მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ივდითი
თავი 10

1და იყო, ვითარცა დასცხრა ღაღადებისაგან უფლისა მიმართ ღმრთისა ისრაჱლისა და აღასრულნა ყოველნი სიტყუანი ესე. და აღდგა თაყუანისცემისაგან თჳსისა.

2და მოუწოდა შიმუნვარსა თჳსსა და განვიდა სახიდ თჳსსა, რომელსა შინა იყოფინ დღესა შაბათსა დღესასწაულთა მისთა.

3განიძარცვა ძაძა იგი, რომელ ემოსა ქურიობისა მისისა, და განიბანა გუამი წყლითა და იცხო ნელსაცხებელი ჴშირი და განითხზა სამკაულად თმა თჳსი და დაიდგა თავსა ხოირი და შეიმოსა სამოსელი სიხარულისა მისისა, რომლითა შეიმოსის ცხორებასა მანასესა, ქმრისა თჳსისასა.

4და შეისხნა ჴამლნი მოოქროვილნი ფერჴთა მისთა და შეისხნა სამკლავენი და სავლტენი და ბეჭედი და საყურნი და ყოველი სამკაული მისი და. შეიმკო თავი თჳსი ფრიად საცთუნებელად მამაკაცისა თუალთა, რომელთა იხილონ იგი.

5და აჰკიდა შიმუნვარსა მას თხიერაკითა ღჳნო და კოკით ზეთი და პური წმიდითა ყოვლითა და ყოველი ჭურჭელი მისი, და აჰკიდეს მას.

6და განვიდეს ორნივე ბჭეთა ქალაქისათა ბეტულასათა პოვნეს, ზედამდგომელად მას ზედა ოზია და მოხუცებულნი ქალაქისანი ქარბი და ქარმი.

7და ვითარცა იხილეს იგი, იყო პირი მისი ცვალებულ და სამოსელი მისი იქცევის, დაუკჳრდა სიკეთე მისი ფრიად.

8და ჰრქვეს მას: განვედ მშჳდობით, უფალი ღმერთი იყავნ შენ თანა წინაშე შენსა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა, ღმერთმან მამათა ჩუენთამან მოგეცინ შენ მადლი და აღასრულენ ზრახვა შენი სიქადულად ძეთა ისრაჱლისათა და აღსამაღლებელად იერუსალჱმისა. და ივდით თაყუანი-სცა პირსა ზედა თჳსსა ღმერთსა.

9და ჰრქუა მაო ივდით: ყავნ აწ უფალმან ღმერთმან სიტყუათა თქუენთაებრ და პოვენ მადლი მჴევალმან მისმან წინაშე თუალთა მისთა. აწ უკუე მიბრძანე მე განხუმად ბჭეთა ქალაქისათა და განვიდე აღსრულებად სიტყუათა, რომელთა იტყოდეთ ჩემ თანა. და უბრძანეს ჭაბუკთა მათ, რათა განუხუნენ მას ბჭენი, ვითარცა-იგი ეტყოდა მათ.

10და განვიდა ივდით და მჴევალი მისი მის თანა ქალაქით და ხედვიდეს მას კაცნი იგი ქალაქისანი, ვიდრე გარდამოვიდოდეს მთასა მას.

11და ვიდრე გარდავიდა ღელესა მას მართლ და არღარა იხილეს. და მოეგებოდეს მას მჴუმილავნი იგი ასურასტანისანი.

12და შეიპყრეს იგი და ჰკითხვიდეს მას: ვიეთი ხარ და ვინა მოხვალ და ვიდრე ხვალ? და ჰრქუა მათ ივდით: ასული ვარ მე ებრაელთა და ვივლტვი, რამეთუ მოცემულ არიან იგინი თქუენდა შესაჭმელად.

13და მოვალ წინაშე ჰოლომფორესა, ერისთავისა მის ძლიერებისა თქუენისასა, თხრობად მისსა სიტყუათა ჭეშმარიტებისათა და უჩუენოთ მათ გზა, ვინა შევიდეს და ეუფლოს მას ყოველსა მთითკერძოსა და არა წარწყმდეს კაცთა ამათგანი ჴორციელი ერთი, არცა სული.

14ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე კაცთა მათ, განიცდიდეს პირსა მისსა. და იყო სიკეთე იგი მისი წინაშე მათსა საკჳრველ ფრიად და ჰრქუეს მას:

15განირინე სული შენი დღეს კეთილად, რამეთუ ისწრაფე გარდამოსლვად და შემთხუევად პირსა უფლისა ჩუენისასა და აწ მოუჴედ მას კარვად მისა და ჩუენგანთა.

16და წარ-ღა-სდგე წინაშე მისა, ნუ შეშინდებინ გული შენი, არამედ უთხარ მას ყოველი სიტყუათა მაგათ შენთაებრ და გიყოს შენ კეთილი. და გამოარჩიეს მათგანი ასი კაცი და შეავედრეს იგი და შიმუნვარი მისი და მიიყვანნეს იგინი კარავად ჰოლომფორესა. და მირბიოდეს ყოველნი მის ბანაკისანი, რამეთუ მიესმა ყოველსა კრებულსა ამბავი მოსლვისა მისისა. და ვიდრე დგა გარეშე კარავსა ჰოლომფორესსა, უთხრეს მას მისთჳს.

17და იკჳრვებდეს სიკეთესა მისსა, შეიყვანეს და შეიწყნარებდეს სიტყუათა მისთა, რამეთუ იყვნეს კეთილ ფრიად. დაუკჳრდეს ძენი ისრაჱლისანი მის გამო.

18და ეტყოდა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა: ვის ჴელეწიფების შეურაცხის-ყოფად ერისა ამის, რომელთა უსხენ ცოლნი ესევითარნი? არა ჯერ-არს დატევებად მამაკაცი მათგანი ერთიცა; რომელნი დაშთენ, შემძლებელ არიან მოკიცხებად ყოველსა ქუეყანასა. და გამოვიდეს ყოველნი მცველნი ჰოლომფორესნი და მსახურნი მისნი და შეიყვანეს იგი კარავსა მისსა.

19და მიწოლილ იყო ჰოლომფორე ცხედარსა თჳსსა ზედა და განისუენებდა ქუეშე სამუმლესა მას, რომელი ქმნულ-იყო ძოწეულისაგან და ოქროთა, მარგალიტითა და ანთრაკითა პატიოსნითა ქსული. და უთხრეს მას ყოველი მისთჳს, ვითარცა ესმა ივდითისათჳს. გამოვიდა ეზოსა მას კარავისასა ჰოლომფორნე და ლამპარნი ცეცხლისანი წინაუძღოდეს მას.

20და ვითარცა მოვიდა ივდით წინაშე პირსა მისსა, უკჳრდა სიკეთე იგი პირისა მისისა. და ივდით დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თაყუანი-სცა მას და აღადგინეს იგი მონათა მისთა.


წინა თავი შემდეგი თავი