მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 7

1და მოვიდნეს კარიათიმელნი და წარიღეს მათ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, შეიღეს იგი სახლსა მას ამინადაბისა, რომელი დაშენებულ იყო ბორცუსა მას ზედა, და გამოირჩიეს ძე მისი, ელიაზარ, და დაადგინეს მცველად კიდობანსა მას უფლისასა.

2და იყო, ვინათგან შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისა კარითიამად, და განმრავლდეს ჟამნი, და დაყო ვითარ ოცი წელი და მოიქცა ისრაჱლი უფლისა მას დღესა შინა.

3და რქუა სამოველ ყოველსა ისრაჱლსა: უკუეთუ მოიქცეთ უფლისა ყოვლითა გულითა თქუენითა, და განიშოროთ კერპთმსახურებაჲ და მონებდეთ უფალსა ღმერთსა, და მან გიჴსნნეს თქუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა.

4ისმინეს სიტყუაჲ იგი ძეთა ისრაჱლისათა, და განაგდეს ბაალი და სერტყები და კერპი იგი ასტაროთისი და მონებდეს უფალსა ღმერთსა.

5და რქუა მას სამოველ: შეკრბით ყოველი ერი ისრაჱლისა მასეფათდ, და ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ!

6და შემოკრბა ყოველი ერი მასეფათდ და მოიღეს წყალი და მოაპკურეს ქუეყანას წინაშე უფლისა და იმარხეს მას დღესა და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე უფლისა! რამეთუ შჯიდა სამოველ მასეფათს ძეთა ისრაჱლისათა.

7და ესმა უცხოთესლთა მათ, რამეთუ შეკრბეს მასეფათდ ძენი ისრაჱლისანი და შეკრბეს უცხოთესლნიცა იგი და მოვიდეს ისრაჱლისა და გამოვიდნენ ისრაჱლნი უცხოთესლთა მათ ზედა. და ესმა რაჲ ესე ძეთა მათ ისრაჱლისათა, შეეშინათ ფრიად.

8და რქუეს ძეთა ისრაჱლისათა სამოელს: ნუ დასცხრები ლოცვასა უფლისა ღმრთისა მიმართ ჩუენთჳს, რათა გჳჴსნეს ჩუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა.

9და თქუა სამოველ: არა დავსცხრები ლოცვასა უფლისა მიმართ თქუენთჳს! და მოიქვა სამოველ კრავი ერთი მწოვარი და შესწირა მსხუერპლად უფლისა ყოვლისათჳს ერისა ისრაჱლისა. და ისმინა უფალმან ლოცვა იგი სამოველისა.

10და ვიდრე შესწირვიდა სამოველ მსხუჱრპლსა მას, უცხოთესლნი იგი მი-ხოლო-ვიდეს განმზადებულნი ბრძოლად ისრაჱლისა. და ქუხდა უფალი უცხოთესლთა მათ ზედა ჴმითა კრჩხიალებისათა, და შეძრწუნდეს და ძლევასა მიეცნეს წინაშე ისრაიტელთა მათ. და გამოვიდეს ისრაიტელნი იგი მასეფათით.

11და დევნა-უყვეს, და ეწივნეს, მოსრნეს უცხოთესლნი იგი და ნეშტი იგი მეოტად წარიქციეს ბეთსაბემდე.

12და მოიღო სამოველ ლოდი ერთი და აღმართა იგი შორის მასეფათსა და შორის განსაწყობელსა მას, და უწოდა სახელი მისი აბენეზერ, რომელ არს თარგმანებით ლოდი შეწევნისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: აქამომდე შეგვეწია ჩუენ უფალი.

13და დაამდაბლნა უფალმან უცხოთესლნი იგი. და არღარა შესძინეს ზედამისლვად ისრაჱლისა. და იყო ჴელი უფლისა უცხოთესლთა მათ ზედა ყოველთა დღეთა სამოველისათა.

14და უკმოიღეს ქალაქები იგი, რომელი დაეპყრა უცხოთესლთა მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, აკარონითგან ვიდრე გეთადმდე დაიპყრეს საზღვარი იგი ისრაჱლისა ჴელთაგან უცხოთესლთასა. და იყო მშჳდობაჲ შორის ისრაჱლსა და ამორეველთა მათ.

15და შჯიდა სამოველ ყოველთა ადგილთა წმიდათა მათთა.

16და მოვიდის იგი არმათემადვე, რამეთუ საყოფელი მისი მუნ იყო; და მუნ განიკითხავნ ისრაჱლსა და აღაშენა მუნ სამოველ საკურთხეველი უფლისა.


წინა თავი შემდეგი თავი