მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 15

1მას ჟამსა მოვიდა სამოველ საულისა და ჰრქუა მას: მომავლინა უფალმან ცხებად შენდა მეფედ ისრაჱლსა ზედა, ერსა მისსა! აწ ისმინე ბრძანება უფლისა!

2რამეთუ ამას იტყჳს უფალი ყოვლისამპყრობელი: აჰა, ესერა, მე ვიძიო შური ამალეკისა ზედა ამისთჳს, რამეთუ ბოროტი უყვეს ერსა მას ჩემსა, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგჳპტით.

3და აწ აღდეგ, და წარვედ, მივედ მათ ზედა და მოსარ ამალეკი და ყოველივე მათი, რაჲცა იყოს კაცითგან მიპირუტყვამდე, მამაკაცი და დედაკაცი, ყრმა და ძუძუსმწოვარი, ზროხა და ცხოვარი, აქლემი და კარაული, ყოველი მოსრა და მოსწყჳტო და ნურარას დაუტევებ.

4და უბრძანა სამოველ ყოვლისა ერისა მოწოდებაჲ ანდეზობით და ყო გალგალას ახილვასა მას მათსა. იპოვნეს მუნ ისრაჱლისაგანნი ერი, ვითარ ოთხასი ათასი კაცი და იუდასი ოცდაათი ათასი კაცი.

5და წარვიდა საულ ერითურთ და მივიდა ქალაქთა მათამდე ამალეკისთა, და დაემალა მათ ნაღვარევთასა.

6და ჰრქუა საულ კინეველსა: წარვედ შენ ამალეკისაგან და ნუღარა მიეახლები მას, რათა არა მოსწყდე მათ თანა ამისთჳს, რამეთუ კეთილ უყავ შენ ძეთა ისრაჱლისათა, რაჟამს განვიდოდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით. და განეშორა კინეველი იგი ამალეკისაგან.

7დაესხა საულ ამალეკსა და მოსრა ამალეკი ევილათითგან მისუდამდე, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა.

8და შეიპყრა აგაგ, მეფე ამალეკთა, ცოცხალი და ყოველი ნათესავნი არიმისნი მოსწყჳდა.

9და განარინეს საულ და ყოველმან ერმან აგაგ ცოცხლად, ხოლო კაცი ჭაბუკოვანი და კეთილ-კეთილი ტყუედ წარმოიტყუენა და საცხოვარი რჩეულ-რჩეული წარმოასხა და ყოველი კეთილი მის ქუეყანისა, ხოლო შეურაცხი ოდენ მოსწყჳდეს.

10და იყო ბრძანება უფლისა სამოველსა ზედა და თქუა:

11შემინანებიეს მე, რამეთუ დავადგინე საულ მეფედ. რამეთუ გარდაჴდა იგი ბრძანებასა ჩემსა და არა ქმნა, რომელ-იგი ვამცენ. და შეუძნდა სამოველს სიტყუაჲ იგი და გოდებდა ღმრთისა მიმართ ღამე ყოელ.

12და აღიმსთო სამოველ განთიად და მიეგებვოდა ისრაჱლსა ჟამსა ცისკრისასა. და უთხრეს სამოველს, ვითარმედ: მოვიდა საულ კარმელად. და მიჰყო სამოველ ჴელი თჳსი, გარემოაქცივნა ეტლნი მისნი და შთავიდა იგი მუნვე გალგალად. და მოვიდა სამოველ საულსა თანა და იხილა საულ, რამეთუ შესწირვიდა მსხუერპლთა ნატყუენავისა მისგანსა, რომელი მოეღო ამალეკთაგან.

13და ვითარცა მოვიდა სამოველ საულისა თანა, და ჰრქუა მას საულ: კურთხეულო უფლისაო, აჰა, ესერა, აღვასრულე ყოველი ბრძანება უფლისა.

14მიუგო სამოელ და ჰრქუა: რომელი არს ჴმაჲ ესე საცხოვარისა, რომელი მესმის ყურთა ჩემთა, ღრიალი ზროხათა ამათ?

15მიუგო საულ და ჰრქუა: ეგე რჩეულ-რჩეული შესაწირავად უფლისა, რომელი განარინა ყრმამან მან, ზროხა და ცხოვარი ამალიკისი, ხოლო სხუაჲ იგი მოსრეს.

16მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: აწ ისმენდი და გითხრა შენ ბრძანება უფლისა, რომელსა მეტყოდა მე უფალი ღამესა ამას! და ჰრქუა მას საულ: იტყოდე!

17მაშინ ჰრქუა სამოველ: არა შენ უმრწემეს იყავ ნათესავსა შორის ისრაჱლთასა და გცხო შენ უფალმან მეფედ ყოველსა ზედა ისრაჱლსა?

