მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
პირველი ნეშტთა
თავი 8

1და ბენიამინ შვა ბალე, პირმშო მისი, და იასბელ, მეორე, და ზარა, მესამე,

2და იოვა, მეოთხე, და რაფე, მეხუთე.

3და იყუნეს ძენი ბალესნი: იარედ, და გერა, და აბიუდ,

4და აბისუე და ნამან, და გერა,

5და სოფან, და აქირამ და ოიმ.

6ესე ძენი ადოდისნი, ესე არიან მთავარნი ტომთანი მკჳდრთა გაბესანი. და მიიყვანნა იგინი მანაქადით:

7ნოომა, და აქია, და გერა, ესე არს ეგლაამ, და შვა მან აზა და იაბიქად.

8და სარაიმ შვა მოაბ შემდგომად განვლინებისა მისისა ოზიმისსა და ბაარასი.

9და ადა, ცოლისაგან მისისა, შვა იოაბ, და სები, და მოსა, და მელქან,

10და იეუს, და სებია, და მარმა. ესენი იყუნეს მთავარნი ტომთანი იოსიმისა.

11და შვა მოსიმ აქიტობი და ალფადი.

12და ძენი ალფადისნი: ოედ და მისაალ და სეამერ. ამან აღაშენა ონაა და ლოოდი და დაბნები მისი.

13და ბარიგა და საამა - ესე მთავარნი ტომთანი მკჳდრთა აილამისათა, და ამათ განასხნეს დამკჳდრებულნი გედისანი.

14და ძმანი მისნი: მოსექ, და არიმუთ,

15და აზაბადია, და მარედიმ და ადერ,

16და მიქაელ და იესფაგ, და იოაქა, და იეზია - ძენი ბარიადისა.

17და ზაბადია, და მოქოლამ, და აზაკი, და აბარ,

18და იესამარი, და იეზრია და იობაბ. ესე იყუნეს ძენი ელფაასნი.

19და იაკიმ, და ზექრი, და ზაბდი.

20და იელიოენე და სალთი და ელიელი,

21და ალაია, და ბერიგია, და ბარეა და სამარათ - ძენი სამაითისნი.

22და იესფან, და ობედ, და ელელ,

23აბდონ, და მექრი, და ანან,

24და ანანაია, და ამბრი, და ელამ, და ანათოთია,

25და ათინ, და იეფადია და ფანუელ - ძენი სოსეკისნი,

26და სამარია, და სარაია, და გოთოლია,

27და იარასია, და ელია და ზექრი - ძენი ქერომისნი.

28ესე მთავარნი ტომთანი მსგავსად ნათესავისა მათისა, მთავარნი და წინამძღუარნი დაემკჳდრნეს იერუსალჱმს.

29და გაბონს შინა დაემკჳდრა მამა გაბოანისი, და სახელი ცოლისა მისისა - მააქა

30და ძე მისი - პირმშო აბდონ, და ისურ, და კის, და ბაალ, და ნერ, და ნადაბ,

31და გედურ და ძმანი მისნი: ზაქურ და მალალოთ,

32რომელ შვა სემაა. და ამათ წინაშე ძმათა მათთა დაიმკჳდრეს იერუსალჱმს ძმათა თჳსთა შორის.

33და ნერ შვა კისი, და კისი შვა საულ, და საულ შვა იონათან, და მელქისუე, და ამინადაბ და ისბალ.

34და იონათან შვა მემფიბაალ და მემფიბაალ შვა მიქა.

35და ძენი მიქასნი: ფითონ, და მალქოთ, და თარე და აქაზ.

36და აქაზ შვა ოვიდა, და ოვიდა შვა გალემათ, და აზმოთ და აზამბრი, და აზამბრი შვა მესა.

37და მესა შვა ბაანა. რაფაეა, ძე მისი, ელეასა, ძე მისი, ესეელ, ძე მისი.

38ესეელს ესხნეს ძენი ექუს, და ესე არს სახელები მათი: ასრიკამ, პირმშო მისი, და ისმაელ, და სარია, და აბდია, და ანან: ესე ყოველნი ძენი ესეელისნი.

39და ძენი ესეელისნი ძმისაგან მისისა: ულამ, პირმშო მისი, და აეას, მეორე, და ელიფალეტ, მესამე.

40და იყუნეს ძენი ელიკამისნი ძლიერნი კაცნი ძალითა და მომრთხმელ მშჳლდისა და მრავალ ძეებ ესხა და შჳლისშჳლ, ძისწულებ, ასერგასის იყუნეს ყოველნი ესე, ყოველნი ძეთაგან ბენიამენისთანი.


წინა თავი შემდეგი თავი