მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 4

1და ძენი იუდასნი: ფარეზ, ესრომ, ქარიმ, და ორ და უბარ.

2დარა, ძე მისი. და სუბე შვა იეთე. და იეთე შვა აქიმე და ლაად. ესე შობანი არიან სალათისნი.

3და ესენი ძენი არიან ეტამისნი: და იეზრაელ, და იესმა და იაბეს, და სახელი დისა მათისა ესელელფონ.

4და ფანელ, მამა გედირისა, და ეზელ, მამა სოსანისა. ესე ძენი ორისნი, პირმშოსა ეფრათაისნი, მამისა ბეთლაემისა.

5და საურ, მამისა თეკუესა, იყუნეს ორნი ცოლნი: აალა და ნოორა.

6უშვა მას ნოორა: ოქსამ, და ეფად, და თემან და ასთერა. ყოველნი ესე ძენი ნორასნი.

7და ძენი აალასნი: ასარეთი, და ასარა და ეთნან.

8და კორე შვა ენონ და სობება. და ესე შობანი არიან ძმისა რექაბისნი, ძისა იარიმისნი:

9და იყო იაგაბეს უდიდებულეს ძმათა თჳსთა, და დედამან მისმან უწოდა მას სახელი იაგბეს, და თქუა: ვშევ, ვითარცა იაგბეს.

10და ხადა იაგბეს ღმერთსა ისრაჱლისასა და თქუა: უკუეთუ კურთხევით მაკურთხო მე და განამრავლნე საზღუარნი ჩემნი, და იყოს ჴელი შენი ჩემ თანა, და ჰყო საცნაური ჩემ თანა არა დამდაბლებად ჩემდა! და მოსცა მას ღმერთმან ყოველი, რაოდენიცა ითხოა.

11და ქალებ, მამამან ასქანასისმან, შვა მაქირ, ესე - მამა ასათონისი.

12და ასათონ შვა ფათრეფი, და ფესეე, და თანა და მამა ქალაქისა ნაას, ძმისა ასალონისი, კენეზიანი. ესე არიან კაცნი რეფესანი.

13და ძენი კენეზისნი: გოთონიელ და სარაია. და ძე გოთოლიისი: - ათათ.

14და მანათი შვა გეფორა, და სარაია შვა იობაბ, მამა გერსასიმისა, რამეთუ ხურონი იყუნეს.

15და ძენი ქალებისა იეფონესნი: ერალა, და ნაამ. და ძე არამისი: -კენეეზ.

16და ძენი იალელისნი: ზიფი, ზეფაა, და თირა და ეზერაელი.

17და ძენი ეზარელისნი: ეთერი, მოლარი, და ფერ. და იაღონ შვა იეთერ, და მარო, და სემაი, და იესბა, მამა სესთემონისა.

18და ცოლმან მისმან ადა უშვა მას იარედი, მამა გედორისა, და აბერი, მამა სოქოასა, და იეთიელ, მამა ზანოისი. და ესე არიან ძენი ბეთთასი, ასულისა ფარაოსი, რომელი მოიყვანა მორედ.

19და ძენი ცოლისა ოვდიასი, დისა ნაქემისნი, და დალია, მამა კეილაისა. და საბეგონ, მამა იომანისა, და ძენი ნაემისნი მამისა კელაისანი ტარმიკეანისანი: ესთეო და მაქათი.

20და ძენი სემიონისნი: ამნონ და რანო და ძე ანანისი - თილონ. და ძენი ესთესნი: ბენზჰეთ და ზოქათ. და ძენი ზოქათისნი

21და ძენი სელონისნი, ძისა იოდასნი: ერ, მამა ლექადისა, და ლაადა, მამა მადესი, და შობანი მათნი ესთაად და აბუს, სახლსა ესობასა, და იოაკიმისა,

22და კაცნი ქოზიბასანი და იოასისნი სალაფინელი, რომელნი დაეშენნეს მოაბს და კუალად მოაქცინა იგინი, აბედდერინ და ათუკიიმ.

