მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი მეფეთა წიგნი
თავი 16

1და ჰრქუა უფალმან სამოველს: ვიდრემდე ეგლოვდე შენ საულს? რამეთუ განმიგდებიეს იგი, რათა არღარა მეფობდეს იგი ისრაჱლსა ზედა, არამედ აღავსე რქა ეგე შენი ზეთითა და წარგავლინო შენ ბეთლემად იესესა, რამეთუ გამოვირჩიე ჩემდად ძეთაგანი იესესთა მეფედ!

2მიუგო სამოველ უფალსა და ჰრქუა: ვითარ მივიდე მე, ნუუკუჱ სცნას საულ და მომკლას მე? ჰრქუა უფალმან სამოველს: წარიბ შენ თანა დიაკეული, ერთი მროწლისაგან. და ესრე სთქუა, ვითარმედ: შეწირვად მოვსრულვარ მსხუერპლთა უფლისათა.

3და მოუწოდე იესეს და ძეთა მისთა შესაწირავსა მას თანა და გაუწყო შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს შენდა ყოფად. და სცხე მას ჩემდად, რომლისაცა გიბრძანო შენ!

4და ყო სამოველ ყოველივე, რაჲცა უბრძანა მას უფალმან, და მოვიდა იგი ბეთლემად. და განიკჳრვეს მოხუცებულთა მათ ქალაქისათა შესლვა იგი მისი და ჰრქუეს მას: მშჳდობით არს შემოსლვა ეგე შენი ჩუენდა, მხილველო?

5ხოლო მან ჰრქუა: მშჳდობით არს, რამეთუ მსხუერპლისა შეწირვად მოვსრულ ვარ უფლისა! არა განწმიდენით თავნი თქუენნი და ჩემ თანა ინაჴ-იდგით დღეს, მსხუერპლისა ამის ჟამსა. და განწმიდნა მან იესე და ძენი მისნი, მიუწოდა მათ მსხუერპლთა მათ ზედა.

6და მოვიდეს იგინი მის წინაშე. და ვითარცა იხილა მან ელიაბ, თქუა წინაშე უფლისა: ესე-მე იყოს ცხებული მისი?

7და ჰრქუა უფალმან სამოველს: ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს.

8და მოუწოდა იესე ამინადაბს და წარმოდგა იგი სამოველის წინაშე და თქუა: არცაღა ესე გამოირჩია ღმერთმან.

9მერმე წარმოუდგინა მას იესე სამაა და თქუა სამოველ: არცაღა ეგე გამოირჩია უფალმან!

10და წარმოუდგინა იესე შჳდნივე იგი ძენი მისნი წინაშე სამოველისა და ჰრქუა სამოველ იესეს: არა ვინ გამოირჩია უფალმან ამათგანი.

11მერმე ჰრქუა სამოველ იესეს: ეგოდენ არიან ძენი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: არსღა ერთი სხვა უმცირესი ამათსა სამწყსოსა გარე ცხოვართასა. და ჰრქუა სამოველ იესეს: წარავლინე მსწრაფლ და მოიყვანე იგი აქა, რამეთუ ვერ ეგების ჩუენდა ინაჴით დასხდომა, ვიდრე არა მოვიდეს იგი აქა.

12და წარავლინა იესე და მოიყვანეს იგი წინაშე სამოველისა. და იყო იგი მწითურ, პირითა მხიარულ, გრემან, ქმნილკეთილ ხილვითა. მაშინღა ჰრქუა უფალმან სამოველს: აღდეგ ადრე და სცხე დავითს, რამეთუ ეგე გამოვირჩიე!

13და მოიღო სამოველ რქა იგი საცხებელისა მის და სცხო მას წინაშე ძმათა მისთა, და მოვიდა სული უფლისა დავითის ზედა მიერ დღითგან მყოვარ ჟამ და წარვიდა სამოველ არმათემადვე.

14და სული უფლისა განეშორა საულისგან და შეუჴდა მას სული უკეთური ბრძანებითა უფლისათა და აჭირვებდა მას.

15მიუგეს მონათა საულისათა და ჰრქუეს: ესერა, სული უკეთური შეგაშფოთებს შენ უფლისა მიერ;

16აწ ისმინე სიტყუათა მონათა შენთა. და უძიოთ უფალსა ჩუენსა კაცი ერთი, რომელმან იცოდის სახიობა გალობათა უფლისათა ქნარითა. და რაჟამს მოიწეოდის შენ ზედა სული უკეთური უფლისა მიერ, იტყოდის იგი გალობასა უფლისასა ქნარითა. და კეთილ იყოს იგი შენდა და განისუენებდი.

17და თქუა საულ მონათა მისთა მიმართ: მიძიეთ მე კაცი ერთი, რომელი კეთილად გალობდეს უფლისასა, და მოიყვანეთ იგი ჩემდა.

18მი-ვინმე-უგო ერთმან მონათაგანმან და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი ბეთლემს, რომელი კეთილად გალობდა სახიობასა უფლისასა მეცნიერებით, და კაცი ბრძენი და ძალით ძლიერი და მჴნე, მჭევრი სიტყჳთა და შუენიერი ხილვითა, და უფალი არს მის თანა.

19და წარავლინა საულ მოციქული იესესა თანა და ჰრქუა: მომივლინე მე დავით, ძე შენი, რომელი არს სამწყსოსა ცხოვართა შენთასა!

20და აჰკიდა იესე კარაულსა ცხოვარი ერთი, პური, თხიერი ერთი ღჳნო და ერთი თიკანი და მიუძღვანა იგი იესე დავითის მიერ, ძისა თჳსისა, საულს.

და შემოვიდა დავით და დადგა მის წინაშე და შეიყვარა იგი საულ ფრიად. და იყო დავით მომრთმელი მშჳლდ-კაპარჭთა მისსა.

21და მიავლინა საულ კაცი ერთი იესესა და ჰრქუა: რათა დგეს დავით ჩემ წინაშე მარადის, რამეთუ პოვა მადლი წინაშე თუალთა ჩემთა!

22და იყო, რაჟამს მოიწიის სული უკეთური უფლისა მიერ საულისა, მიიღის დავით ქნარი იგი და გალობნ მის წინაშე და განუსუენის საულსა, და სათნო-უჩნ მას, და განეყენის მისგან სული იგი უკეთური.


წინა თავი შემდეგი თავი