მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ივდითი
თავი 9

1ხოლო ივდით დავარდა პირსა ზედა და გარდაისხა ნაცარი თავსა მისსა და განიძარცვა ძაძა, რომელი ემოსა გუამსა მისსა. და იყო მაშინ ოდენ შეწირულ იერუსალჱმს სახლსა უფლისასა საკურთხეველი მწუხრისა. ღაღადყო ივდით ჴმითა დიდითა უფლისა მიმართ ღმრთისა და თქუა:

2უფალო ღმერთო მამისა ჩემისა სჳმეონისაო, რომელმან მიეც მახჳლი ჴელსა მისსა შურის-საგებელად უცხოთესლთა,

3რომელთა განჴსნეს საშო ქალწულებისა შეგინებად და განაშიშულეს ჴორცნი შეგინებად სარცხჳნელად და საყუედრელად, რამეთუ სთქუ: არა ეგრე იყოს ამისთჳს, რამეთუ უსჯულო იქმნეს სისხლისა მიმართ ქალწულისა. და მოსცენ მთავარნი მათნი კლვად და სარეცელი მათი, რომელსა ზედა ქმნეს საცთური მათი, რომელსა სცთეს, სისხლად და მოისრნეს მონანი ძლიერთაგანი და ძლიერნი საყდართა ზედა მათთა. და მოსცენ ცოლნი მათნი ტყუედ და ასულნი მათნი წარსატაცებელად და ყოველი ნაყოფი მათი აღსაჭრელად ძეთა შეყვარებულთა შენთა მიერ, რომელთა შეიშურეს შური შენი და მოიძაგეს შეგინებაჲ სისხლისა მათისა და შენ გხადოდეს შემწედ, ღმერთო მამისა ჩუენისა სჳმეონისაო და ლევისო, ღმერთო აბრაჰამისაო, ისაკისაო და იაკობისაო, ღმერთო, ღმერთო ჩუენო, ისმინე ჩემი ქურივისა,

4რამეთუ შენ ჰყავ პირველი მათი და შემდგომი და აწინდელი, მომავალი განიზრახე, და იქმნეეს, უწოდე და წარმოგიდგეს შენ, რომელი ზრახე.

5და თქუეს: აჰა, აქა ვართ, რამეთუ ყოველნი გზანი შენნი მზა არიან და განკითხვანი წინაწარცნობაჲ,

6რამეთუ, აჰა ესერა, ასურასტანელნი განმრავლდეს ძალითა მათითა, ვითარცა ეგჳპტელნი ოდეს შეჭურვილნი სდევნიდენ მონათა შენთა, რომელნი ესვიდენ ეტლებსა, მჴედრებთა მათთა, იზახებდენ ჴმითა ამპარტავანებისათა, თჳსთა.

7არამედ იხილე მწყობრი მათი და სიბნელემან ტანჯნა იგინი.

8უფსკრული ექმნა საფრჴედ და წყალმან დაფარნა იგინი მშჳლდსა და შურდულსა გული შეუპყრიეს.

9ეგრეთვე უყავ ამათ, ჵ უფალო, რომელნი ესვენ სიმრავლეთა მათთა და ეტლებსა და მჴედრებსა და საჭურველებითა და მშჳლდ-კაპარჭითა და ოროლებითა მათითა იქადიან, და არა ცნეს, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან შემუსრნა ბრძოლანი. უფალი არს სახელი შენი.

10და არა იციან, რამეთუ შენ თავადი ხარ ღმერთი ჩუენი, რომელმან დასთრგუნი ყოველნი ძლიერნი და დასაბამითგან უფალ არს სახელი შენი.

11შენ დაამჴვე სიმრავლე მათი ძალითა შენითა და დაეც სიმტკიცე მათი გულისწყრომითა შენითა, რამეთუ ზრახავს შეგინებად სიწმიდე შენი და შებილწებად საყოფელი სახლისა შენისა და განსასუენებელი დიდებისა შენისა, დამჴობად რქა საკურთხეველისა შენისა.

12და ჰყავ, უფალო, რათა მახჳლითვე თჳსითა მოეკუეთოს თავი მისი.

13შეუპყრენ თუალნი მისნი საფრჴითა ჩემ შორის და დაეც იგი სიყუარულითა ბაგეთა ჩემთათა.

14მომეც მე სული სიმჴნისა, რათა შეუძლო შეურაცხება მისი და ძალმეც მოუძლურებად მისსა.

15ამისთჳს, რათა იყოს საჴსენებელად სახელისა შენისა. დაამჴვენ და მოსარ ამათი აღმდგომი ჴელითა ქველისათა, რათა ცნან ყოველთა მეუფებათა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი.

16რამეთუ სიმრავლითა არა არს ძალი შენი და სიმტკიცე შენი, არცა მოცემანი შენნი განაძლიერებენ, რამეთუ მდაბალთა ხარი ღმერთი, მოკლებულთა ხარ შემწე და ჴელისამპყრობელი უძლურთა, განწირულთა მფარველი, უსასოთა უსუსურთა ცხორებაჲ, მამა ობოლთა.

17ჰე, უფალო მამისა ჩემისა სჳმეონისაო და ღმერთო სამკჳდრებლისა ისრაჱლისაო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღუათა და ყოველთა წყალთაო, მეუფეო ყოველთა ქმნულთა შენთაო,

18შეისმინე ვედრებაჲ მჴევლისა შენისა და მოეც ზაკვა და ცთუნება წყლულებად მტერთა და საგვემელად მათდა, რომელნი-იგი შენისა სჯულისა მტერნი არიან და სახლისა სიწმიდისა შენისანი და თხემისა სიონისანი.

19და ყოველთა ზედა ტომთა შენთა მოხედე ფიცსა მას ჭეშმარიტსა, რომელი ეფუცე აბრაჰამს, რათა გიცოდის შენ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ძლიერებისა და სიმტკიცისა, და არა ვინ არს სხუა შემწე ისრაჱლისა შენსა გარეშე.


წინა თავი შემდეგი თავი