23ესე მეკეცენი, რომელნი დაემკჳდრნეს ატალიმს და გადერს მეფისა თანა. და მეფობასა თანა მისსა განაძლიერეს იგი და დაემკჳდრნეს მუნ.

24და ძენი სჳმეონისნი: ნამუელ და იამინ, იარიმ, ზარა, საულ,

25და სალიმ, ძე მისი, მაბესან, ძე მისი, ასემან, ძე მისი, მაზბან, ძე მისი,

26ამუელ, ძე მისი, საბუდ, ძე მისი, საქურ, ძე მისი, სემეეი, ძე მისი.

27და სემეემისნი ძენი - ათექუსმეტ და ასულნი ექუს; და ძმათა მათთა არა ესხნეს ძენი მრავალ, და ყოველნი ნათესავნი მათნი არა განმრავლდეს, ვითარ-იგი ძენი იუდასნი.

28და დაემკჳდრნეს ბერსაბეეს და სამაას, და მოლაადს, და სერასულას,

29და ბალაას, და ასომს, და სთოლად,

30ბათულს, და ერმას და სიკელაკს.

31ბეთმაქაბოროს და კერძოსა სესომისისასა. და სახლი ბარუმისი -სეორიმი. ესე იყუნეს ქალაქნი მათნი ვიდრე დავითის მეფისამდე.

32და საყოფელნი მათნი: ერამინი, და ერემონი, და თოკანი, და ესანი და თეკანი - ქალაქები ხუთი.

33და ყოველი საყოფელები მათი გარემო ქალაქებსა ამას ვიდრე ბაალადმდე; ესე არს სამკჳდრებელი მათი და ნაწილად ხუედრებული მათი:

34მოსობაბი, და ამალეკი და იოსია, ძე ამასიასი.

35და იოელ და იესუ, ძე იოსაბიასი, და ძე სარაიასი, ძე ასიელისი.

36და ელიონეი, და იეკებ, და იასოილ, და ასაიაი, და ედიელ, და ისმაელ და ბანეა.

37და ზოზა, ძე სეფეისი, ძისა ალონისი, ძისა იედიასი, ძისა სამარიასი, ძისა სამეასი.

38ესე არიან, რომელნი განვიდეს სახელებითა მთავართათა ნათესავთა შორის მათთა, და სახლთა შორის მამათა მათთა განმრავლდეს ფრიად სიმრავლედ.

39და მიიწივნეს ვიდრე გერარად, ვიდრე აღმოსავალადმდე გაისა, ძიებად საძოვარისა საცხოვართა მათთჳს.

40და პოეს საძოვარი კეთილი და პოხილი, და ქუეყანა ვრცელი წინაშე მათსა, მშჳდობა და მყუდროება, რამეთუ ძეთაგან ქამისთანი იყუნეს მუნ პირველ დამკჳდრებულ.

41და მოვიდეს ესენი დაწერილნი სახელით დღეთა ეზეკია მეფისა ჰურიასტანისათა, და მოსრნეს მკჳდრნი მათნი და მინელნი იგი, რომელნი პოვნეს მუნ, და შეჩუენებულ-ყუნეს იგინი ვიდრე აქა დღედმდე და დაემკჳდრნეს მათ წილ, რამეთუ საძოვარი საცხოვართა მათთათჳს იყო მუნ.

42და მათთაგანვე, ძეთა სჳმეონისთანი, წარვიდეს მთასა სეირსა კაცნი ხუთასნი: ფალეტია და ნოადია და რაფადია და ოზიელ, ძენი ესთისნი და მთავარნი მათნი.

43და მოსრნეს დაშთომილნი იგი ნეშტნი ამალეკისანი და დაემკჳდრნეს მუნ ვიდრე აქა დღედმდე.


წინა თავი შემდეგი თავი