მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ივდითი
თავი 16

1და უპირობდა ივდით აღსარებითა მით ყოველსა ისრაჱლსა და მიუგებდა ყოველი ერი ქებასა მას.

2და იტყოდა ივდით: აქებდით ღმერთსა ჩემსა ბობღნითა, უგალობდით უფალსა ჴმითა წინწილისათა აღრთულითა, ფსალმუნითა ახლითა უგალობდით მას, აღამალებდით და ხადოდით სახელსა მისსა.

3რამეთუ იგი თავადი არს, რომელმან შემუსრნის ბრძოლანი, უფალ არს სახელი მისი, ღმერთმან, რომელმან დასცა

4ბანაკი მათი შორის ერსა თჳსსა და მიჴსნა მე ჴელთაგან მდევართა ჩემთასა,

5რამეთუ მოვიდა ასური მთავართაგან ჩრდილოსათა ბევრეულითა ერითა. რომლისა სიმრავლემან დაჴშნა ჴევნი, დააშრნა წყალნი, და ცხენმან მათმან დაფარნა ბორცუნი.

6და თქუა მოწვა საზღვართა ჩემთა და ჭაბუკთა ჩემთა მოსრვა მახჳლითა და მწოვართა ჩემთა დახეთქებაჲ ქუეყანასა და ჩჩჳლთა ჩემთა მიცემად იავარსა და ქალწულთა ჩემთა წარტყუენვად.

7უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან შეურაცხ-ყვნა ჴელითა ქალისათა და სირცხჳლეულ-ყუნა იგინი,

8რამეთუ არა დაეცა ძლიერი მათი ჭაბუკთაგან, არცა ძეთა ტიტანელთაგან მოიკლა, არცა ასაკგრძელთა გმირთა დასცეს, არამედ ივდით, ასულმან მერარისამან, სიკეთითა პირისა მისისათა დაჴსნა იგი,

9რამეთუ განიძარცვა სამოსელი ქურიობისა მისისა აღსამაღლებლად შრომათა ისრაჱლისათა.

10იცხო პირსა მისსა ნელსაცხებელი და შეითხზნა თმანი მისნი საბურველითა და მოიღო სამოსელი სელისა საცთურად მისა.

11სანდალთა მისთა მისტაცნეს თუალნი მისნი და სიკეთემან მისმან წარტყუენა სული მისი და განვიდა საბარკალი ქედსა მისსა.

12შეძრწუნდეს სპარსნი კადნიერებასა მისსა და უჟიკნი სიხუესტესა მისსა, შეძრწუნდა ყოველი ბანაკი ასურასტანელთა და დაეცნეს.

13მაშინ ღაღად-ყვეს მდაბალთა ჩემთა და შეეშინა უძლურთა ჭირსა ჩემსა და შეშფოთნეს და აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და მართლუკუნიქცეს მტერნი ჩემნი.

14ძეთა ქალთა განგუმირნეს იგინი და ვითარცა ყრმათა მეოტთა დასწყლვიდეს მათ; წარწყმდეს წყლულებისაგან უფლისა ჩემისა.

15უგალობდე ღმერთსა ჩემსა გალობითა ახლითა:

16უფალო, უფალო, დიდ ხარ ძალითა და დიდებულ საკჳრველებითა!

17შენ გმონებდეთ ყოველნი დიდებულნი შენნი, რამეთუ სთქუ და იქმნნეს ესრეთ, მოავლინენ სიტყუაჲ შენი და აღაშენენ.

18და კლდენი წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცჳლნი, დადნენ, მერმე კუალად მოშიშთა შენთა შენვე ულხინო, რამეთუ მცირე არს ყოველი მსხუერპლი საყნოსელად სულნელებისა და უმრწემეს არს ყოველი ცმელი შესაწირავად შენდა.

19ხოლო მოშიში უფლისა დიდ არს მარადის.

20ვაჲ თესლთა მათ, რომელნი ადგენ ნათესავთა ჩუენთა ზედა, უფალმან ყოვლისა მპყრობელმან დღესა სასჯელისასა შური იძიოს მათთჳს და მოხედვა-ყოს მათ ზედა.

21და მოსცეს ცეცხლი და მატლი ჴორცთა მათთა და ტიროდიან ტკივილითა მათითა მარადის უკუნისამდე.

22და ვითარცა მოვიდეს იერუსალჱმდ და თაყუანის-სცეს ღმერთსა, რაჟამს განწმიარა ერი იგი არაწმიდებისაგან მათისა, მაშინ შეწირეს ნამსხუერპლები მათი უფლისა და აღნათქვემნი მათნი და ნეფსით შესაწირავნი მათნი და ნიჭნი მათნი.

23და მისცა ივდით ყოველი ჭურჭელი ჰოლომფორესი, რაოდენი მისცა ერმან და სამუმლე იგი, რომელი მოიღო მან საწოლისაგან მისისა, შესაწირავად უფლისა მისცა.

24და იხარებდა ერი იგი უფლისა მიმართ იერუსალჱმს წინაშე სიწმიდეთა სამ თვე, ივდით მათ თანა დაადგრა მონაგებითურთ მისით.

25და შემდგომად მათ დღეთა აღიძრა და წარვიდა კაცად-კაცადი სამკჳდრებელად, თჳსა, ხოლო ივდით წარვიდა ბეტულად და იყოფოდა სახლსა შინა მისსა.

26და მიერ ჟამითგან იყო სახელი მისი დიდებულ ყოველსა ქუეყანასა.

27და მრავალნი ნატრიდენ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა, ვინა დღითგან მოკუდა მანასე, ქმარი მისი, და შეეძინა ერსა თჳსსა.

28და წარემატებოდა და დიდებულ იქმნეოდა დღითი დღე და დაბერდა სახლსა შინა ქმრისა თჳსისასა, ცხონდა ასდახუთ წელ და განუტევა შიმუნვარი იგი თავისუფლად და მოკუდა ბეტულსა შინა და დაფლეს საფლავსა მანასესსა, ქმრისა მისისასა.

29და იგლოვდა მას ზედა ყოველი სახლი ისრაჱლისა შჳდ დღე და განუყო მონაგები თჳსი სიცოცხლესავე თჳსსა ნათესავთა მანასესთა, ქმრისა თჳსისათა, და ყოველთა მახლობელთა თჳსთა.

30და არავინ იყო შემაწუხებელ ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ივდითისათა და არცა შემდგომად სიკუდილისა მისისა მრავალ დღე.

31ხოლო ესე ძლევისა დღე დღესასწაულად დაიდვა ურიათა შორის და რიცხუთა წმიდათასა შინა აღწერილ არს ურიათაგან დამარხვით ვიდრე დღეინდელად დღემდე.


წინა თავი