მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 20

1და იყო მოწევნასა მას მეორისა წელიწადისასა განსლვასა ოდეს მეფეთასა, და მოიყვანა იოაბ ყოველი ძლიერისა. და განრყუნეს ყოველი სოფელი ძეთა ამონისთა, და მოვიდეს და გარემოადგეს არაბათსა. და დავით იყოფოდა იერუსალჱმს. და მოსრა იოაბ არაბათი და დაარღჳა იგი.

2და მოიღო დავით გჳრგჳნი მოლქომისა, მეფისა მათისა, თავისაგან მისისა. და იყო სასწორი მისი ტალანტი ოქროსა. და მას შინა იყო ანთრაკი პატიოსანი და დაიდგა იგი თავსა დავით და ნატყუენავი იგი ქალაქისა გამოიღო მრავალი ფრიად.

3და ერი იგი მას შინა გამოიყვანა და განხერხნა იგინი ხერხითა რკინისათა. ესრეთ უყო დავით ყოველთა ძეთა ამონისთა. და მოიქცა დავით და ყოველი ერი მისი იერუსალჱმდ.

4და იყო ამისა შემდგომად ბრძოლა გაზერს შინა უცხოთესლთა თანა. მაშინ მოკლა სობოქე უსთელმან სეფი ძეთაგან გმირთა და დასცა იგი.

5და მერმე კუალად იყო ბრძოლა უცხოთესლთა თანა და მოკლა ელენან, ძემან იათისმან, ლეიმი, ძმა გოლიადი გეთელისა და ტარი ლახურისა მისისა, ვითარცა ლვილი ქსელთა.

6და იყო მერმე ბრძოლა გეთსა, და იყო კაცი უფროსად მწვისე და ესხა თითები ჴელთა და ფერჴთა მისთა ექუს-ექუს - ოცდაოთხი. იგი იყო ძე გმირთა.

7და აყუედრა ისრაჱლსა და მოკლა იგი იონათან, ძემან სამაასმან, ძმისწულმან დავითისამან. ესენი ესხნეს რაფას გეთსა შინა. ყოველნი ესე იყუნეს კაცნი გმირნი. დაეცნეს ესენი ჴელითა დავითისათა და ჴელითა მონათა მისთათა.


წინა თავი შემდეგი თავი