მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 5

1და ძენი რუბენისნი, პირმშოსა ისრაჱლისა, რამეთუ ესე იყო პირმშო, აღსვლისა მისთჳს საწოლსა მამისა თჳსისა მისცა კურთხევა მისი ძესა მისსა იოსებს, ძესა ისრაჱლისასა, და არა შეერაცხა ნათესავად პირმშოდ.

2რამეთუ იუდა იყო ძლიერ ძალითა ძმათა შორის მისთა, და იყუნეს მთავრად მისგანნი. ხოლო კურთხევა იგი იყო იოსებისა.

3და ძენი რუბესნი, პირმშოსა ისრაჱლისანი: ენოქ და ფალუს, ასრომ და ქარმი.

4და ძენი იოელისნი: სემეი და ბანეა, ძე მისი, და ძენი გეგისნი.

5ძისა სემეისნი, ძე მისი ბაალ.

6ძე მისი ბაელ, რომელი წარტყუენა თაგლადფალნასარ, მეფემან ასურეთისამან. ესე მთავარი რუბენისი.

7და ძმანი მისნი იყუნეს მამულსა მათსა და ნაწილსა მათსა ნათესავთაებრ მათთა: მთავარი იოელ და ზაქარია.

8და ბალე, და ოზუზისი, ძე სამასა, ძე იოელისი. ესე დაემკჳდრა აროირს ნაბავით კერძო და ბელმასონით.

9და მზისა აღმოსავლით დაეშენა, ვიდრე ამოსლვადმდე უდაბნოდ მდინარითგან ევფრატით, რამეთუ საცხოვარი მათი ფრიად იყო ქუეყანასა გალადისსა.

10და დღეთა საულისთა ყვეს ბრძოლა მკჳდრთა მათ მიმართ მის ქუეყანისათა. და დასცნეს ჴელითა მათითა დამკჳდრებულნი იგი კარვებსა ყოველნივე აღმოსავლად კერძო გალადისსა.

11და ძენი გადისნი წინაშე მათსა დაემკჳდრნეს ბასანს შინა ვიდრე ზელაქადმდე:

12იოელ, პირმშო, და საფან, მეორე, და ანა მწიგნობარი, ბასანს.

13და ძმანი მათნი და სახლად მამული მათი: მიქეელ, და მოსოლამ, და სობეე, და იორეე და იოაქამ და აზოვე და ობედ - შვიდნი.

14ესე ძენი აბიქესნი, ძისა ურისნი, ძისა იედელისნი, ძისა მიქეელისნი, ძისა იესესესნი, ძისა გალადისნი, ძისა იედადისნი, ძისა ქიბულისნი.

15ძისა აბდიელისნი, ძისა გუნდისნი- მთავარნი სახლისა მამულისანი.

16და დაემკჳდრნეს გალაადს და ბასანსა შინა და დაბნებსა მათსა და ყოველსა გარემო სოფლებისა სარონისასა, ვიდრე განსლვადმდე

17ყოველთა ნაწილად ხუედრებულისა დღეთა იოათამისთა, მეფისა იუდასათა, და დღეთა იორობოამისათა, მეფისა ისრაჱლისთა.

18ძენი რუბენისნი და გადისნი და კერძოსა ტომისა მანასესი ძეთაგან ძლიერებისათა კაცნი, რომელნი აღიღებდეს საჭურველსა და მახჳლსა და მომრთხმელნი მშჳლდისანი და წურთილნი ბრძოლასა ორმეოცდაოთხნი ათასნი და შჳდას და სამეოცნი, რომელნი განვიდეს წყობად.

19და ჰყოფდეს ბოროტსა აგარელთა თანა, და იტურელთა, და ნაფისელთა, და ნადაბელთა.

20და განძლიერდეს მათ ზედა, და მოეცნეს ჴელთა მათთა აგარელნი იგი და ყოველი საყოფლები მათი, რამეთუ ღმრთისა მიმართ ღაღად-ყვეს ბრძოლასა შინა და ისმინა მათი ღმერთმან, რამეთუ ესვიდეს მას.

21და წარმოტყუენეს ჭურჭელი მათი, აქლემი ხუთი ათასი, და ცხოვარი ორას და ერგასისი ათასი, ვირი ორი ათასი, და სულები მამათა ასი ათასი.

22რამეთუ მრავალი წყლულებაჲ ყვეს და მოსრეს. რამეთუ უფლისა მიერ იყო ბრძოლა და დაემკჳდრნეს მათ წილ ვიდრე წარტყუენვადმდე მათისა.

23და ზოგი ნათესავი მანასესი დაემკჳდრა ქუეყანასა ბასანითგან ვიდრე ბაალერმონადმდე, და სანირდ, და მთად აერმონისა და ლიბანესა, ესენი განმრავლდეს.

24და ესენი იყუნეს მთავარნი და წინამძღუარნი სახლთა მამულთა მათთანი: ოფერ და იესსი, და ელიელ, და ეზრიელ, და იერმია, და ოდუი, და იედიელ, კაცნი ძლიერნი ძალითა და კაცნი სახელოვანნი, მთავარნი სახლთა მამათა მათთანი.

25და შეურაცხება ქმნეს ღმრთისა მიმართ მამათა მათთასა და ისიძვიდეს შემდგომად ღმერთთა ერისა მის ქუეყანისათა, რომელნი-იგი აღჴოცნა ღმერთმან პირისაგან მათისა.

26და აღუდგინა ღმერთმან ისრაჱლისამან სული ფალუქისი, მეფისა ასურეთისა, და სული თალგათფალსარისი, მეფისა ასუბისა, და წარტყუენეს რუბენ და გადი და ზოგი ნათესავი მანასესი, და წარიყუანნა ქალად და ქაბორად და მდინარესა მას ქუზასტანისასა ვიდრე აქა დღედმდე.


წინა თავი შემდეგი თავი