათა, რომელთა წარუმართებიეს გზასა თჳსსა.

16რომელი არს უგუნურ თქუენგანი, მოაქციენ ჩემდა. და ნაკლულევანთა გონებითა უბრძანებ, და ვეტყჳ:

17პური ფარული ჯეროვნად ჭამეთ და წყალი ფარული ტკბილად სუთ.

18ხოლო მან არა იცის, რამეთუ ქუეყანისა ნაშობნი მის მიერ მოისრვიან და ფსკერსა ჯოჯოხეთისასა მიიწევიან (არამედ ივლტოდე და ნუ დაჰყოვნი ადგილსა მას და ნუცა მიადგამ თუალთა შენთა მისსა მიმართ, რამეთუ ესრეთ თანაწარჰვლო ჴევი უცხოჲ და წიაღჰჴდე მდინარესა სხჳსასა, წყლისაგან უცხოჲსა განეშორე და წყაროჲსგან უცხოჲსა ნუ ჰსუამ, რათა მრავალ ჟამ სცხონდე და შეგეძინნენ შენ წელნი ცხორებისა შენისანი).


წინა თავი შემდეგი თავი