მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 31

1და უცხოთესლნი იგი ებრძოდეს ისრაიტელთა მათ. და ძლევასა მიეცა ისრაელი და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მბრძოლი ისრაჱლისა პირისაგან უცხოთესლთასა და დაეცნეს წყლულნი მთასა მას ზედა გელბუესა.

2და მიიწინეს უცხოთესლნი იგი საულის ზედა და ძეთა მისთა და მოკლეს ონათან და ამინადაბ და მელქისაკე, ძენი საულისანი.

3დამძიმდა ღუაწლი იგი საულს ზედა და ჰპოვეს იგი კაცთა მოისართა, და წყლეს იგი ძნიად, რამეთუ სცეს მას გულისეზოთა და ნესტუსა მიუწიეს.

4და ჰრქუა საულ მენიჟაგორესა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და მომკალ მე, ნუუკუე მოვიდენ წინადაუცუეთელნი იგი და მომკლან მე, და სულთა აღმოსლვასა კიცხევით დამწერტდენ მე. და არა უნდა მემშჳლდკაპარჭესა მას მიყოფად ჴელი მისი საულისა, რამეთუ ეშინოდა ფრიად და აღმოიჴადა საულ ჴმალი თჳსი და დაეცვა მას ზედა.

5ვითარცა იხილა მემშჳლდკაპარჭემან მან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, იჴადა მანცა ჴმალი თჳსი და დაეცვა და მოკუდა იგიცა მის თანა.

6და მოკუდა საულ და სამნი ძენი მისნი და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი მის თანა და ყოველნი კაცნი მისნი ერთბამად.

7და ვითარცა იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი-იგი მიერ იყუნეს ღელესა მას, და რომელნი-იგი წიაღ იყვნეს იორდანესა, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი, და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები იგი მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი, დაემკჳდრნეს მათ შინა.

8და ხვალისაგან მოიქცეს უცხოთესლნი იგი დაძარცვად მძორებისა მის, და ჰპოვეს საულ და სამნივე ძენი მისნი მთასა მას ზედა გელბუესა.

9განსძარცვეს სამოსელი მას, მოჰკუთეს თავი მისი და წარიღეს საჭურველი მისი და წარავლინეს მახარობელი კერპთა მიმართ მათთა და ერისა მიმართ მათისა და ყოველსა ქუეყანასა მათსა.

10და მოიღეს საჭურველი მათი და დადვეს ბაგინსა მათსა კერპთა მათთასა, და გუამი მისი დამოჰკიდეს ზღუდესა მას ზედა ბელსანისასა.

11ვითარცა ესმა იგი მკჳდრთა მათ იაბის გალადისთა, რა-იგი უყვეს საულს,

12აღდგეს ყოველნი კაცნი ძლიერნი, წარვიდეს და წარმოიღეს გვამი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა, ბეთსანით და აღიხუნეს იგინი იაბის და დაწუნეს ჴორცნი მათნი ცეცხლითა.

13ხოლო ძვალნი იგი მათნი დაფლეს ყანასა მას იაბისა და იმარხვიდეს შჳდ დღე.


წინა თავი