მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე ნეშტთა
თავი 27

1ძე ოცდახუთისა წლისა იყო იონათამ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა იერუსა, ასული სადუკისი.

2და იწყო სიწრფოებაჲ წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ოზია, მამამან მისმან, არამედ არა შევიდა ტაძრად უფლისა. და მერმე ერი იგი გან-ვე-იხრწნებოდა.

3და ამან აღაშენა ბჭე იგი სახლისა უფლისაჲ მაღალი და ზღუდესა ოფლასასა აშენა ფრიად.

4ქალაქები აღაშენა მთასა იუდასასა და მაღნართა შინა საყოფლები და გოდლები.

5და ამან ჰბრძო მეფესა ძეთა ამონისთასა და განძლიერდა მის ზედა და მოსცემდეს მას ძენი ამონისნი წლითი წლად ასსა ტალანტსა ვერცხლსა, რომელ არს ასი ქანქარი და ასი ათასსა საწყავსა იფქლსა და ათი ათასსა ქრთილსა. ამას მოართმიდეს მას მეფე ამონ წლითი წლად პირველსა წელსა და მეორესა და მესამესა

6განძლიერდა იონათამ, რამეთუ განმზადნა გზანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა მისისა.

7და სხუანი სიტყუანი იონათამისნი და ბრძოლანი და საქმენი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისთა.

8და იყო წლისა ოცდახუთისა, ოდეს დაჯდა მეფედ, და იმეფა ათექუსმეტ წელ იერუსალჱმს.

9და დაიძინა იონათამ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა და მეფობდა აქაზ, ძე მისი, მის წილ.


წინა თავი შემდეგი თავი