მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ივდითი
თავი 8

1და ესმა მათ დღეთა შინა ივდითს, ასულსა მერარისასა, ძისა ოქოზიასა, ძისა იოსეფისსა, ძისა ოზიელისასა, ძისა ელკიასსა, ძისა ანანიასსა, ძისა გედეონისსა, ძისა რაფინისსა, ძისა აქიტობისსა, ძისა ელიესისა, ძისა ქელკიასსა, ძისა ელიაბისსა, ძისა ნათანაელისსა, ძისა სალმელისსა, ძისა სარადაისსა, ძისა სჳმეონისსა, ძისა ისრაჱლისსა.

2და ქმარი მანასე მისვე ტომისა და მისვე მამულისა. და მოკუდა მანასე მკასა ოდენ ქრთილისასა.

3რამეთუ ზედაადგა იგი მომკალთა მჭელეულსა ველსა ზედა, სიცხემან დააცხო თავსა მისსა და დაწვა ცხედარსა მისსა ზედა და მოკუდა ბეტულსა, ქალაქსა თჳსსა. და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა ველსა მას შინა მახლობელად დოთაიმსა, ბალასონისა.

4და იყო ივდით სახლსა შინა თჳსსა ქვრივ სამ წელ და ექუს თუე.

5და იქმნა კარავი ერდოსა ზედა სახლისა თჳსისასა. და შეიმოსა წელთა მისთა ძაძა. და ემოსა მას სამოსელი ქურიობისა.

6და იმარხვიდა იგი დღე ყოველ ქურიობასა თჳსსა თჳნიერ შაბათსა და თვისთავთა და დღესასწაულთა და დღეთა სიხარულისათა და საჴსენებელთა სახლისა ისრაჱლისათა.

7და იყო კეთილი ხილვითა და შვენიერ პირითა ფრიად დაბრძენებულითა და სახიერ გონებითა და მდიდარ ფრიად. დაუტევა მას მანასე, ქმარმან მისმან, ოქრო და ვეცხლი, მონები და მჴევლები, და საცხოვარი და აგარაკები. და იყო მათ ზედა დადგომილ.

8და არავის ესმინა მათთჳს სიტყუაჲ ბოროტი, რამეთუ მოშიშ იყო ღმრთისა ფრიად.

9და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესევითარნი ერისანი მთავრისა მიმართ, რამეთუ სულმოკლე იქმნეს წყლისა ნაკლულევანებითა, და ესმეს ივდითს ყოველნი ესე სიტყუანი, რომელთა იტყოდა ოზია ერისა მიმართ და ვითარიგი ეფუცა მათ, ვითარმედ განსცეს ქალაქი შემდგომად ხუთისა დღისა ასურასტანელთა მათ. და მიავლინა შიმუნვარი თჳსი, რომელი ზედამდგომი იყო და მოღუაწე ყოველთა მონაგებთა მისთა, და მოუწოდა ოზიას მღდელსა და ქაბრის და ქარმის, მოხუცებულთა ყოველთა ქალაქისა მისისათა.

10და მოვიდეს მისა და ჰრქუა მათ: ისმინეთ ჩემი მთავართა მაგათ დამკჳდრებულთა ბეტულასთა, რამეთუ არა სამართალ არს სიტყუაჲ ეგე თქუენი, რომელსა იტყოდეთ წინაშე ერისა. დაამტკიცეთ ფიცით, რომელსა-იგი იტყოდეთ წინაშე ღმრთისა შორის თქუენსა და თქჳთ გაცემა ქალაქისა ღმრთისა ჩუენისა მტერთა ჩუენთა, უკუეთუ არა, მათ შინა მოაქციოს თქუენდა ღმერთმან შეწევნა.

11და აწ ვინ ხართ თქუენ, ვითარცა განსცადოთ უფალი ღმერთი თქუენი ისრაჱლისა, რამეთუ დაამტკიცეთ სიტყუაჲ ღმრთისა შორის ძეთა კაცთასა?