18და წარგავლინა შენ უფალმან გზასა ერთსა და გრქვა, ვითარმედ: მივედ, მოსარ ამალეკი შეცოდებული იგი ჩემდა მომართ, მოსწყჳდო მისრულიადმდე!

19ხოლო შენ არა ჰყავ ბრძანება უფლისა, არამედ განუტევენ თუალნი შენნი ნატყუენავსა მას ზედა და ჰყავ შენ ბოროტი წინაშე უფლისა.

20და ჰრქუა საულ სამოველს: ამისთჳს, რამეთუ ვისმინე ჴმაჲ ერისა ამის და მივედ გზასა მას, რომელსა მიმავლინა მე უფალმან, და მივიყვანე მე აგაგ, მეფე ამალეკთა, ცოცხალი პყრობილად და ერი იგი ამალეკთა მოვსარ!

21და კეთილ-კეთილი იგი ცხოვარი და ზროხა მოასხეს ერმან ამან შესაწირავად უფლისა ღმრთისა გალგალად.

22მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: არა უჴმან უფალსა საკუერთხნი მსხუერპლად, არამედ აღსრულებად ბრძანება უფლისა! რამეთუ ფრიად უმჯობეს არს მსხუერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროს ცმელისა ვერძთასა!

23რამეთუ ზმნა ზმნათა ცოდვა არს და განრისხებაჲ ცუდადი უსჯულოება არს, და ფუფუნებამან სენი და სალმობა შეიძინიან. აწ, რამეთუ შეურაცხ-ყავ შენ ბრძანება იგი უფლისა, შეურაცხ-გყოს შენცა უფალმან, რათა არღარა მეფობდე ისრაჱლსა ზედა!

24მაშინ ჰრქუა საულ სამოველს: ვცოდე წინაშე უფლისა, რამეთუ გარდავჴედ ბრძანებასა მას უფლისასა და სიტყუასა მას შენსა; და შემეშინა ერისა მისგან და მივერჩდი მათ.

25და აწ მომიტევე მე შეცოდება ესე ჩემი და მოვედ ჩემ თანა და მოვიდეთ და თაყუანის-ვსცეთ უფალსა ღმერთსა შენსა!

26მიუგო სამოველ საულს და ჰრქუა: არა მივიდე მე შენ თანა, რამეთუ შეურაცხ-ყავ შენ ბრძანებაჲ უფლისა, და აწ შეურაცხ-გყო შენ უფალმან, რათა არღარა მეფობდე შენ ქუეყანასა ზედა!

27და გარემოიქცა სამოველ წარსლვად პირისაგან. და მიჰყო საულ ჴელი თჳსი და შეუპყრა კიდე ჩუდკეცისა მისისა, რათამცა დაიყენა იგი მის თანა და მოხეთქა კიდე ერთი სამოსლისა მისისა.

28მაშინ ჰრქუა მას სამოველ: განხეთქოს უფალმან მეფობა შენი ქუეყანასა ზედა და სახლსა მას ზედა ისრაჱლისასა დღესდღე და მისცეს იგი მოყვასსავე შენსა, რომელი უმჯობეს იყოს შენსა!

29და განხეთქოს ისრაჱლი ორგან, და არღარა მოიქცეს და არცა შეინანოს უფალმან ისრაჱლისამან, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს იგი, ვითარცა შეინანა რისხვა იგი!

30და ჰრქუა საულ სამოველს: ვსცოდე, არამედ ნუღარა მაგინებ მე წინაშე მოხუცებულთა ერისა ჩემისათა და წინაშე ისრაჱლისა, არამედ მოიქეც შენ ჩემდა და თაყუანის-ვსცეთ უფალსა ღმერთსა შენსა.

31და მოვიდა სამოველ საულის თანა და თაყუანი-სცეს უფალსა

32და ჰრქუა სამოველ: მომგვარეთ მე აგაგ, მეფე იგი ამალეკისა! და მოჰგუარეს მას აგაგ და ძრწოლა შეედვა მას და თქუა: უკუეთუ ესრე მწარე არს სიკუდილი?

33მიუგო მას სამოველ და ჰრქუა: ვითარ-იგი უშვილო ქმნნა დედანი იგი მახჳლმან შენმან, ეგრე უშვილო იქმნეს დედათა შორის შენთა დედაჲ შენი. და სცა და მოკლა აგაგ წინაშე უფლისა გალგალას.

34და წარვიდა სამოველ არმათემად. და საულ წარვიდა სახლით თჳსა გაბაას. და არღარა შევიდა სამოველ ხილვად საულისა ვიდრე დღემდე სიკუდილისა თჳსისა, რამეთუ ეგლოვდა სამოველ საულს. და უფალმანცა შეინანა, რამეთუ დაადგინა იგი მეფედ ისრაჱლსა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი