მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ივდითი
თავი 13

1და ვითარცა შემწუხრდა, ისწრაფეს მონათა მათ წარსლვად ადგილად თჳსად და ბაგუა შეაჴშა კარნი კარავთანი გარეგნით და წარავლინნა წინაშემდგომელნი პირისაგან უფლისა თჳსისა,

2რამეთუ ყოველნი დამაშურალ იყვნეს და დამთვრალ ამისთჳს, რამეთუ მყოვარ იყო სმა იგი.

3და დაშთა ივდით მხოლო ჰოლომფორესა თანა კარავთა შინა

4ხოლო ჰოლომფორე დავრდომილი იდვა ცხედარსა ზედა თჳსსა, ვინათგან გარდარეოდა ღჳნო.

5და ჰრქუა ივდით მჴევალსა თჳსსა, რათა დადგეს გარეშე სასუენებელისა და სცვიდეს გამოსლვასა მისსა, რათა არა ვინ იყოს შორის მათსა, ვითარცა-იგი ყვის დღითი დღედ. და ვითარცა განვიდა, თქუა ლოცვა და ბაგუას ეტყოდა სიტყუათა მათვე.

6და წარვიდეს ყოველნი და არა ვინ დაშთა სასუენებელსა მას შინა მცირითგან დიდადმდე. და ივდით დგა ცხედარსა მისსა თანა და თქუა გულსა შინა თჳსსა: უფალო ღმერთო ყოვლისა ძლიერებისაო, მოიხილე ჟამსა ამას ჴელთა ჩემთა აღსამაღლებელად იერუსალჱმისათჳს,

7რამეთუ აწ არს ჟამი შეწევნისა სამკჳდრებელისა შენისა და საქმისა ამის განზრახვისა ჩემისა, მოსრვად მტერთა ჩემთა, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა. განმაძლიერე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა!

8და მოუჴდა ფიცარსა ცხედრისასა თავით კერძო ჰოლომფორესა, აღმოჴადა საბარკალი მისი მისგან და მიეახლა ცხედარსა მას.

9და უპყრნა თმანი თავისა მისისანი და თქუა: განმამტკიცე მე, ღმერთო ისრაჱლისაო, ამას დღესა.

10და სცა ორგზის ყელსა მისსა ძალითა თჳსითა და მოჰკუეთა თავი მისი.

11და გარდააგორვა გუამი მისი სარეცელისაბან და გარდამოიღო სამუმლე იგი სუეტთა მათგან. და ამისა შემდგომად გამოვიდა და მისცა თავი ჰოლომფორნესი შიმუნვარსა თჳსსა.

12და შთადვა იგი მახალსა მას სასაგზლესა და გამოვიდეს ორნივე ზოგად, ვითარცა ჩვეულება აქუნდათ ლოცვისათჳს და განვლეს ბანაკი იგი და აღვიდეს მთასა მას ბეტულასასა.

13და მოიწინეს ბჭეთა მის ქალაქისათა და ჰრქვა ივდით შორითვე მჴუმილავთა მათ ბჭისათა: განმიხუენით, განმიხუეუით მე ბჭენი, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოსღა ძლიერებაჲ ისრაჱლისა შორის და შემუსრვა მტერთა ჩუენთა, ვითარცა ყო დღეს.

14ესმა კაცთა მათ ქალაქისათა ჴმაჲ მისი, ისწრაფეს გარდამოსლვად ბჭეთა ქალაქისათა და მოუწოდეს მღდელთა მოხუცებულთა ქალაქისათა.

15და მორბიოდეს ყოველნი მცირითგან დიდადმდე, რამეთუ საკჳრველუჩნდა მათ მოსლვა იგი მისი და განუხუნეს მათ ბჭენი და შეიყვანნეს იგინი.

16და აღაგზნეს ცეცხლი სანთლად და გარემოადგეს მათ.

17და თქუა ივდით ჴმითა დიდითა: ძენო ისრაჱლისანო, აქებდით ღმერთსა,

18რომელმან არა განიშორა წყალობაჲ მისი სახლისაგან ისრაჱლისა, არამედ მოსრნა მტერნი ჩუენნი ჴელითა ჩემითა ამას ღამესა.

19და აღმოიღო თავი იგი ჰოლომფორესი მახლისა მისგან, უჩუენა მათ და ჰრქუა მათ: აჰა ესერა, თავი ჰოლომფორესი, ერისთავისა ერისა ასურთასა, და აჰა, სამუმლე იგი მისი, რომელსა ქვეშე წვა მთურალი. და მოკლა იგი უფალმან ღმერთმან ჴელითა დედაკაცისათა.

20და ცხოველ არს უფალი ღმერთი, რომელმან დამიცვა ანგელოზისა მისისა მიერ და წარმავლინა მუნ, და დამიფარა მუნ და მომაქცია აქავე. და არა მოუშვა უფალმან შებილწებად მჴევლისა თჳსისა და უცოდველად ვღაღადებ და ვიხარებ ძლევასა მისსა ზედა და განრინებასა ჩემსა და ჴსნასა თქუენსა.

21აქებდით მას ყოველნი, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

22და განუკჳრდა ფრიად ყოველსა მას ერსა და მუჴლნი მოუდრიკნეს და თაყუანი-სცეს ღმერთსა და თქუეს ერთბამად ყოველთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელმან შეურაცხ-ჰყვენ დღევანდელსა ამას დღესა მტერნი ერისა შენისანი ჴელითა ქალისათა.

23და ჰრქუა ოზია ივდითს: კურთხეულ ხარ, ასულო, ღმრთისა მიერ მაღლისა უფროს ყოველთა დედათა ქუეყანისათა.

24და კურთხეულ არს უფალი ღმერთი, რომელმან ქმნა ცა და ქუეყანა, რომელმან წარგიმართა შენ წყლვად მთავრისა თჳსისა მტერისა ჩუენისა.

25რამეთუ არა მოაკლდეს სახელი შენი გულთა კაცთასა და მოიჴსენებდენ ძალსა ღმრთისასა ვიდრე უკუნისამდე. და იყავნ შენდა იგი სიმაღლედ საუკუნოდ მოხედვად შენდა კეთილითა ამისთჳს, რამეთუ არა ჰრიდე სულსაცა შენსა სიმდაბლისათჳს ნათესავისა ჩუენისა, არამედ განხვედ დაცემისა ჩუენისათჳს. სიწრფოებით ხჳდოდე წინაშე ღმრთისა ჩუენისა

26და თქუა ყოველმან ერმან: იყავნ, იყავნ!


წინა თავი შემდეგი თავი