12და აწ უფალსა ყოვლისა მპყრობელსა გამოსცდით და არა სცნათ ვიდრე უკუნისამდე,

13რამეთუ სიღრმე გულისა კაცისა ვერ სცნით და სიტყუასა გონებისა მისისასა ვერ ეწივნით. და ვითარ ღმრთისა გონებასა მისწუდეთ, რამეთუ შექმნა ესე ყოველი? მან იცის, რა-იგი უზრახავს თქუენთჳს, და გონებაჲ მისი სცნათ და ზრახვანი გამოიცადნეთ? ნუსადა, ძმანო, ნუსადა განარისხებთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა.

14უკუეთუ არა უნდეს ხუთთა ამათ დღეთა შეწევნად ჩუენდა, მას ჴელეწიფების ნეფსით თჳსით, და-ღა-თუ დამიფარნეს ჩუენ, რომელთა შინა უნდეს დღეთა, მან იცის, და-ღა-თუ მოგუწყჳდნეს წინაშე მტერთა ჩუენთა. მასვე აქუს ჴელმწიფება და ვინმე ჰრქუას მას: რა ესე ყავა?

15არამედ თქუენ ნუ გამოსცდით ზრახვასა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ არა ვითარცა კაცი არს ღმერთი, ვითარცა აბრალა, არა თუ ვითარცა ძე კაცისა, ვითარცა შეურაცხ-ვინმე-ყო იგი.

16ამისთჳს მოელოდეთ მის მიერ ცხორებასა. ხადოდით მას შემწედ ჩუენდა და ისმინოს ჴმისა ჩუენისა, უკუეთუ სათნო არს მისა.

17რამეთუ არა აღდგომილ არს ნათესავთა შორის ჩუენთა, არცა არს დღევანდელსა ამას დღესა არცა ტომი, არცა მამული, არცა კრებული, არცა ქალაქი ჩუენბანი, რომელიმცა თაყუანი-სცემდა კერპთა ჴელით ქმნილთა.

18ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ პირველთა, რომლისა ბრალისათჳს მიეცნეს მამანი ჩუენნი ბაბილონელთა მახჳლსა და მიმოტაცებასა სამეოცდაათ წელ, და დაეცნეს დაცემითა დიდითა წინაშე მტერთა მათთა.

19ხოლო ჩუენ ღმერთი სხუაჲ არა ვიცით მისა გარეშე, რომლისათჳს ვესავთ, ვითარმედ არა უგულებელს-გუყვნეს ჩუენ, არცა განმაშოროს მაცხოვარებაჲ მისი და წყალობაჲ მისი ჩუენგან.

20და არცა ნათესავისა ჩუენისაგან, რამეთუ მოცემასა ჩუენდა ეგრევე ეგოს იერუსალჱმი და ყოველი ჰურიასტანი და ყოველი ქუეყანა დამტკიცნეს. და წარმოჩნდეს სიწმიდე ჩუენი და გამოიძიოს უფალმან შეგინებისათჳს მათისა სისხლისაგან მათისა და მოწყუედისათჳს მამათა ჩუენთასა და ქუეყანისა მისთჳს ჩუენისა, მოოჴრებისათჳს სამკჳდრებელისა ჩუენისა. და მოაქციოს. ჩუენდავე წარმართთა შორის, სადა-იგი ვმონებდით მათ და ვიყვენით ჩუენ შეკრებილ და საყუედრელ წინაშე ყოველთა წარმტყუენველთა ჩუენთა, რამეთუ არა წარემართოს მონებაჲ ჩუენი მადლად, არამედ გინებულად დადვას იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან.

