მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ივდითი
თავი 4

1და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ჰურიასტანს, ყოველი, რაოდენი ქმნა ჰოლომფორნე ნათესავთა მიმართ ქუეყანისათა, ერისთავმან ნაბუქოდონოსორისამან, მეფისა ასურასტანისამან, და ვითარსახედ წარმოტყუენა ყოველი ბაგინები მათი და მისცნა იგინი განსარყუნელად,

2და შეეშინა ფრიად პირისა მისისაგან და იერუსალჱმისათჳს, ტაძრისა უფლისა ღმრთისა, შეძრწუნებულ იყვნეს, რამეთუ მაშინ ოდეს აღმოსრულ. იყვნეს ტყუეობისაგან, ჭურჭელი და საკურთხეველი და ტაძარი იგი მაშინ განწმედილ იყო შეგინებულებისაგან.

3და წარავლინეს ძეთა ისრაჱლისათა და ბეროსთა და ბელმენისათა და იერიქოსათა და ქუბასთა და ერონა და ღელეთა სალიმისთა.

4და დაიპყრნეს ყოველნი თავნი მთათა მაღალთანი და მოზღუდეს დაბნები მათი და დასდვეს საზრდელი მათ შინა და განამზადებედ ბრძოლისა, რამეთუ ახლოდ-ღა მომკილ იყო ყანები მათი.

5და მიწერა იოაკიმ, მღდელმან დიდმან, რომელი იყო მათ დღეთა შინა იერუსალჱმს მკჳდრთა ბეტულიასათა და ბეტონის თემისაგან, რომელ არს

6და თქუა: აღვედით და დაიპყართ მასადანითგან აღსავალნი მთათანი, რამეთუ მიერ იყო შემოსავალი ჰურიასტანად და ადვილ იყო დაყენება მათი მოსლვად, რამეთუ იწრო იყო აღმოსავალი იგი ყოლად ორის კაცისა.

7და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა მათ იოაკიმ, მღდელმან დიდმან, და ყოველთა მოხუცებულთა ერისა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს.

8და ღაღად-ყო ყოველმან კაცმან ისრაჱლისამან ღმრთისა მიმართ გულსმოდგინებითა დიდითა და დაიმდაბლნეს სულნი მათნი წინაშე ღმრთისა - მამათა და დედათა,

9და ჩჩჳლთა მათთა და საცხოვარამდე მათა. და ყოველმან სასყიდლით დადგინებულმან და ვეცხლით ფრდილმან მათმან მოირტყეს ძაძა წელთა მათთა,

10და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ ისრაჱლისა ერთბამად ყოვლითა გულითა, რათა არა მიეცნენ ჩჳლნი მათნი და მიმოსტაცებდა ცოლთა მათთა წარსატყვენველად, ქალაქნი სამკჳდრებელისა მათისანი განსარყუნელად და სიწმიდე შეგინებად და საყუედრელად და მოსაცხრომელად წარმართთა.

11და იოაკიმ, მღდელი დიდი უფლისა, და ყოველნი ისრაჱლნი გარემოს ვლიდეს ქალაქისა მის და ზრახვიდეს და მსახურნი უფლისანი

12ეტყოდეს მათ: უწყოდეთ, რამეთუ უფალი ღმერთი ჩუენი შეისმენს ვედრებასა თქუენსა, უკუეთუ მტკიცედ სდგეთ ლოცვითა და მარხვითა წინაშე უფლისა.

13მოიჴსენენით მოსესი, მონისა ღმრთისა, რომელი არა იბრძოდა მახჳლითა, არამედ ლოცვითა და ვედრებითა, და დასცა ამალეკი, რომელი ესვიდა ძალსა თჳსსა და მახჳლსა და ეტლებსა და მჴედრობათა თჳსთა.

14ეგრეთვე იქმნებიან ყოველნი მბრძოლნი ისრაჱლისანი, უკუეთუ შეუდგეთ საქმეთა ამათ, რომელი-ესე იწყევით.

15ვინათაგან გვწურთის უფალი, მადლობით ვდგეთ წინაშე მისსა

16და ღაღადებდეს უფლისა მიმართ ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა კეთილისათჳს მოხედვისა უფლისა მიერ ყოველსა ზედა სახლსა ისრაჱლისასა.

17ძაძითა შემოსილნი წელთა მათთა და ნაცარგარდასხმულნი ვარშამანგთა მათთა შესწირვიდეს მსხუერპლსა ზედასზედა ლოცვასა და ნეფსით, მისაცემელსა ერისათა.


წინა თავი შემდეგი თავი