21და აწ, ძმანო, უჩუენოთ ძმათა ჩუენთა, რამეთუ ჩუენდა გამოკიდებულ არიან სულნი მათნი, სიწმიდე და ტაძარი და საკურთხეველი დამტკიცებულ არს ჩუენ შორის. ამის ყოვლისათჳს მადლი მივსცეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რომელი გამოგუცდის ჩუენ, ვითარცა-იგი მამათა ჩუენთა.

22მოიჴსენეთ, რაოდენი უყო მამასა ჩუენსა აბრაჰამს და რაოდენგზის განიცადა და ღმრთისმოყუარე იქმნა.

23ეგრეთვე ისაკი და იაკობი და მოსე და ყოველნივე, რომელნი შეესაკუთრეს ღმერთსა, რომელთა მოითმინეს ტანჯვანი მრავალნი და სარწმუნო იქმნეს.

26ხოლო ჩუენ არა შურისგებითა, არამედ სასწავლელად გუტანჯავს უფალი მახლობელთა მისთა, რომელი-იგი არს კურთხეულ და ქებულ ყოველსა ჟამსა საუკუნოდ, ამენ.

27მწუხარებითა შევსტიროდეთ უფალსა და ვთქუათ: ვითარცა არს ნებაჲ შენი, ეგრეთვე გვეყავნ წყალობაჲ შენი, რამეთუ ვითარცა შემუსრავს გულთა ჩუენთა ამპარტავანებაჲ მათი, ეგრეთვე სიმდაბლითა ვიქადით

28და ჰრქუა მას ოზია: ყოველი, რომელი სთქუა გულითა სახიერითა, იტყოდე. და არა ვინ არს, რომელი წინააღუდგეს სიტყუასა შენსა, რამეთუ არა ხოლო დღეს სიბრძნე შენი ცხად არს, არამედ პირველითგან იცის ყოველმან ერმან გულისხმის-ყოფა შენი, რამეთუ კეთილ არს ქმნილება გულისა შენისა, არამედ ერსა ამას შეეწყურა ფრიად და გუაიძულეს სიტყუად, ვითარცა-იგი ვეტყოდე მათ, და მოაწიეს ჩუენ ზედა ფიცი, რომელსა ვერ გარდავჴედით.

29აწ ევედრე ჩუენთჳს, რამეთუ დედაკაცი ღმრთისმსახური ხარ, და მოავლინოს უფალმან წჳმა, რათა აღივსნენ ჯურღმულნი ჩუენნი და აღარა მოაკლდეს.

30და ჰრქვა მათ ივდით: ისმინეთ ჩემი და ვყოთ საქმე სიბრძნისა, რომელი არს ღმრთისაგან, მიეთხრობოდეს თესლით თესლამდე ძეთა ნათესავისა ჩუენისათა.

31და რა-იგი მნებავს საქმნელად, განიგულეთ, უკუეთუ იყოს ღმრთისა მიერ და ევედრენით, რათა დაამტკიცოს უფალმან განზრახვა ჩემი.

32და თქუენ სდგეთ ბჭეთა ზედა ამას დღესა და ღამესა. და განვიდე მე შიმუნვარისა ჩემისა თანა და შემდგომად დღეთა მათ, რომელთა სთქუთ მიცემად ქალაქი ესე მტერთა, მოხედვა-ყოს უფალმან ღმერთმან ისრაჱლსა ზედა ჴელითა ჩემითა.

33ხოლო თქუენ ნუ გამოიკითხავთ საქმეთა ჩემთა, რამეთუ არა გითხრა შენ, ვიდრე იქმნეს და აღესრულოს. რომელი-იგი მე ვყო.

34და ჰრქუა მას ოზია და მთავართა მათ: ვიდოდე მშჳდობით, უფალი ღმერთი ისრაჱლისა ჩუენ თანა შურისმეძიებელად მტერთა ჩუენთა. და მოიქცეს კარვისა მისისაგან და წარვიდეს კაცად-კაცადი ადგილსა განწესებულსა თჳსსა.


წინა თავი შემდეგი თავი